
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენიs (HBeAg) განსაზღვრა არის კვლევა, რომელიც ორგანიზმში B ჰეპატიტის ვირუსის გამრავლების აქტივობის მაჩვენებელია.
B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენი მცირე ზომის პოლიპეპტიდია, რომელიც თავისუფალი სახით არსებობს ინფიცირებული პაციენტების შრატში, B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების ადრეულ სტადიაზე, S ზედაპირული ანტიგენის გამოჩენის შემდეგ. ვირუსის აქტიური გამრავლების ფაზაში S და E ანტიგენების დონე სწრაფად იმატებს.
მწვავე პროცესის დასრულებასთან ერთად E ანტიგენის დონე მცირდება და საბოლოოდ ქრება, მაშინ როცა ამ დროს ჩნდება E ანტიგენის მიმართ განვითარებული ანტისხეულები (ანტი-HBe). E ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები შრატში მრავალი წლის მანძილზე რჩება, მწვავე პროცესის დასრულების შემდეგაც.
B ჰეპატიტის ვირუსის მტარებლებში და ქრონიკული ჰეპატიტით პაციენტებში პოზიტიური E ანტიგენი მიუთითებს ვირუსის გამრავლებაზე და აქტიურ ინფექციურ პროცესზე. E ანტიგენის ნეგატიური მაჩვენებელი გულისხმობს ვირუსის აქტივობის და გამრავლების ან მინიმალურ დონეს ან სრულ არარსებობას.
ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტების შეფასებისას
HBV ინფექციის პირველადი დიაგნოსტიკისას (კომპლექსურ შეფასებაში)
მკურნალობის დაწყების წინ
მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისას
ორსულებში, როდესაც დადასტურებულია B ჰეპატიტის ინფექცია
HBeAg-ის დადებითი შედეგი ხშირად მიუთითებს:
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
HBeAg-ის უარყოფითი შედეგი ნიშნავს:
B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენის არსებობა და HBeანტისხეულების არარსებობა ვირუსის ინტენსიური რეპლიკაციის (გამრავლების) არსებობაზე და აქტიურ ინფექციურ პროცესზე.
E ანტიგენის არარსებობის ფონზე HBe ანტისხეულების გამოჩენა, მიუთითებს აქტიური ინფექციური პროცესის დასრულებაზე. იმის მიუხედავად, რომ ქრონიკულ სდადიაზე გადასვლას ახასიათებს ანტიგენის გაქრობა და ანტისხეულების განვითარება, ვირუსის მტარებლობის სტადია შესაძლოა გახანგრძლივდეს.
B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენის (HBeAg) უარყოფითი შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ მრავლდება. არსებობს ე.წ. HBeAg-ნეგატიური ქრონიკული B ჰეპატიტი, როდესაც ვირუსს აქვს პრე-core/core promoter მუტაციები და შეუძლია აქტიური რეპლიკაცია E ანტიგენის გამომუშავების გარეშე. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
