Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პროკალციტონინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:პროკალციტონინი
SKU: 156

180.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

პროკალციტონინი (PCT) არის პოლიპეპტიდი, რომელიც წარმოადგენს კალციტონინის არააქტიურ წინამორბედს. ჩვეულებრივ, PCT წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებში პრეპროკალციტონინისგან, კალციუმ-დამოკიდებული ფაქტორების გავლენით. ჯანმრთელ ინდივიდებში, PCT სრულად გარდაიქმნება კალციტონინად და პრაქტიკულად არ გადადის სისხლში. ახალშობილობის ადრეულ პერიოდში, PCT დონის მატება ნორმალურია.

მწვავე ბაქტერიული ინფექციების და სეფსისის დროს, ენდოტოქსინების მასიური წარმოქმნა, პროტეინური ციტოკინების (IL-6 და TNF-α) დონის მომატება იწვევს PCT სინთეზის ზრდას, არა მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალში, არამედ ექსტრათირეოიდულად: პირველ რიგში, ლეიკოციტებში, მონოციტებში, აგრეთვე ფილტვების, ნაწლავების და ღვიძლის ნეიროენდოკრინულ უჯრედებში. ყოველივე ეს იწვევს PCT-ის დონის სწრაფ და მკვეთრ მატებას (პათოლოგიური პროცესის გავრცელებიდან უკვე 6-12 საათში), კალციტონინის დონის შენარჩუნების ფონზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ PCT-ს დონე იზრდება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის (სეფსისის) გავრცელებისას და ასახავს მის სიმძიმეს, ლოკალური პროცესები არ იწვევს დონის მატებას. ამრიგად, სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რაოდენობის მომატებას, არამედ ზრდის ტემპს და პროკალციტონინის დონის დინამიკას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ PCT-ის ზრდა არ ხდება სოკოვანი და ვირუსული ინფექციის, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების დროს, რაც დიფერენციალური დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.

PCT-ის ნახევარდაშლის პერიოდი 25-30 საათს შეადგენს, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის მარკერად (წარმატებული ქირურგიული მკურნალობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, პროკალციტონინის დონე სისხლში სწრაფად მცირდება, დღეში 30-50%-ით). მეორეს მხრივ, პროკალციტონინის დონის მუდმივი მატებით, 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა მკურნალობის კორექტირება. თუ მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება პროკალციტონინის დონის სწრაფი ვარდნა, დაავადების პროგნოზი საეჭვოა. მუდმივად მზარდი PCT მაჩვენებლები მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე. მწვავე პანკრეატიტის დროს, PCT არის დაავადების სიმძიმისა და ინფექციური გართულებების მაჩვენებელი. ზოგიერთი ავტორის აზრით, პროკალციტონინის დონის მატება 1.8 ნგ / მლ ზემოთ მიუთითებს ინფექციური გართულებების განვითარებაზე (მგრძნობელობა – 80–95%, სპეციფიურობა – 88–93%).

როდის ჩავიტაროთ ტესტი პროკალციტონინზე?

პროკალციტონინის ტესტი ინფორმატიულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ბაქტერიემიისა და სეპტიცემიის დიაგნოზი მოზრდილებში და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით);
  • საშარდე ინფექციის თირკმელებით გართულების დიაგნოზი ბავშვებში;
  • ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი ნეიტროპენიურ პაციენტებში;
  • სეპტიური შოკის დიაგნოზი, რისკის სტრატიფიკაცია და მონიტორინგი;
  • ოპერაციის, მძიმე ტრავმის, დამწვრობის და მულტიორგანული უკმარისობის დროს სისტემური მეორადი ინფექციის დიაგნოზი;
  • ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ამბულატორიული ბაქტერიული ან ვირუსული პნევმონიების დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ანტიბაქტერიულ თერაპიაზე თერაპიული პასუხის მონიტორინგი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პირველადი დიაგნოზის დროს ფასდება ზრდისა და ზრდის დინამიკის არსებობა, ხოლო მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად – პროკალციტონინის დონის ნორმალიზების, კლების დინამიკის პერიოდის და ნორმალური დონის შენარჩუნების მონიტორინგი.

პროკალციტოტნინის დონის მომატება:

  • სეფსისი;
  • მძიმე ბაქტერიული ინფექცია;
  • ბაქტერიული ინფექციის არაეფექტური ანტიბაქტერიული თერაპია;
  • ინფექციური პროცესის გავრცელება.

არსებობს კლინიკური მდგომარეობები, როდესაც პროკალციტონინის დონე მაღალია მიუხედავად ინფექციის არარსებობისა:

  • მძიმე დაზიანების შემდეგ – პირველ დღეს;
  • დიდი ოპერაცია;
  • დამწვრობები;
  • მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც ასტიმულირებენ ანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლებას;
  • ფილტვის წვრილუჯრედული კიბო;
  • ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა;
  • ახალშობილები სიცოცხლის პირველი 48 საათის განმავლობაში;
  • ძლიერი ან გახანგრძლივებული კარდიოგენური შოკი.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button