ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
პროლაქტინი (PRL) ჰორმონია, რომელსაც ადამიანის ჰიპოფიზის, წინა ნაწილის – ადენოჰიპოფიზის ლაქტოტროპული უჯრედები გამოიმუშავებს. მისი გამოყოფა ჰიპოთალამუსის მიერ რეგულირდება. დოფამინი ითვლება პროლაქტინის ძირითად მაინჰიბირებელ ფაქტორად და ამ გზით არეგულირებს პროლაქტინის სეკრეციას.
პროლაქტინის სეკრეცია ხდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ და გამოიყოფა ეპიზოდურად. პროლაქტინი შრატში გვხვდება სამი განსხვავებული ფორმით; მათ შორის ჭარბობს მონომერული ფორმა (80%), რომელიც ბიოლოგიურად და იმუნოლოგიურად აქტიურია, 5-20%-ს შეადგენს დიმერული ფორმა (“დიდი” პროლაქტინი), რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო 0,5-5%-ს – ტეტრამერული ფორმა (“დიდი-დიდი” პროლაქტინი), რომელსაც აქვს დაბალი ბიოლოგიური აქტივობა.
ქალებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ძუძუდან რძის გამოყოფა მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდის გარეშე, ტკივილი ან დისკომფორტი სექსუალური აქტის დროს, თმის ზრდა სხეულის უჩვეულო ადგილებსა და სახეზე, აკნე, უშვილობა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
მამაკაცებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ლიბიდოს დაქვეითება, უშვილობა, ერექციული დისფუნქცია, სხეულის და სახის თმის არანორმალური ნაკლებობა, ძუძუდან რძის გამოჟონვა.
გოგონებში: მენსტრუალური ციკლის პრობლემები, ძუძუდან რძის დენა.
ვაჟებში: დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა.
ორივე სქესის შემთხვევაში, ტესტი კეთდება ჰიპოფიზთან და ჰიპოთალამუსთან დაკავშირებული პრობლემების გამორიცხვის მიზნით.
პაციენტებში, რომლეთაც უკვე დაუდგინდათ ჰიპოფიზის ადენომა, პროლაქტინის ტესტირება ხდება მკურნალობაზე სიმსივნის პასუხის მონიტორინგისთვის.
პროლაქტინის დონის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:
პროლაქტინის შემცირებული დონე:
ეს ძალზე იშვიათი მდგომარეობაა და გვხვდება ჰიპოფიზის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ადამიანებში. შეიძლება გამოიწვიოს რძის არასაკმარისი წარმოქმნა მშობიარობის შემდეგ. პროლაქტინის დაბალი კონცენტრაცია უმეტესად უსიმპტომოდ ვლინდება, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, პროლაქტინის დაბალი კონცენტრაციით, შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ინფექციების მიმართ.
პროლაქტინის სამიზნე ორგანო არის სარძევე ჯირკვალი, სადაც იგი ავლენს ლაქტოგენურ და გალაქტოპოეზურ ეფექტებს. ორსულობის დროს, პროლაქტინის დონე იზრდება ესტროგენებისა და პროგესტერონის მაღალი დონის ზემოქმედების შედეგად. სარძევე ჯირკვლის მასტიმულირებელი მოქმედება უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომ ლაქტაციას.
პროლაქტინის მაღალი კონცენტრაცია ხელს უშლის საკვერცხის სტეროიდოგენეზს, აგრეთვე ჰიპოფიზის გონადოტროპების სეკრეციას, შესაბამისად ჰიპერპროლაქტინემია უშვილობის (უნაყოფობის) ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია (ქალებსა და მამაკაცებში).
TRH და მეტოკლოპრამიდის სტიმულაციის ტესტები გამოიყენება ლატენტური ჰიპერპროლაქტინემიის დასადგენად.
იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.
სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და მათი მიღება უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.
ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია