ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ორსულობის სამმაგი ტესტი (AFP, ß HCG, თავისუფალი ესტრიოლი)

ცნობილი როგორც:სამმაგი ტესტი (AFP,ß HCG,UE3)
SKU: 1133

Original price was: ₾119.00.Current price is: ₾107.10.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 7
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ტესტის ჩატარების დღეა  სამშაბათი

სამმაგი ტესტი (Triple Test) არის II ტრიმესტრის პრენატალური სკრინინგული ტესტი, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება ორსულობის 16-18 კვირაზე.

ტესტი მოიცავს სამი ბიოქიმიური მარკერის განსაზღვრას:

  • AFP (ალფა-ფეტოპროტეინი)
  •  β- ქორიონული გონადოტროპინი  (β-hCG)
  • uE3 (არაკონიუგირებული ესტრიოლი)

სამმაგი ტესტი არ არის დიაგნოსტიკური მეთოდი. ნაყოფის ანომალიის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, მეან-გინეკოლოგი წყვეტს, განახორციელოს თუ არა დამატებითი გამოკვლევა.

*** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ – სამშაბათს

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

სამმაგი ტესტის ჩატარება ყველა ორსულისთვისაა რეკომენდებული 16-18 კვირაზე. ტესტების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში:

  • ორსულის ასაკი — 35 წელი და მეტი
  • ოჯახის ანამნეზში თანდაყოლილი დეფექტების არსებობა
  • ორსულობის დროს მაღალი რისკის მედიკამენტების გამოყენება
  • თუ ორსულს შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება
  • თუ ორსულობის დროს გადატანილია ვირუსული ინფექცია
  • თუ ქალი რადიაციული ექსპოზიციის ქვეშ იმყოფებოდა.
  • თუ ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს საეჭვოა  21, 18, 13 ქრომოსომების ტრისომიების არსებობა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სამმაგი ტესტი წარმოადგენს პრენატალურ სკრინინგულ კვლევას, რომელიც ორსულობის მეორე ტრიმესტრში გამოიყენება ნაყოფის ზოგიერთი ქრომოსომული ანომალიისა და თანდაყოლილი განვითარების დეფექტის რისკის შესაფასებლად.
კვლევა არ ადგენს დიაგნოზს, არამედ განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა დამატებითი გამოკვლევები.

სამმაგი კვლევის შედეგად პაციენტი იღებს ტესტში შემავალი მარკერების AFP,β-hCG და uE3  მხოლოდ აბსოლუტურ მნიშვნელობებს.

ქრომოსომული ანომალიების ინდივიდუალური რისკის შეფასება ხორციელდება პაციენტის მკურნალი ექიმის მიერ, ორსულის ასაკის, ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებისა და ბიოქიმიური მარკერების მაჩვენებლების საფუძველზე

შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

საცნობარო მნიშვნელობები

სამმაგი ტესტი ტარდება ორსულობის 16-18 კვირაზე

ტესტის ჩასატარებლად წინასწარი მომზადება არ არის საჭირო.

სამმაგი ტესტის ჩატარებისთვის საჭიროა ვენური სისხლი

 

**** ლაბორატორია გასცემს მხოლოდ მარკერების კონცეტრაციის მაჩვენებლებს. პასუხი არ შეიცავს MoM მნიშვნელობებს


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

http://synevo.ro

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 283 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button