Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ცნობილი როგორც:პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
SKU: 5900

Original price was: ₾85.00.Current price is: ₾76.50.

საკვლევი მასალა: პირის ღრუს ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მიკრობიოლოგიური კვლევაა,  რომელიც ადგენს  სპეციფიკური პათოგენური მიკროფლორის არსებობას პირის ღრუს ლორწოვანზე.

პირის ღღუს პათოგენური ფლორა იწვევს როგორც ადგილობრივად პერიოდონტულ დაავადებას, ისე ქრონიკულ სისტემურ ანთებით პროცესებს. პირის ღრუს პათოგენური მიკრობების დიდი ნაწილი ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა: დიაბეტი,გულის დაავადებები, ალცჰეიმერის დაავადება, სიმსივნეები, რევმატოიდული ართრიტი, ნაწლავის დისფუნქცია – საკვების შეწოვის დარღვევით, ორსულობის გართულებები, ინსულტები და სხვა.

 

პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგ პათოგენებს:

Viridans group streptococci,

Streptococcus groups A, C და G,

Staphylococcus aureus,

Enterobacterales

Candida spp.

 

Streptococcus viridans გრამ-დადებითი ალფა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ტიპურად გვხვდება პირ-ხახაში, პირის ღრუს ეპითელურ ზედაპირებზე, კბილებზე, კანზე, ადამიანის კუჭ-ნაწლავის და გენიტალური სისტემის ზედაპირებზე. სერიოზული ინფექციური პროცესი ვითარდება, თუ ეს ჯგუფი სხეულის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. სისხლის ნაკადში მოხვედრისას Streptococcus viridans იწვევს ენდოკარდიტს. რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები და ადამიანები გულის ამა თუ იმ პათოლოგიებით.

 

სიმპტომები

სისუსტე და დაღლა

ცხელება

წონის კლება

სუნთქვის პრობლემები

გულისმხრივი პრობლემები ენდოკარდიტის დროს

 

 

 

A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი  (Streptococcus Pyogenes)

ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. დაავადების ორ ფორმას იწვევს: არაინვაზიურს (სისხლის ნაკადში არ იჭრება) და ინვაზიურს (იჭრება სისხლის ნაკადში).

არაინვაზიური ინფექციის ვარიანტებია:

  • ანგინა – სტრეპტოკოკული ფარინგიტი
  • იმპეტიგო – კანის გადამდები ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევს წყლულებს და ბუშტუკებს
  • ქუნთრუშა – იწვევს ყელის ტკივილს და სპეციფიკურ გამონაყარს.

 

ინვაზიური ინფექცია უფრო იშვიათია, ვითარდება მაშინ, როდესაც A ტიპის სტრეპტოკოკი მოხვდება სისხლში ან სხვა ორგანოებში. შედეგად ვითარდება:

  • პნევმონია
  • ბაქტერიემია
  • ნეკროზული ფასციიტი – აზიანებს ღრმადმდებარე ქსოვილოვან სტრუქტურებს.

მკურნალობის გარეშე, A ტიპის სტრეპტოკოკს შეუძლია გამოიწვიოს რევმატოიდული დაავადება, სახსრების, თირკმლის და კანის დაზიანებით.

 

 

 

C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები როგორც წესი ადამიანის პირის ღრუს და ხახის ნორმალური მიკრობიოტის (ფლორის) ნაწილია, თუმცა, ისინი სტრეპტოკოკული ფარინგიტის განვითარების პოტენციურ გამომწვევებად ითვლება. ადამიანის ორგანიზმში C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები ხვდება დაბინძურებული საკვების და სასმელის (განსაკუთრებით კვერცხის და რძის პროდუქტების) მეშვეობით. განვითარებული ფარინგიტის სიმპტომები ისეთივეა, როგორც A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის დროს. C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები არ არის კავშირში რევმატოიდულ ართრიტთან.

 

 

Staphylococcus Aureus ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექცია პირის ღრუში იშვიათია. ეს ბაქტერიები კოლონიზაციას განიცდის კანზე და ცხვირის ღრუში. ითვლება, რომ ადამიანტა თითქმის 30% ცხვირის ღრუში სტაფილოკოკის უსიმპტომო მტარებელია.

