ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალპროტექტინი (განავალი)

ცნობილი როგორც:კალპროტექტინი
SKU: 217

₾140.00

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კალპროტექტინი – ტესტი განავალში არის ლაბორატორიული ტესტი, რომელიც გამოიყენება ნაწლავის ანთებითი პროცესების შეფასებისთვის. კალპროტექტინი არის ცილა, რომელიც გამოიყოფა ნეიტროფილებიდან და მისი რაოდენობა იზრდება, როცა აღინიშნება  ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება

ფეკალური კალპროტექტინი – რაოდენობრივი ტესტი

ფეკალური კალპროტექტინი კალციუმთან და თუთიასთან ბმული ცილაა. მისი 60% გვხვდება ნეიტროფილების ციტოზოლში. ნაკლებად – მონოციტებში და მაკროფაგებში. გარკვეული ოდენობით კალპროტექტინი გვხვდება სისხლის პლაზმაში, შარდში, თავ-ზურგტვინის სითხეში, ფეკალებში, ნერწყვში და სინოვიურ სითხეებში. კალპროტექტინი მონაწილეობს არაერთ ფიზიოლოგიურ პროცესში, მათ შორის: უჯრედების დიფერენციაციაში, იმუნურ რეგულაციაში, სიმსივნურ აპოპტოზსა და ანთებით პროცესებში. ის წარმოადგენს ანთების მწვავე პროცესის პოზიტიურ ცილას. ის აინიცირებს უჯრედების რეცეპტორების ექსპრესიას რომლებიც მონაწილეობენ ნეიტროფილების მიგრაციაში, ადჰეზიასა და ფაგოციტოზში. ამგვარად მონაწილეობს იმუნურ პასუხში, როგორც დაზიანებასთან დაკავშირებული ცილა.
ფეკალებში კალპროტექტინის აღმოჩენა მიუთუთებს ნეიტროფილების მიგრაციაზე გასტროენტეროლოგიურ ტრაქტში, ანთებითი პროცესის შედეგად. ფეკალური კალპროტექტინი პირდაპირ კავშირშია კუჭნაწლავის ანთებით პროცესებთან და მიჩნეულია გასტროინტესტინური ტრაქტის ანთებითი პროცესების მარკერად.

ზოგიერთი პათოგენი იწვევს ინფექციურ ან ანთებით პროცესებს ნაწლავის ლორწოვანში, რასაც მოსდევს მისი განვლადობის მომატება და გრანულოციტებისა და მონოციტების მიგრაცია ნაწლავის მიმართულებით. გარდა ამისა, ნაწლავის სანათურში არსებული ბაქტერიული ფლორა ასტიმულირებს კალპროტექტინის და მსგავსი მედიატორების გამოთავისუფლებას გრანულოციტებიდან და მონოციტებიდან, რაც ზრდის კალპროტექტინის კონცენტრაციას ნაწლავის სანათურში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ქრონიკული დიარეისას
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე ეჭვისას → ფუნქციური დარღვევები ანთებითი პროცესის გარეშე
  • ნაწლავის ანტებითი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ →  კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი
  • მკურნალობის მონიტორინგისთვის → ანთების აქტივობის კონტროლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კალპროტექტინის ტესტი რაოდენობრივი კვლევაა. რაოდენობრივ მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესის ინტენსივობის შესაფასებლად:

  • < 50 მკგ/გ (უარყოფითი შედეგი) მიუთითებს კუჭ-ნაწლავის
    ტრაქტში ანთების არარსებობაზე
  • 50 – 100 მკგ/გ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო ანთება.
    ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, კვებითი
    ალერგიით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
    საშუალებების მიღებით (NSAIDs)
  • 100 – 200 მკგ/გ: ნაწლავის ტრაქტის მნიშვნელოვანი ანთება,
    რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ანთებითი
    დაავადებით, ინფექციით, არასტეროიდული ანთების
    საწინააღმდეგო საშუალებებით
  • >200მკგ/გ: ნაწლავის ლორწოვანის ძლიერი ანთება ნაწლავის
    ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში. აღნიშნული
    მაჩვენებელი ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს
    სიმსივნურ დაავადებებთან (მაგ. გასტროინტესტინური
    ლიმფომა ან კოლორექტული კიბო
  • ცრუ უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს
    გრანულოციტოპენიის მქონე პაციენტებში, ძვლის ტვინის
    ფუნქციის დაქვეითების დროს

საცნობარო მნიშვნელობები

ფეკალური კალპროტექტინი ძალიან მაღალსენსიტიური ბიომარკერია ისეთი პათოლოგიების დიფერენცირებისთვის როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადებები და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ის აქტიურად გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების მიმდინარეობის მონიტორინგის, რეციდივებისა და რემისიის მდგომარეობის და პოსტოპერაციული შეფასებისთვის.
ფეკალური კალპროტექტინი მეტად მდგრადია როგორც პანკრეასის და ნაწლავის პროტეაზების (ფერმენტების), ისე ბაქტერიული გავლენით დეგრადაციის მიმართ. მაღალი სპეციფიურობის გამო, შრატის კალპროტექტინთან შედარებით, ფეკალური კალპროტექტინის განსაზღვრა უპირატესია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკაში. ის ერთერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ნაწლავის ორგანული (ანთებითი დაავადება) და ფუნქციური (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პათოლოგიების დიფერენცირებისთვის, რომელთა სიმპტომები და კლინიკური სურათი ხშირად პრაქტიულად იდენტურია.

საკვლევი მასალა:განავალი

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button