ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾195.00
მიკოპლაზმები ძალიან მცირე ზომის ბაქტერიებია, რომელებსაც არ გააჩნიათ უჯრედის კედელი.
მიკოპლაზმები პირ-ხახის, საშოს და ურეთრის ლორწოვანის ნორმალურ მიკროფლორას ეკუთვნის. მათ კომენსალები ეწოდებათ (მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანთან ერთად თანახცოვრობენ და მისი ცხოველქმედების პროდუქტებით იკვებებიან, თუმცა არ იწვევენ დაავადებას). გარდა კომენსალებისა არსებობს ცალსახად პათოგენური მიკოპლაზმები, ესენია: Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum and Mycoplasma hominis.
Mycoplasma pneumonia პათოგენური ბაქტერიაა, რომელიც სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს.
ინფექციის გავრცელება უფრო ცშირია სკოლებში, სამხედრო ნაწილებში და ადამიანების სხვადასხვა მჭიდრო პოპულაციებში. მიკოპლაზმა პნეუმონიე ყველაზე ხშირია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში ასიმპტომური ან ზომიერი მიმდინარეობით ხასიათდება.
მიკოპლაზმა პნეუმონიე ადვილად ემაგრება სასუნთქი გზების მოციმციმე (ცილიარულ) და არაცილიარულ ეპითელიუმს. ის გამოიმუშავებს პეროქსიდაზებს, რომლებიც ანადგურებს მასპინძლის (ადამიანის) უჯრედების გარსს, აფერხებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და ლორწოს ევაკუაციას სასუნთქი გზებიდან, რაც საბოლოოდ ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.
პნევმონიის მიკოპლაზმა იწვევს ტრაქეობრონქიტს, პნევმონიას. დაავადება იწყება ინფიცირებიდან 2-3 კვირაში – ცხელებით, თავის ტკივილით, ფარინგიტით და გახანგრძლივებული მშრალი ხველით. ფილტვების რენტგენოგრაფიული კვლევა აჩვენებს ატიპურ პნევმონიას. სისხლის საერთო ანალიზში, პროცესის დასაწყისში ცვლილებები პრაქტიკულად არაა, პროგრესირებასთან ერტად იცვლება ლეიკოციტური ფორმულა.
ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების გარეშე ცხელება უკუგანვითარდება 2-14 დღეში, თუმცა ხველა შესაძლოა გაგრძელდეს 2-6 კვირის განმავლობაში. იშვიათად ვიტარდება ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა: ფილტვის აბსცერსი, პლევრიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია, ბრონქოექტაზია (ბრონქის უბნის გაფართოება).
პნევმონიის მიკოპლაზმის როგორც ანტიგენის გამოყოფა შესაძლებელია რესპირატორული სითხიდან, თუმცა კვლევა არასაკმარისად სენსიტიურია. მიტომაც, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ეფუძნება სეროლოგიურ კვლევებს.
ხორციელდება IgG, IgM და IgA ანტისხეულების კომბინირებული გამოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ რეინფექციის შემთხვევაში განსაკუთრებით ინფორმატიულია IgA ანტისხეულების აღმოჩენა, რადგა ამ სიტუაციაში IgM ნეგატიურია.
წინასწარი მომზადება: არ აჭიროებს წინასწარ მომზადებას
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები
Mycoplasma pneumoniae IgG
უარყოფითია< 20 ერთ/მლ
ორაზროვანია 20 – 25 ერთ/მლ
დადებითია > 25 ერთ/მლ
Mycoplasma pneumoniae IgM
უარყოფითია< 20 ერთ/მლ
ორაზროვანია 20 – 25 ერთ/მლ
დადებითია > 25 ერთ/მლ
Mycoplasma pneumoniae IgA
უარყოფითია< 20 ერთ/მლ
ორაზროვანია 20 – 25 ერთ/მლ
დადებითია > 25 ერთ/მლ
მიკოპლაზმა IgA | მიკოპლაზმა IgM | მიკოპლაზმა IgG | ინტერპრეტაცია |
– | – | – | უარყოფითი სეროლოგიური სტატუსი. ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება 14 დღეში |
+ | + | -/+ | ეჭვი მიმდინარე ინფექციაზე (პირველადი), IgM და IgA ერთდროული არსებობა ახალგაზრდა ასაკისთვისაა დამახასიათებელი |
+ | – | -/+ | ეჭვი მიმდინარე ინფექციაზე (რეინფექცია). ხანდაზმულებში რეინფექციის დროს IgM სესაძლოა იყოს ნეგატიური |
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია