ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾41.00 Original price was: ₾41.00.₾36.90Current price is: ₾36.90.
იმუნოგლობულინი A (IgA) წარმოადგენს მთლიანი იმუნოგლობულინების 10-15%-ს. IgA არის ძირითადი სეკრეტორული ანტისხეული; ის გვხვდება ცრემლში, ნერწყვში, რესპირატორულ, კუჭ-ნაწლავის და უროგენიტალურ სეკრეტებში. დიმერულ ფორმაში (IgA₂) ის დამატებით შეიცავს ორ ოლიგოპეპტიდურ ჯაჭვს: ერთ შემაკავშირებელს და ერთ სეკრეტორულს (გლიკოპროტეინს). IgA₂ მდგრადია პროტეოლიზური მოქმედების მიმართ და მონაწილეობს ბაქტერიების აგლუტინაციაში, რითაც ხელს უშლის ლორწოვან გარსებში მათ შეღწევას.
IgA-ს მომატებული დონე გვხვდება ლიმფოპროლიფერაციულ დარღვევებში, განსაკუთრებით მრავლობითი IgA მიელომისა და “ხმელთაშუა ზღვის” ლიმფომის ნაწლავური ლოკალიზაციის შემთხვევაში. IgA-ის დონის მატება შეიძლება აღინიშნოს ლორწოვანის ზედაპირის მრავალი პათოლოგიის დროს. IgA-ს დონის დაქვეითება შეინიშნება ქრონიკული სინოპულმონარული დაავადების, ატაქსია-ტელეანგიექტაზიის და თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში. ზოგიერთ კლინიკურად მნიშვნელოვან IgA-ის დეფიციტს თან ახლავს IgG₂-ისა და IgG₄-ის დეფიციტი.
IgA-ს თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან აუტოიმუნური დარღვევებისკენ და შეიძლება განუვითარდეთ ანტისხეულები IgA-ს მიმართ, ანაფილაქსიის რისკით, IgA-ის შემცველი სისხლის ერთჯერადი გადასხმის შემთხვევაშიც კი;
ისეთი სიმპტომების შემთხვევაში როგორიცაა:
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
იმუნოგლობულინ A-ს კონცენტრაცია იზრდება:
იმუნოგლობულინ A-ს კონცენტრაცია მცირდება:
იმუნოგლობულინ A-ს და სხვა იმუნოგლობულინების კონცენტრაცია მცირდება:
https://www.synevo.ro/shop/imunoglobulina-iga/
https://www.synevo.bg/iga/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |