ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
პროგესტერონი არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება საკვერცხეებში, თირკმელზედა ჯირკვლებში და ორსულობის დროს პლაცენტაში. საკვერცხეებში მისი სინთეზი სტიმულირდება LH-ით, ორსულობის დროს – hCG-ით, რომელიც პირველ რიგში ასტიმულირებს პროგესტერონის წარმოქმნას ყვითელ სხეულში, შემდეგ კი სინთეზი გადადის პლაცენტაში. პროგესტერონის კონცენტრაცია მჭიდრო კავშირშია ყვითელი სხეულის განვითარებასა და რეგრესიასთან. ფოლიკულურ ფაზაში შესაძლებელია მხოლოდ მინიმალური ოდენობის გამოვლენა. პროგესტერონის მატება შეინიშნება ოვულაციამდე ერთი დღით ადრე და გრძელდება ლუთეინური ფაზის განმავლობაში. პროგესტერონის დონის განსაზღვრა საუკეთესო ტესტია ოვულაციის დასადასტურებლად. ორსულობის დროს, პროგესტერონის დონის თანდათანობითი ზრდა აღინიშნება 9-დან 32 კვირამდე, და ხშირად 100-ჯერ მეტია ვიდრე ორსულობის დაწყებამდე. პროგესტერონის კონცენტრაცია უფრო მაღალია მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევებში. პროგესტერონი საშვილოსნოს ლორწოვან გარსს გარდაქმნის ჯირკვლებით მდიდარ ქსოვილად (სეკრეტორული ფაზა), რაც ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციას.
ორსულობის დროს პროგესტერონი არამარტო აფერხებს მიომეტრიუმის შეკუმშვას, არამედ ამცირებს მგრძნობელობას შეკუმშვების ფიზიოლოგიურ სტიმულატორებზე, სარძევე ჯირკვლებში (ესტრადიოლთან ერთად) პროგესტერონი ასტიმულირებს ალვეოლების სეკრეტორული ნაწილის საბოლოო ფორმირებას.
ქალებში: ოვულაციის გამოვლენა და ლუთეინური ფაზის მონიტორინგი, ყვითელი სხეულის ფორმირება და ფუნქციონირება, ყვითელი სხეულის ფუნქციური მდგომარეობა უნაყოფობის მქონე პაციენტებში, ორსულობის დროს პლაცენტის ფუნქციის განსაზღვრა, საკვერცხეების ფუნქციის ტესტირება, საკვერცხეების სიმსივნეები, საკვერცხეების ცისტები, მოსალოდნელი აბორტი, ნაყოფის სიკვდილი, ორსულთა ტოქსიკოზი.
შრატში პროგესტერონის და ბეტა-HCG-ის ერთად ტესტირება საშვილოსნოს ნორმალური ორსულობისა და საშვილოსონოს გარე ორსულობის დიფერენცირების საშუალებას იძლევა.
მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები. ქალებში პროგესტერონის დონის განსაზღვრა სასურველია ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის 21-23-ე დღეს. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი და ორსულობის ტრიმესტრი.
აუცილებელია თავიდან ავიცილოთ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით და მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპზე მიღებული შედეგების შედარება, რადგან შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ.
დონის მომატება:
დონის კლება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია