Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინფლუენზა (გრიპი) A/B და კოვიდ-19 – სწრაფი ტესტი

ცნობილი როგორც:Covid-19 და Influenza A/B Rapid Test
SKU: P000R

Original price was: ₾35.00.Current price is: ₾31.50.

საკვლევი მასალა: ცხვირ-ხახის ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 15-30 წთ
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კოვიდ-19 და  გრიპი (ინფლუენზა) A/B  კომბინირებული მულტიპლექს სწრაფი ტესტი  იძლევა საშუალებას  ერთდროულად აღმოაჩინოს და განასხვავოს ვირუსები, რომლებიც იწვევენ ცივი სეზონის ყველაზე გავრცელებულ სასუნთქი გზების ინფექციებს: კოვიდ-19, გრიპი A და B ტიპებს.

 

კოვიდ-19 და გრიპი (ინფლუენზა)  A/B  სწრაფი ტესტი  ლატერალური  იმუნოანალიზის გზით, ნაზოფარინგეალურ ან ცხვირის ნაცხის ნიმუშში ხარისხობრივად განსაზღვრავს SARS-Cov-2-ის ნუკლეოკაფსიდურ  და გრიპი A (მათ შორის H1N1 და H5N1) და  B ვირუსულ ანტიგენებს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

რესპირატორული ვირუსები იწვევენ მწვავე, ადგილობრივ და/ან სისტემურ პათოლოგიურ ცვლილებებს. რთული შემთხვევები გვხვდება ხანდაზმულებში, იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და ბავშვებში.

როგორც კოვიდ-19-ს, ასევე ინფლუენზა A/B გრიპს შეიძლება ჰქონდეთ სიმპტომების სხვადასხვა ხარისხი, დაწყებული სიმპტომების გარეშე (ასიმპტომური), ასევე მძიმე სიმპტომებამდე. კოვიდ-19-ისა და გრიპის საერთო სიმპტომები მოიცავს:

 

  • ცხელება ან შეციება
  • ხველა
  • ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
  • დაღლილობა
  • ყელის ტკივილი
  • ცხვირიდან გამონადენი
  • თავის ტკივილი
  • ღებინება
  • დიარეა (უფრო ხშირია გრიპის მქონე ბავშვებში, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს კოვიდ-19-ით დაავადებულ ნებისმიერი ასაკის პირებში).
  • გემოს ან ყნოსვის ცვლილება ან დაკარგვა, თუმცა ეს უფრო ხშირია კოვიდ-19 დროს;
  • ცხვირის შეშუპება;
  • მიალგია (კუნთების ტკივილი ან სხეულის ტკივილი).

 

ანტიგენზე ტესტის ჩატარება რეკომენდებულია სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი :

მიუთითებს კოვიდ-19 ან/და ინფლუენზა (გრიპი) A/B ვირუსული ანტიგენების არსებობაზე. ინფექციის სტატუსის დასადგენად აუცილებელია კლინიკური სიმპტომების და სხვა დიაგნოსტიკური პარამეტრების კორელაცია. დადებითი შედეგი არ გამორიცხავს სხვა ბაქტერიულ ან ვირუსულ ინფექციებს.

 

უარყოფითი შედეგი :

  • 7 დღის შემდგომ, პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები საჭიროა დადასტურდეს მოლეკულური კვლვევით. ( პჯრ მეთოდი).
  • ნეგატიური შედეგი განიხილება უკანასკნელი კონტაქტის, კოვიდ-19 ან/და ინფლუენზა (გრიპი) A/B  დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისა და ისტორიის კონტექსტში.

პროდუქტის აღწერა

ინფლუენზა, რომელიც ცნობილია როგორც გრიპის გამომწვევი, არის გადამდები რესპირატორული ვირუსი. გრიპი არის სასუნთქი გზების სწრაფად გადამდები ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს რესპირატორული სეკრეტის, ცემინების ან ხველის დროს. მას ახასიათებს ანტიგენური ცვალებადობა , სეზონურობა და ძლიერი ზემოქმედება პოპულაციაზე. გრიპის A და B ტიპები ყველაზე გავრცელებული ფორმებია, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ სეზონურ ეპიდემიებს.

„კოვიდ-19“ არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 რნმ ვირუსით (ე.წ „კორონა“ ვირუსით) და იგი სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულად მიმდინარეობს, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მწვავე მიმდინარეობით. ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, ასოცირდება ორგანიზმში ინფექციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელთა დადგენაც (ცვლილებების მონიტორინგი) შესაძლებელია სისხლის სპეციფიური კომპონენტების ე.წ. მარკერების ცვლილებებზე დაკვირვებით.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button