Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მიკოპლაზმა პნეუმონიე | ანტისხეულები (IgG, IgM, IgA)

ცნობილი როგორც:მიკოპლაზმა პნეუმონიე | ას (IgG, IgM, IgA)
SKU: 3031

195.00

საკვლევი მასალა: სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

მიკოპლაზმები ძალიან მცირე ზომის ბაქტერიებია, რომელებსაც არ გააჩნიათ უჯრედის კედელი.

მიკოპლაზმები პირ-ხახის, საშოს და ურეთრის ლორწოვანის ნორმალურ მიკროფლორას ეკუთვნის. მათ კომენსალები ეწოდებათ (მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანთან ერთად თანახცოვრობენ და მისი ცხოველქმედების პროდუქტებით იკვებებიან, თუმცა არ იწვევენ დაავადებას). გარდა კომენსალებისა არსებობს ცალსახად პათოგენური მიკოპლაზმები, ესენია: Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum and Mycoplasma hominis.

Mycoplasma pneumonia პათოგენური ბაქტერიაა, რომელიც სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს.

ინფექციის გავრცელება უფრო ცშირია სკოლებში, სამხედრო ნაწილებში და ადამიანების სხვადასხვა მჭიდრო პოპულაციებში. მიკოპლაზმა პნეუმონიე ყველაზე ხშირია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში ასიმპტომური ან ზომიერი მიმდინარეობით ხასიათდება.

მიკოპლაზმა პნეუმონიე ადვილად ემაგრება სასუნთქი გზების მოციმციმე (ცილიარულ) და არაცილიარულ ეპითელიუმს. ის გამოიმუშავებს პეროქსიდაზებს, რომლებიც ანადგურებს მასპინძლის (ადამიანის) უჯრედების გარსს, აფერხებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და ლორწოს ევაკუაციას სასუნთქი გზებიდან, რაც საბოლოოდ ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.

 

სიმპტომები

პნევმონიის მიკოპლაზმა იწვევს ტრაქეობრონქიტს, პნევმონიას. დაავადება იწყება ინფიცირებიდან 2-3 კვირაში – ცხელებით, თავის ტკივილით, ფარინგიტით და გახანგრძლივებული მშრალი ხველით. ფილტვების რენტგენოგრაფიული კვლევა აჩვენებს ატიპურ პნევმონიას. სისხლის საერთო ანალიზში, პროცესის დასაწყისში ცვლილებები პრაქტიკულად არაა, პროგრესირებასთან ერტად იცვლება ლეიკოციტური ფორმულა.

 

გართულებები

ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების გარეშე ცხელება უკუგანვითარდება 2-14 დღეში, თუმცა ხველა შესაძლოა გაგრძელდეს 2-6 კვირის განმავლობაში. იშვიათად ვიტარდება ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა: ფილტვის აბსცერსი, პლევრიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია, ბრონქოექტაზია (ბრონქის უბნის გაფართოება).

 

დიაგნოსტიკა

პნევმონიის მიკოპლაზმის  როგორც ანტიგენის გამოყოფა შესაძლებელია რესპირატორული სითხიდან, თუმცა კვლევა არასაკმარისად სენსიტიურია. მიტომაც, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ეფუძნება სეროლოგიურ კვლევებს.

ხორციელდება IgG, IgM და  IgA ანტისხეულების კომბინირებული გამოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ რეინფექციის შემთხვევაში განსაკუთრებით ინფორმატიულია IgA  ანტისხეულების აღმოჩენა, რადგა ამ სიტუაციაში IgM ნეგატიურია.

წინასწარი მომზადება: არ აჭიროებს წინასწარ მომზადებას

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმები

Mycoplasma pneumoniae IgG

უარყოფითია< 20 ერთ/მლ

ორაზროვანია 20 – 25 ერთ/მლ

დადებითია > 25 ერთ/მლ

Mycoplasma pneumoniae IgM

უარყოფითია< 20 ერთ/მლ

ორაზროვანია 20 – 25 ერთ/მლ

დადებითია > 25 ერთ/მლ

Mycoplasma pneumoniae IgA

უარყოფითია< 20 ერთ/მლ

ორაზროვანია 20 – 25 ერთ/მლ

დადებითია > 25 ერთ/მლ

 

  

შედეგების ინტერპრეტაცია

 

მიკოპლაზმა  IgA მიკოპლაზმა  IgM მიკოპლაზმა  IgG ინტერპრეტაცია
უარყოფითი სეროლოგიური სტატუსი. ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება 14 დღეში
+ + -/+ ეჭვი მიმდინარე ინფექციაზე (პირველადი),  IgM და IgA ერთდროული არსებობა ახალგაზრდა ასაკისთვისაა დამახასიათებელი
+ -/+ ეჭვი მიმდინარე ინფექციაზე (რეინფექცია). ხანდაზმულებში რეინფექციის დროს  IgM სესაძლოა იყოს ნეგატიური

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button