Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პროგესტერონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:პროგესტერონი
SKU: 1010

Original price was: ₾35.00.Current price is: ₾31.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

პროგესტერონი არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება საკვერცხეებში, თირკმელზედა ჯირკვლებში და ორსულობის დროს პლაცენტაში. საკვერცხეებში მისი სინთეზი სტიმულირდება LH-ით, ორსულობის დროს – hCG-ით, რომელიც პირველ რიგში ასტიმულირებს პროგესტერონის წარმოქმნას ყვითელ სხეულში, შემდეგ კი სინთეზი გადადის პლაცენტაში. პროგესტერონის კონცენტრაცია მჭიდრო კავშირშია ყვითელი სხეულის განვითარებასა და რეგრესიასთან. ფოლიკულურ ფაზაში შესაძლებელია მხოლოდ მინიმალური ოდენობის გამოვლენა. პროგესტერონის მატება შეინიშნება ოვულაციამდე ერთი დღით ადრე და გრძელდება ლუთეინური ფაზის განმავლობაში. პროგესტერონის დონის განსაზღვრა საუკეთესო ტესტია ოვულაციის დასადასტურებლად. ორსულობის დროს, პროგესტერონის დონის თანდათანობითი ზრდა აღინიშნება 9-დან 32 კვირამდე, და ხშირად 100-ჯერ მეტია ვიდრე ორსულობის დაწყებამდე. პროგესტერონის კონცენტრაცია უფრო მაღალია მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევებში. პროგესტერონი საშვილოსნოს ლორწოვან გარსს გარდაქმნის ჯირკვლებით მდიდარ ქსოვილად (სეკრეტორული ფაზა), რაც ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციას.

ორსულობის დროს პროგესტერონი არამარტო აფერხებს მიომეტრიუმის შეკუმშვას, არამედ ამცირებს მგრძნობელობას შეკუმშვების ფიზიოლოგიურ სტიმულატორებზე, სარძევე ჯირკვლებში (ესტრადიოლთან ერთად) პროგესტერონი ასტიმულირებს ალვეოლების სეკრეტორული ნაწილის საბოლოო ფორმირებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი პროგესტერონზე?

ქალებში: ოვულაციის გამოვლენა და ლუთეინური ფაზის მონიტორინგი, ყვითელი სხეულის ფორმირება და ფუნქციონირება, ყვითელი სხეულის ფუნქციური მდგომარეობა უნაყოფობის მქონე პაციენტებში, ორსულობის დროს პლაცენტის ფუნქციის განსაზღვრა, საკვერცხეების ფუნქციის ტესტირება, საკვერცხეების სიმსივნეები, საკვერცხეების ცისტები, მოსალოდნელი აბორტი, ნაყოფის სიკვდილი, ორსულთა ტოქსიკოზი.

შრატში პროგესტერონის და ბეტა-HCG-ის ერთად ტესტირება საშვილოსნოს ნორმალური ორსულობისა და საშვილოსონოს გარე ორსულობის დიფერენცირების საშუალებას იძლევა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები. ქალებში პროგესტერონის დონის განსაზღვრა სასურველია ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის 21-23-ე დღეს. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი და ორსულობის ტრიმესტრი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

აუცილებელია თავიდან ავიცილოთ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით და მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპზე მიღებული შედეგების შედარება, რადგან შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ.

დონის მომატება:

  • საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენა ლუთეინური ფაზის გახანგრძლივებით;
  • მეორადი ამენორეის ზოგიერთი ტიპი;
  • ფეტოპლაცენტარული კომპლექსის დისფუნქცია;
  • პლაცენტის დაგვიანებული მომწიფება;
  • პროგესტერონის ექსკრეციის დაქვეითება თირკმლის უკმარისობის დროს.

დონის კლება:

  • შინაგანი სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთება;
  • ფოლიკულის პერსისტენცია (ჰიპერესტროგენია);
  • საშვილოსნოს ანოვულაციური დისფუნქციური სისხლდენა (პროგესტერონის სეკრეციის დაქვეითება მენსტრუალური ციკლის მე -2 ფაზაში);
  • პირველადი და მეორადი ამენორეის სხვადასხვა ფორმები;
  • ენდოკრინული გენეზის ორსულობის შეწყვეტის საფრთხე;
  • პლაცენტალური უკმარისობა;
  • ნაყოფის საშვილოსნოშიდა განვითარების შეფერხება.
  • ორსულობის 42-ე კვირაზე (ხანგრძლივი ორსულობა).

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button