Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კრეატინინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Creatinine | Laboratory research
SKU: 1055

Original price was: ₾17.00.Current price is: ₾15.30.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

კრეატინინი არის სისხლის, ყველაზე სტაბილური, აზოტოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელზეც არ მოქმედებს უმეტესი საკვები, ვარჯიში, ცირკადული რიტმი ან სხვა ბიოლოგიური მუდმივები და დაკავშირებულია კუნთების მეტაბოლიზმთან.

კრეატინინი ორგანიზმიდან თირკმლის მეშვეობით გამოიყოფა. თირკმლის ფუნქციის დარღვევა ამცირებს კრეატინინის გამოყოფას, რაც იწვევს შრატის კრეატინინის დონის მატებას. ამრიგად, კრეატინინის კონცენტრაცია კორელაციაშია გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებელთან და შესაბამისად, მისი კონცენტრაციის განსაზღვრის მთავარი სარგებელი სწორედ თირკმლის უკმარისობის დიაგნოსტიკაა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

შრატის კრეატინინი განისაზღვრება პირველივე გამოკვლევის დროს:

  • ასიმპტომურ პაციენტებში
  • ორსულობისას
  • სიმპტომურ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
  • შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები
  • ჰიპერტენზია
  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადება
  • დიარეით მიმდინარე ექსტრარენალური დაავადება
  • ღებინება
  • უხვი ოფლიანობა
  • მწვავე დაავადება
  • პოსტოპერაციული პერიოდი
  • ინტენსიური სამედიცინო დახმარების საჭიროება
  • სეფსისი
  • შოკი
  • პოლიტრავმა
  • ჰემოდიალიზი
  • მეტაბოლური დაავადებები (დიაბეტი, ჰიპერურიკემია)
  • ცილის მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (მრავლობითი მიელომა, აკრომეგალია)
  • ნეფროტოქსიური პრეპარატებით მკურნალობა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კრეატინინი იზრდება

  • თირკმლის მწვავე ან ქრონიკული გლომერულური ან ტუბულო-ინტერსტიციული მიზეზით;
  • საშარდე გზების ობსტრუქცია (პოსტრენალური აზოტემია);
  • თირკმლის პერფუზიის დაქვეითება (პრერენალური აზოტემია): გულის შეგუბებითი უკმარისობა, შოკი, დეჰიდრატაცია;
  • კუნთოვან ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები: მიასთენია, კუნთოვანი დისტროფიები, პოლიომიელიტი; რაბდომიოლიზი;
  • ჰიპერთირეოზი;
  • გიგანტიზმი, აკრომეგალია.

კრეატინინი მცირდება

  • ორსულობა (ნორმალური მნიშვნელობები: 0,4-0,6 მგ/დლ; 0,8 მგ/დლ-ზე მეტი დონე ითვლება პათოლოგიურად და საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს);
  • კუნთოვანი მასის შემცირება;
  • რაციონში ცილის დეფიციტი;
  • ღვიძლის მძიმე დაავადება.

პროდუქტის აღწერა

კრეატინინი არის კრეატინის ანჰიდრიდი (მეთილგუანიდილძმარმჟავა) და კრეატინის ელიმინაციის ფორმა; კრეატინი სინთეზირდება ღვიძლში და მისი 98%-ის ათვისება ხდება კუნთების მიერ, სადაც ხდება მისი ფოსფორილირება, ამ ფორმით ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ენერგიის შენახვაში. როდესაც კუნთების ეს ენერგია საჭიროა მეტაბოლური პროცესებისთვის, ფოსფოკრეატინი იშლება კრეატინინად, შესაბამისად კრეატინინი ფორმირდება კუნთოვან ქსოვილში. მამაკაცებში კრეატინის მარაგის 1,5% ყოველდღიურად გარდაიქმნება კრეატინინად. საკვებიდან მიღებული კრეატინი (განსაკუთრებით ხორციდან) ზრდის კრეატინისა და კრეატინინის მარაგს. ცილების მიღების შემცირება კი, იწვევს კრეატინის წინამორბედების, ამინომჟავების – არგინინის და გლიცინის – შემცირებას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ იწვევს კრეატინინის რაოდენობის შემცირებასაც.

