Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პარათირეოიდული ჰორმონი (PTH)

ცნობილი როგორც:პარათჰორმონი
SKU: 1021

Original price was: ₾65.00.Current price is: ₾58.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

პარათირეოიდული ჯირკვლები გამოყოფენ პოლიპეპტიდურ ჰორმონს – პრე-პრო-პარათჰორმონს, რომელიც შედგება 115 ამინომჟავის ნარჩენისგან, ენდოპლაზმურ რეტიკულუმში მოხვედრისას ის კარგავს 25 ამინომჟავას და გადაიქცევა პრო-პარათჰორმონად (90 ამინომჟავა), შემდეგ კი მომწიფებულ პარათჰორმონად (PTH). PTH შეიცავს 84 ამინომჟავას. ღვიძლში, თირკმლებში, ძვლებსა და პარათირეოიდულ ჯირკვლებში PTH (1-84) მეტაბოლიზდება C-ტერმინალური, N-ტერმინალური და მედიანური ფრაგმენტების წარმოქმნით. PTH-ს და N-ტერმინალურ ფრაგმენტს გააჩნიათ ჰორმონალური აქტივობა.

PTH სეკრეციის მთავარი რეგულატორი არის უჯრედგარე კალციუმის დონე უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. პარათირეოიდული ჰორმონი, კალციტონინი, ვიტამინი D წარმოადგენენ კალციუმის ჰომეოსტაზის მთავარ შუამავლებს. ამ ჰორმონების სამიზნეს წარმოადგენენ ძვლოვანი ქსოვილი, თირკმლები და წვრილი ნაწლავი. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება ზრდის PTH-ის სეკრეციას, რომელიც უკავშირდება სპეციფიურ რეცეპტორებს და აქვს შემდეგი ეფექტები:

PTH-ის მოქმედება ძვლოვან ქსოვილზე.

მას აქვს როგორც ანაბოლური, ასევე კატაბოლური ეფექტი ძვლოვან ქსოვილზე. PTH რეცეპტორები გვხვდება ოსტეობლასტებსა და ოსტეოციტებზე, მაგრამ არა ოსტეოკლასტებზე.

PTH-ის გაზრდილი დონისას ოსტეოკლასტები აქტიურდებიან და ძვლის რეზორბცია ძლიერდება. PTH-ის ეს ეფექტი ხორციელდება ოსტეობლასტების შუამავლობით, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა მედიატორებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი ოსტეოკლასტების დიფერენციაციასა და პროლიფერაციაზე. PTH-ის მუდმივად მაღალი კონცენტრაციისას, ძვლის რეზორბცია ჭარბობს მის წარმოქმნას, რაც იწვევს ოსტეოპენიას.

PTH-ის მოქმედება ნაწლავზე.

ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არაპირდაპირი, თირკმლებში D ვიტამინის სინთეზის რეგულირების გზით.

PTH-ის მოქმედება თირკმლებზე:

– ასტიმულირებს კალციუმის რეაბსორბციას დისტალურ მილაკებში;

– ზრდის ფოსფატების ექსკრეციას;

– ზრდის ბიკარბონატების ექსკრეციას, რაც იწვევს შარდის ალკალიზაციას;

– შარდის კლირენსის მომატება (შარდის მოცულობის გაზრდა);

– D ვიტამინის აქტიური ფორმების სინთეზის სტიმულაცია პროქსიმალურ მილაკებში.

სხვა ეფექტები:

ნაწლავის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის ცვლილება, ადიპოციტებში ლიპოლიზის და  ღვიძლსა და თირკმლებში გლუკონეოგენეზის გაძლიერება.

იონიზებული მაგნიუმის დონის შემცირება, იონიზებული კალციუმის მსგავსად, ასტიმულირებს PTH-ის სეკრეციას. მაგნიუმის მაღალი დონე იწვევს ჰორმონის სეკრეციის ინჰიბირებას (შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობის დროს). ვიტამინ D3-ს აქვს ინჰიბიტორული ეფექტი PTH სეკრეციაზე.

გახანგრძლივებული ჰიპოკალციემია ასტიმულირებს პარათირეოიდული უჯრედების ჰიპერტროფიას და პროლიფერაციას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი პარათირეოიდულ ჰორმონზე?

  • ჰიპერკალციემია;
  • ჰიპოკალციემია;
  • ოსტეოპოროზი, ძვლის კისტოზური ცვლილებები, გრძელი ძვლების ფსევდო- მოტეხილობები, ხერხემლის მალების ოსტეოსკლეროზი;
  • უროლითიაზი (რადიოპოზიტიური ქვები);
  • ეჭვი მრავლობით ენდოკრინულ ნეოპლაზიაზე (ტიპი 1, 2);
  • ნეიროფიბრომატოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია დილას, უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პარათჰორმონის კონცენტრაცია იზრდება:

  • პირველადი ჰიპერპარათირეოზი (პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერპლაზია, პარათირეოიდული ჯირკვლების კიბო, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ტიპი I და 2);
  • მეორადი ჰიპერპარათირეოზი (თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, D ჰიპოვიტამინოზი, რაქიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • მესამეული ჰიპერპარათირეოზი;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
  • ფსევდოჰიპოპარათირეოზი (პერიფერიული წინააღმდეგობა).

პარათჰორმონის კონცენტრაცია მცირდება:

  • პირველადი ჰიპოპარათირეოზი;
  • მეორადი ჰიპოპარათირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობის გართულება, ჰიპომაგნიემია, D ჰიპერვიტამინოზი, სარკოიდოზი);
  • აქტიური ოსტეოლიზი.

 

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/Phosphorno-calcievaia/parathormone.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button