
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾55.00 Original price was: ₾55.00.₾49.50Current price is: ₾49.50.
მეთოდია, რომელიც გამოიყენება ინსულინის რეზისტენტობის და პანკრეასის β-უჯრედების ფუნქციის შესაფასებლად. იგი ითვლება შიმშილის მდგომარეობაში აღებული გლუკოზისა და ინსულინის მაჩვენებლების მიხედვით.
Homa ინდექსი ინსულინრეზისტენტობის მაჩვენებელია, რომლითაც გამოითვლება გლუკოზასა და ინსულინს შორის თანაფარდობა.
მისი მნიშვნელობები შესაძლოა განსხვავდებოდეს სხეულის მასის ინდექსის მიხედვით.
ჰომა ინდექსი ორ ძირითად მაჩვენებელს მოიცავს
ჰომა-IR (ინსულინრეზისტენტობა)
ჰომა-ბეტა (ბეტა აქტივობა)
როდესაც HOMA-IR მაჩვენებელი მაღალია ეს მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის და მთელი რიგი კარდიოვასკულური და ენდოკრინული დარღვევების განვითარების რისკს.
ჰომა ინდექსის მაღალი მაჩვენებელი ვლინდება დეკომპენსირებული ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტისას, დიაბეტური კეტოაციდოზის დროს და სხვა.
როდესაც HOMA-ბეტა ინდექსის მაჩვენებელი ნორმის ქვემოთაა, ეს ს პანკრეასის უჯრედების არასრულფასოვანი ფუნქციონირების და ინსულინის არასაკმარის პროდუქციის შედეგია, რაც სისხლში გლუკოზის დონის მატებას იწვევს.
ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ (ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი).
საკვლევი მასალა ვენური სისხლი
მარკერის მაჩვენებლის მომატება მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე
HOMA ინდექსი ანუ ჰომეოსტატიკური შეფასების მოდელი (ინსულინრეზისტენტობის ინდექსი) გამოითვლება ფორმულით:
ეს მაჩვენებელი კორელაციაშია ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შეფასებასთან – ინსულინის გავლენის შესაფასებლად გლუკოზის მეტაბოლიზმზე.
ინსულინრეზისტენტობა – ინსულინის მეტაბოლური ეფექტებისადმი მდგრადობაა, რომელიც თავისმხრივ მოიცავს ინსულინის დამთრგუნველ ეფექტს ენდოგენური გლუკოზის წარმოებაზე, მასტიმულირებელ მოქმედებას პერიფერიული გლუკოზის შთანთქმასა და გლიკოგენის სინთეზზე.
ინსულინრეზისტენტობა:
ინსულინრეზისტენტობასთან დაკავშირებული პათოლოგიებია:
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |