ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე).
B ჰეპატიტის ბირთვული (ცენტრალური) ანტიგენი (HbcAg) გვხვდება მხოლოდ ინფიცირებული ღვიძლის უჯრედებში, და არა სისხლში.
B ჰეპატიტის ბირთვული (ცენტრალური) ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეული IgM (ანტი-Hbc-IgM) შრატში ჩნდება B ჰეპატიტის ვირუსის აქტიური პროლიფერაციის დროს და დამახასიათებელია გამოჯანმრთელების ფაზისთვის. IgM შრატში ჩნდება HBs ანტიგენის გამოჩენიდან საშუალოდ 2 კვირის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში, ეს ანტისხეულები ნარჩუნდება 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და, იშვიათად, 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჰეპატიტის განკურნების პირობებშიც კი.
ანტი-HBc ანტისხეულებთან ერთად, ანტი-Hbc-IgM შეიძლება იყოს ერთადერთი სეროლოგიური მარკერი, HBs და Hbe ანტიგენების გაქრობის შემდეგ, მათი შესაბამისი ანტისხეულების გამოჩენამდე და შეიძლება განასხვავოს მწვავე და ქრონიკული HBV ინფექცია.
HBc-IgM ანტისხეულის ანალიზი ტარდება HBs ანტიგენის განსაზღვრასთან ერთად B ჰეპატიტის ვირუსის მწვავე ინფექციის დასადგენად.
ანტი-HBc-IgM ასევე შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული B ჰეპატიტის დროს, მაგრამ თითქმის ყოველთვის მცირე ტიტრით. ქრონიკული B ჰეპატიტის დროს HBc-IgM-ის არსებობა და ტიტრი კორელაციაშია დაავადების ანთებით აქტივობასთან. ამრიგად, ანტი-HBc-IgM შეიძლება გამოყენებულ იქნას ქრონიკული B ჰეპატიტის მონიტორინგშიც.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-b.html
https://www.synevo.ro/shop/anti-hbc-igm/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |