"Prevention" Basic Panel/"პრევენცია" ძირითადი პანელი

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

135.00

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, „სინევო“ გთავაზობთ 40%-მდე ფასდაკლებას სპეციალურად შემუშავებული პროფილაქტიკური კვლევის პროფილზე :

„პრევენცია“ ძირითადი პანელი

პროფილი იძლევა საშუალებას შეამოწმოთ მნიშვნელოვანი პარამეტრები :

  • კორონავირუსის SARS –Cov-2 ანტისხეულების (IgG;IgM;IgA) საერთო მაჩვენებლის რაოდენობრივი განსაზღვრა
  • სისხლის საერთო ანალიზი + ედსი
  • D დიმერი
  • სრული კოაგულოგრამა (APTT+PT, INR+ფირბინოგენი)
  • C რეაქტიული ცილა
  • იმუნოგლობულინიE

აქციის ფარგლებში “პრევენცია” ძირითადი პანელის ფასია 135ლარი, ნაცვლად 224 ლარისა.

ზოგადად, ვაქცინაციამდე წინასწარი კვლევების ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს და დამოკიდებულია პირის სურვილზე შეიმოწმოს ჯანმრთელობის პარამეტრები. მოცემული პანელი გახლავთ პროფილაქტიკის მიზნით შემუშავებული.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

„კოვიდ-19“ ინფექციის შემდგომი პროფილაქტიკური გამოკვლევა.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.1 ნიმუში.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

თუ ტესტის პარამეტრებმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი

მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური და გვაჩვენებს ანტისხეულების საერთო მაჩვენებლის არსებობას ან არ არსებობას სისხლში

პოზიტიური: სისხლში აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან ყველა ან ერთერთი, რაც დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე და მიუთითებს SARS-Cov-2 ვირუსის მიმართ განვითარებულ იმუნურ პასუხზე

თუ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გაქვთ “COVID-19” ინფექცია,რაც დასტურდება ე.წ.PCR ტესტით

თუ არ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გადაიტანეთ “COVID-19” ინფექცია

ნეგატიური : სისხლში არ აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან არცერთი,რაც მიუთითებს რომ ვირუსთან კონტაქტი არ გქონიათ, ან იმუნური პასუხი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

"Prevention" Basic Panel/"პრევენცია" ძირითადი პანელი 2

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up