შრატის კრეატინინი თირკმლების ფუნქციის უფრო სპეციფიკური და მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე შარდოვანა. თუმცა, თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს სასარგებლოა როგორც კრეატინინის, ასევე შრატის შარდოვანას განსაზღვრა (BUN (Blood Urea Nitrogen) – სისხლის შარდოვანას აზოტის პარამეტრთან ერთად), რადგან BUN/კრეატინინის თანაფარდობა (ნორმა – 10-20) უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის თირკმლის ფუნქციის შესახებ.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

  • ტესტის გაკეთება მიზანშეწონილია უზმოდ.
  • ტესტის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს რა მედიკამენტებს იღებთ (განსაკუთრებით ციმეტიდინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ასპირინი, იბუპროფენი), ქიმიოთერაპიული საშუალებები, ცეფალოსპორინები და სხვა.).
  • არ არის მიზანშეწონილი 200 გ-ზე მეტი ხორცის ჭამა, განსაკუთრებით საქონლის ხორცის, ტესტირებამდე სულ მცირე 24 საათის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება დროებით გაზარდოს სისხლში კრეატინინის დონე. თქვენ ასევე უნდა მოერიდოთ დაძაბულ ვარჯიშს ტესტირებამდე მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
  • კვლევამდე 12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი, მოწევა და ფიზიკური აქტივობა.
  • დილით, სისხლის აღების დღეს, შეგიძლიათ მიიღოთ წყალი.

კრეატინინის უფრო მაღალი დონე გვხვდება მამაკაცებში და დიდი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანებში.

კრეატინინის ერთი და იგივე კონცენტრაცია ახალგაზრდებში და ხანდაზმულებში არ ნიშნავს გლომერულური ფილტრაციის ერთსა და იმავე სიჩქარეს (ხანდაზმულებში კრეატინინის კლირენსი (გამოყოფა) მცირდება, მაგრამ ასევე მცირდება კრეატინინის გამომუშავება)

თირკმლის პერფუზიის დაქვეითების პირობებში, შრატში კრეატინინის მატება უფრო ნელა ხდება, ვიდრე შარდოვანასი.

ვინაიდან კრეატინინის დონის 1.0-დან 2.0 მგ/დლ-მდე გასაზრდელად საჭიროა თირკმლის ფუნქციის 50%-იანი დაკარგვა, შრატის კრეატინინი არ შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარე ინდიკატორად თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობისთვის.

შრატში კრეატინინის დონე შეიძლება გამოყენებულ იქნას გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შესაფასებლად მხოლოდ წონასწორულ მდგომარეობაში, როდესაც კრეატინინის სინთეზის სიჩქარე უდრის ელიმინაციას. ამ მდგომარეობის დასადგენად საჭიროა ორივე დეტერმინანტის განსაზღვრა (სინთეზის სიჩქარე, ელიმინაცია) ყოველ 24 საათში; 10%-ზე მეტი განსხვავება შეიძლება მიუთითებდეს, რომ არ არსებობს წონასწორობის ასეთი მდგომარეობა.

თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შრატის კრეატინინის მაჩვენებლის მიხედვით გადაჭარბებულად ფასდება, რადგან კრეატინინის კლირენსი არა მხოლოდ გლომერულური ფილტრაციით არის განპირობებული, არამედ მილაკოვანი სეკრეცით და ასევე მისი გამოიყოფა ხდება ნაწლავის ლორწოვანი გარსითაც და, როგორც ჩანს, მეტაბოლიზდება ნაწლავური ბაქტერიების მიერ.

ხორცით მდიდარმა დიეტამ შეიძლება გაზარდოს შრატში კრეატინინის შემცველობა (დღიური გამოყოფილი კრეატინინის 15-30% მოდის საკვებიდან).

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/creatinina-serica/

ლაბორატორიები
Call Now Button