
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
ხსნადი ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორი არის იმუნური სისტემის აქტივობის მაჩვენებელი. ის წარმოადგენს ინტერლეიკინ-2-ის რეცეპტორის (CD25) ხსნად ფორმას, რომელიც სისხლში გამოიყოფა იმუნური უჯრედების, განსაკუთრებით გააქტიურებული T-ლიმფოციტების, ზედაპირიდან.
სისხლში ხსნადი ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორის დონის განსაზღვრა ორგანიზმში იმუნური სისტემის აქტივობის შეფასების საშუალებას იძლევა. მისი კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა ანთებითი, აუტოიმუნური და ლიმფოპროლიფერაციული დაავადების დროს.
აღნიშნული რეცეპტორი განლაგებულია T ლიმფოციტის ზედაპირზე. რეცეპტორთან ინტერლეიკინ 2-ის დაკავშირება ააქტივებს ლიმფოციტის უჯრედშიდა სასიგნალო პროცესებს და უზრუნველყოფს ლიმფოციტების პროლიფერაციას (გამრავლებას). ამგვარად წარმოიქმნება T ჰელპერები, T სუპრესორები და ციტოტოქსიური T უჯრედები, რომლებიც მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში.
კვლევა ინიშნება შემდეგი პათოლოგიების დროს:
მომატებული მაჩვენებელი შეიძლება მიუთითებდეს იმუნური სისტემის გააქტიურებაზე, თუმცა ის არ არის რომელიმე კონკრეტული დაავადების სპეციფიკური მარკერი. შედეგი ფასდება კლინიკურ მონაცემებთან და სხვა ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად.
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ!
კვლევა რაოდენობრივია
ინტერლეიკინ 2-ის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის ზრდა სისხლში, პირდაპირ კორელაციაშია T და B ლიმფოციტების აქტივობის მომატებასთან. ინტერლეიკინ 2-ის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის მატება სისხლში აღინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
პაციენტის მომზადება:სპეციალური მომზადება, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა, თუ პარალელურად სხვა კვლევებიც ტარდება, უნდა გაითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები.
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
