ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ნაყოფის რეზუს ფაქტორის RhD არაინვაზიური პჯრ ტესტი

ცნობილი როგორც:ნაყოფის რეზუს ფაქტორის RhD არაინვაზიური პჯრ ტესტი / Fetal Rhesus Factor Test
SKU: RF0001

720.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

რა არის რეზუს ფაქტორი?

რეზუს ფაქტორი სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ზედაპირზე არსებული ცილაა, რომელიც RhD გენის მიერ სინთეზდება და მას მემკვიდრეობით ვიღებთ მშობლებისგან. ადამიანების უმეტესობას (83%-87%) აქვს აღნიშნული ცილა ერითროციტის ზედაპირდე და მათ რეზუს-დადებითს უწოდებენ, ხოლო მცირე ნაწილს (13%-17%) არ აქვს რეზუს ცილა და მათ რეზუს-უარყოფითს უწოდებენ.

 

რა არის ნაყოფის RhD რეზუს ფაქტორის არაინვაზიური ტესტი?

არსებობს რეზუს RhD სენსიბილიზაციის რისკი RhD უარყოფითი ქალისთვის, რომელიც ორსულია RhD დადებითი ბავშვით. სენსიბილიზაციის განვითარებისას ორსული RhD უარყოფითი ქალის ორგანიზმში ყალიბდება ანტისხეულები, რომლებიც შესაძლოა პლაცენტის გავლით მოხვდეს RhD დადებითი ბავშვის სისხლში. ნაყოფის ორგანიზმში ეს სერიოზულ გართულებებს იწვევს

დედის და ნაყოფის სისხლის უჯრედების შერევა ზოგჯერ ხდება მშობიარობის დროსაც, პლაცენტისა და ჭიპლარის მიკროტრავმების შედეგად.

 

ვინ უნდა ჩაიტაროს ნაყოფის RhD რეზუს ფაქტორის არაინვაზიური ტესტი?

  • რეზუს უარყოფითმა ორსულებმა, რათა განისაზღვროს რეზუს-პროფილაქტიკის ჩატარების საჭიროება (რეზუს პროფილაქტიკა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი რეზუს-დადებითია)

 

 

 

  • რეზუს უარყოფითმა ორსულებმა ვისაც აღენიშნება სენსიბილიზაცია ანტი-D ანტისხეულებით

 

 

როგორ მუშაობს ტესტი?

ნაყოფის გენეტიკური მასალის ფრაგმენტები, რომლებიც პლაცენტიდან გამოიყოფა, ცირკულირებს დედის სისხლში (უჯრედგარე დნმ) ორსულობის პერიოდში.

მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებით (პჯრ რეალურ დროში) ხორციელდება ამ ფრაგმენტების შესწავლა რეზუს D გენის არსებობაზე. თუ რეზუს D გენი ნაყოფი გამოვლინდება,  რეზუს დადებითია. კვლევისათვის საჭიროა მხოლოდ ორსულის სისხლის ნიმუში. ტესტს არანაირი უარყოფითი ეფექტი არც ნაყოფის და არც დედის ჯანმრთელობაზე არ აქვს.

ტესტის სენსიტიურობა აღემატება >99%, ხოლო სპეციფიკურობა >98%.

 

როდის ტარდება კვლევა?

ნაყოფის რეზუს ფაქტორის განსაზღვრა რეკომენდებულია ორსულობის 19 კვირიდან. ტესტის ჩატარება შესაძლებელია გესტაციის 12 კვირიდან, თუმცა RhD უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, აუცილებელია შედეგის დადასტურება განმეორებითი კვლევით, ორსულობის მე-17 კვირიდან.

კვლევის ჩატარება ხდება მხოლოდ ორსული ქალის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე!

 

კვლევის შედეგები

ნაყოფის რეზუს ფაქტორის განსაზღვრის მიუხედავად, რეკომენდებულია ბავშვის დაბადებისთანავე ჭიპლარის სისხლით განისაზღვროს ახალშობილის სისხლის რეზუსი.

 

 

დადებითი შედეგი: ნაყოფი რეზუს დადებითია, შესაბამისად რეკომენდებულია ანტი-D პროფილაქტიკა.

 

უარყოფითი შედეგი: თუ ნაყოფი რეზუს უარყოფითია, ანტი-D პროფილაქტიკა არ არის საჭირო. (უარყოფითი პასუხი, მიღებული ორსულობის მე-19 კვირამდე, არ მიიჩნევა საბოლოოდ).

 

 

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი (EDTA)

 

შეზღუდვები

– კვლევა გამოსადეგია მხოლოდ ერთნაყოფიანი ორსულობისათვის. ტყუპით ორსულობის დროს არ ტარდება.
–  თუ კვლევის შედეგი გაურკვეველია (1%) ანტი-D პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს
–  რეზუს ფაქტორის იშვიათმა გენეტიკურმა ვარიანტებმა შესაძლოა ცრუ დადებითი პასუხი მოგვცეს, შემთხვევათა 0.2-0.3%-ში
–  ცრუ-უარყოფითი შედეგის მიზეზი შესაძლოა იყოს ნაყოფის თავისუფალი დნმ-ის დაბალი კონცენტრაცია, ფეტალური დნმ-ის დეგრადაცია ან საკვლევი ნიმუშის ჰემოლიზი.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button