სიმპტომები

  • პირის თტრუს ლორწოვანის შეშუპება და სიწითლე
  • წვა და ტკივილი პირის ღრუში
  • ტუჩის კუთხეების ცალმხრივი ან ორმხრივი ანთება (ხეილიტი)

 

იშვიათად იწვევს დენტალურ აბსცესსაც. დენტალური აბსცესი ჩირქის ჯიბეა, რომელიც როგორც წესი კბილის გარშემო ვითარდება.

გართულების შემთხვევაში, ვითარდება:

  • ბაქტერიემია – სისხლში ბაქტერიების გამრავლება. ბაქტერიემიის არანამკურნალებ შემთხვევაში ვითარდება სეპტიური შოკი.
  • ტოქსიკური შოკური სინდრომი – სტაფილოკოკის მიერ გამოყოფილი ტოქსინების ზემოქმედების შედეგია. იწვევს: ცხელებას, გულისრევა-ღებინებას, დიარეას, ტკივილებს, გამონაყარს და სხვა.
  • ლუდვიგის ანგინა: პირის ღრუს ფსკერის ქსოვილების ბაქტერიული ანთებაა. ხშირად ვიტარდება კბილის ჩირქოვანი პროცესის გართულების შემდეგ. სიმპტომები მოიცავს: დაზიანებული არის ძლიერ ტკივილს, ენისა და ქვედა ყბის ქსოვილების შეშუპებას, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, ცხელებას, სასუსტეს

 

 

Enterobacter ენტერობაცტერია ფაკულტატური ანაერობული, გრამ-უარყოფითი, შოლტიანი ბაქტერიაა. არ წარმოქმნის სპორებს.  მისი ვირულენტობა (პათოგენური თვისებების გამოვლენის უნარი) დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. სხვა გრამ-უარყოფითი ენტერობაცილების მსგავსად ეწებება მასპინძლის უჯრედებს

ბეტა-ლაქტამაზური აქტივობა უზრუნველყოფს მის რეზისტენტობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი.

Enterobacter spp ხშირად ასოცირებულია  ჰოსპიტალურ ინფექციებთან

 

კანდიდა საფუარის სოკოების ტიპს განეკუთვნება, რომელიც ბინადრობს ადამიანის კანის ზედაპირზე და სხეულის ღრუებში, როგორიცაა: პირის ღრუ, ხახა, ნაწლავები, საშო და არანაირ პათოლოგიურ გამოვლინებას არ იძლევა; თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება იმუნური სისტემის დასუსტება, ან არსებობს ხელშემყობი გარემო ფაქტორები (ანტიბიოტიკოთერაპია, სტეროიდთერაპია და სხვა),  კანდიდა იწყებს ინტენსიურ გამრავლებას და იწვევს სოკოვან ინფექციას.

ყველაზე ხშირია პირის ღრუს და ხახის კანდიდოზი. საყლაპავის კანდიდოზი გვხვდება აივ-ინფიცირებულებში.

 

სიმპტომები

  • თეთრი ნადებები ლოყის და ხახის ლორწოვანზე, სასაზე, ნაქზე, ენაზე
  • ლორწოვანების ტკივილი და შეწითლება
  • გემოს აღქმის დაქვეითება
  • ტკივილი კვების და ყლაპვის დროს
  • ტუჩის კუთხეების დაზიანება – ნახეთქები, წყლულები

 

რისკები

პირის ღრუს და ხახის კანდიდოზი ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც

  • ატარებენ კბილების პროთეზები
  • დაავადებული არიან დიაბეტით
  • დაავადებული არიან სიმსივნით
  • დაავადებული არიან აივ/შიდსით
  • ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებენ ანტიბიოტიკებს ან კორტიკოსტეროიდებს (მათ შორის საინჰალაციო ფორმით)
  • იღებენ პირის ლორწოვანის სიმშრალის გამომწვევ მედიკამენტებს
  • არიან მწეველები

 

 პაციენტის მომზადება: ნაცხის აღებამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ გამოიყენოთ პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები. აუცილებელია ექიმს ქონდეს ინფორმაცია ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის, სტეროიდთერაპიის ან სხვა მდგომარეობების შესახებ, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ანალიზის შედეგებზე

საკვლევი მასალა: პირის ღრუს ლორწოვანის ნაცხი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • კბილების კარიესი
  • გინგივიტი (ღრძილის ანთება)
  • ჩირქოვანი ჯიბეების არსებობა
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები
  • მორეციდივე სტომატიტი
  • ანტიბიოტიკოთერაპია
  • სტეროიდოთერაპია

 

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button