ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენი (HBeAg)

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენი (HBeAg)
SKU: 753

50.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენიs (HBeAg) განსაზღვრა არის კვლევა, რომელიც ორგანიზმში  B ჰეპატიტის ვირუსის გამრავლების აქტივობის მაჩვენებელია.

 

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენი (HBeAg)

B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენი მცირე ზომის პოლიპეპტიდია, რომელიც თავისუფალი სახით არსებობს ინფიცირებული პაციენტების შრატში, B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების ადრეულ სტადიაზე, S ზედაპირული ანტიგენის გამოჩენის შემდეგ.  ვირუსის აქტიური გამრავლების ფაზაში S და E ანტიგენების დონე სწრაფად იმატებს.

მწვავე პროცესის დასრულებასთან ერთად E ანტიგენის დონე მცირდება და საბოლოოდ ქრება, მაშინ როცა ამ დროს ჩნდება  E ანტიგენის მიმართ განვითარებული ანტისხეულები (ანტი-HBe). E ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები შრატში მრავალი წლის მანძილზე რჩება, მწვავე პროცესის დასრულების შემდეგაც.

B ჰეპატიტის ვირუსის მტარებლებში და ქრონიკული ჰეპატიტით პაციენტებში პოზიტიური E ანტიგენი მიუთითებს ვირუსის გამრავლებაზე და  აქტიურ ინფექციურ პროცესზე. E ანტიგენის ნეგატიური მაჩვენებელი გულისხმობს ვირუსის აქტივობის და გამრავლების ან მინიმალურ დონეს ან სრულ არარსებობას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტების შეფასებისას

HBV ინფექციის პირველადი დიაგნოსტიკისას (კომპლექსურ შეფასებაში)

მკურნალობის დაწყების წინ

მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისას

ორსულებში, როდესაც დადასტურებულია B ჰეპატიტის ინფექცია

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

HBeAg-ის დადებითი შედეგი ხშირად მიუთითებს:

  • B ჰეპატიტის ვირუსის აქტიურ რეპლიკაციაზე
  • სისხლში HBV DNA-ის მაღალ დონეზე (თუმცა ყოველთვის არა)
  • ვირუსის გადაცემის უფრო მაღალ რისკზე

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ქრონიკული B ჰეპატიტის მიმდინარეობის შეფასებისას
  • მკურნალობის დაწყების საჭიროების განსაზღვრისას
  • თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისას

HBeAg-ის უარყოფითი შედეგი ნიშნავს:

  • ვირუსის დაბალ რეპლიკაციურ აქტივობას
  • დაავადების არააქტიურ ფაზას

 

B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენის არსებობა და HBeანტისხეულების არარსებობა ვირუსის ინტენსიური რეპლიკაციის (გამრავლების) არსებობაზე და აქტიურ ინფექციურ პროცესზე.

E ანტიგენის არარსებობის ფონზე  HBe ანტისხეულების გამოჩენა, მიუთითებს აქტიური ინფექციური პროცესის დასრულებაზე. იმის მიუხედავად, რომ ქრონიკულ სდადიაზე გადასვლას ახასიათებს ანტიგენის გაქრობა და ანტისხეულების განვითარება, ვირუსის მტარებლობის სტადია შესაძლოა გახანგრძლივდეს.

საცნობარო მნიშვნელობები

B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენის (HBeAg) უარყოფითი შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ მრავლდება. არსებობს ე.წ. HBeAg-ნეგატიური ქრონიკული B ჰეპატიტი, როდესაც ვირუსს აქვს პრე-core/core promoter მუტაციები და შეუძლია აქტიური რეპლიკაცია E ანტიგენის გამომუშავების გარეშე. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა.

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 273 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button