
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾65.00 Original price was: ₾65.00.₾58.50Current price is: ₾58.50.
პარათირეოიდული ჯირკვლები გამოყოფენ პოლიპეპტიდურ ჰორმონს – პრე-პრო-პარათჰორმონს, რომელიც შედგება 115 ამინომჟავის ნარჩენისგან, ენდოპლაზმურ რეტიკულუმში მოხვედრისას ის კარგავს 25 ამინომჟავას და გადაიქცევა პრო-პარათჰორმონად (90 ამინომჟავა), შემდეგ კი მომწიფებულ პარათჰორმონად (PTH). PTH შეიცავს 84 ამინომჟავას. ღვიძლში, თირკმლებში, ძვლებსა და პარათირეოიდულ ჯირკვლებში PTH (1-84) მეტაბოლიზდება C-ტერმინალური, N-ტერმინალური და მედიანური ფრაგმენტების წარმოქმნით. PTH-ს და N-ტერმინალურ ფრაგმენტს გააჩნიათ ჰორმონალური აქტივობა.
PTH სეკრეციის მთავარი რეგულატორი არის უჯრედგარე კალციუმის დონე უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. პარათირეოიდული ჰორმონი, კალციტონინი, ვიტამინი D წარმოადგენენ კალციუმის ჰომეოსტაზის მთავარ შუამავლებს. ამ ჰორმონების სამიზნეს წარმოადგენენ ძვლოვანი ქსოვილი, თირკმლები და წვრილი ნაწლავი. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება ზრდის PTH-ის სეკრეციას, რომელიც უკავშირდება სპეციფიურ რეცეპტორებს და აქვს შემდეგი ეფექტები:
PTH-ის მოქმედება ძვლოვან ქსოვილზე.
მას აქვს როგორც ანაბოლური, ასევე კატაბოლური ეფექტი ძვლოვან ქსოვილზე. PTH რეცეპტორები გვხვდება ოსტეობლასტებსა და ოსტეოციტებზე, მაგრამ არა ოსტეოკლასტებზე.
PTH-ის გაზრდილი დონისას ოსტეოკლასტები აქტიურდებიან და ძვლის რეზორბცია ძლიერდება. PTH-ის ეს ეფექტი ხორციელდება ოსტეობლასტების შუამავლობით, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა მედიატორებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი ოსტეოკლასტების დიფერენციაციასა და პროლიფერაციაზე. PTH-ის მუდმივად მაღალი კონცენტრაციისას, ძვლის რეზორბცია ჭარბობს მის წარმოქმნას, რაც იწვევს ოსტეოპენიას.
PTH-ის მოქმედება ნაწლავზე.
ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არაპირდაპირი, თირკმლებში D ვიტამინის სინთეზის რეგულირების გზით.
პარათირეოიდული ჰორმონის მოქმედება თირკმლებზე:
– ასტიმულირებს კალციუმის რეაბსორბციას დისტალურ მილაკებში;
– ზრდის ფოსფატების ექსკრეციას;
– ზრდის ბიკარბონატების ექსკრეციას, რაც იწვევს შარდის ალკალიზაციას;
– შარდის კლირენსის მომატება (შარდის მოცულობის გაზრდა);
– D ვიტამინის აქტიური ფორმების სინთეზის სტიმულაცია პროქსიმალურ მილაკებში.
პარათირეოიდული ჰორმონის კონცენტრაცია იზრდება:
პარათირეოიდული ჰორმონის კონცენტრაცია მცირდება:
ნაწლავის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის ცვლილება, ადიპოციტებში ლიპოლიზის და ღვიძლსა და თირკმლებში გლუკონეოგენეზის გაძლიერება.
იონიზებული მაგნიუმის დონის შემცირება, იონიზებული კალციუმის მსგავსად, ასტიმულირებს პარათირეოიდულიჰორმონის სეკრეციას. მაგნიუმის მაღალი დონე იწვევს ჰორმონის სეკრეციის ინჰიბირებას (შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობის დროს). ვიტამინ D3-ს აქვს ინჰიბიტორული ეფექტი პარათირეოიდულიჰორმონის სეკრეციაზე.
გახანგრძლივებული ჰიპოკალციემია ასტიმულირებს პარათირეოიდული უჯრედების ჰიპერტროფიას და პროლიფერაციას.
ტესტის ჩატარება სასურველია დილას, უზმოდ.
ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
