ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾175.00
პროინსულინი სინთეზირდება პანკრეასის β უჯრედებში და ამ ფორმით ხდება ინსულინის მარაგის შექმნა. იგი ფაქტობრივად ინსულინის წინამორბედი მოლეკულაა, რომელიც თავისმხრივ ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულატორია და უზრუნველყოფს უჯრედების მიერ გლუკოზის მიღებას.
სინთეზირებული პროინსულინის უმეტესი ნაწილი იშლება ინსულინად და C-პეპტიდად, რომლებიც სისხლში სეკრეტირდება ეკვიმოლარული რაოდენობით. სისხლის მიმოქცევაში პროინსულინის დაახლოებით 15% ხვდება უცვლელი ფორმით. ინსულინისა და C- პეპტიდის მსგავსად, სისხლის პროინსულინი ასახავს პანკრეასის β- უჯრედების მდგომარეობას. პროინსულინის დონის გაზომვა გამოიყენება პანკრეასის β-უჯრედული სიმსივნეების (ინსულინომა) დიაგნოსტიკაში. ინსულინომების უმეტესობისას აღინიშნება ინსულინის, C-პეპტიდისა და პროინსულინის კონცენტრაციის მომატება, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შეინიშნოს მხოლოდ პროინსულინის დონის მატება.
პროინსულინს აქვს გაცილებით დაბალი ბიოლოგიური მოქმედება (დაახლოებით 1:10) და უფრო გრძელი ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 3: 1) ვიდრე ინსულინს. პროინსულინის დაბალი ბიოლოგიური აქტიურობის მიუხედავად, მისი დონის იზოლირებულმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები, ავთვისებიანად ტრანსფორმირებულ β უჯრედებში, სინთეზირებული ჰორმონების თანაფარდობა გადაიხრება პროინსულინისკენ. ინსულინომების დროს პროინსულინი / ინსულინის თანაფარდობა 25% -ზე მეტია, ზოგჯერ 90% -მდე. პროინსულინის მომატებული კონცენტრაცია შეიძლება აღინიშნოს თირკმლის უკმარისობის, ციროზის, ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში.
პროინსულინის დონე მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს PC1 / 3 კონვერტაზას დეფიციტის დროს. ამ შემთხვევაში, პეპტიდური ჰორმონების მეტაბოლიზმი იცვლება. ამ ფერმენტის დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის განურჩევლად რასისა, დამახასიათებელია წითური თმა, სიმსუქნე, უნაყოფობა, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, სისხლში, ინსულინის შემცირებული შემცველობა და კორტიზოლის დეფიციტი.
ინსულინომის, ფერმენტ კონვერტაზის დეფიციტის PC 1/3 მარკერი:
ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.
ვენური სისხლი
პროინსულინის დონე მომატებულია:
პროინსულინის მომატებული დონე მიუთითებს პანკრეასის ბეტა უჯრედების გამოფიტვის შორსწასულ მდგომარეობაზე და წარმოადგენს მაღალ-სპეციფიურ მარკერს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის დასადგენად.
მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც თერაპიის შერჩევის მარკერი ტიპი 2 დიაბეტის დროს: მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ინსულინის სეკრეციას, ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან ინსულინისადმი ქსოვილების მგრძნობელობას (ინსულინის სენსიბილიზატორები) ან ინსულინით თერაპია.
პროინსულინის დონე დაქვეითებულია:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |