
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾114.00 Original price was: ₾114.00.₾62.00Current price is: ₾62.00.
წარმოადგენს ანალიზების ერთობლიობას, რომელიც გვიჩვენებს სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. ანალიზი გვაძლევს საშუალებას განისაზღვროს არტერიებში თრომბის ჩამოყალიბების რისკი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ახშობს სისხლძარღვთა სანათურს (ათეროსკლეროზი) და აფერხებს სისხლის დინებას, რაც შედეგად იწვევს ინფარქტის ან ინსულტის განვითარებას. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომები, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას – ვითარდება სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას – თავის ტვინის ინსულტი. ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა ასევე მნიშვნელოვანია წონის კორექციისა და ბავშვთა ასაკში ჰორმონალური ცვლის დარღვევებისას.
ლიპიდური ცვლის პროფილში შედის(თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასებისას
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებების გამოსავლენად
ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შესაფასებლად
ლიპიდური პროფილის შედეგები ფასდება თითოეული მაჩვენებლისა და პაციენტის საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკის გათვალისწინებით.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ლიპიდური პროფილის მიღებული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ პაციენტის ასაკის, არტერიული წნევის, დიაბეტის, მოწევის, თანმხლები დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა რისკის გათვალისწინებით. LDL-ქოლესტერინის სამიზნე მაჩვენებელი განსაკუთრებით დამოკიდებულია პაციენტის რისკის კატეგორიაზე. შესაბამისად, მხოლოდ საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელი სრულფასოვანი შეფასებისთვის საკმარისი არ არის.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ლიპიდური პროფილის განსაზღვრისთვის უზმოდ ყოფნა ყოველთვის აუცილებელი არ არის. თუმცა, მომატებული ტრიგლიცერიდების ან მათი მეტაბოლიზმის დარღვევის ეჭვის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა უზმოდ ჩაბარება მოითხოვოს.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
