ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾140.00
ჰელიკობაქტერია პილორი (Helicobacter pylori) არის გრამუარყოფითი, სპირალური ბაქტერია, რომელიც სახლობს კუჭის ლორწოვანი გარსის კრიპტებში.
Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია ქრონიკული გასტრიტისა და პეპტიური წყლულის ძირითადი მიზეზია; ბოლო წლების ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ასევე დაადასტურა პერსისტირებადი ინფექციის კავშირი კუჭის კიბოს გაზრდილ რისკთან. გარდა ამისა, ეს ბაქტერია პასუხისმგებელია MALT ლიმფომების უმეტეს შემთხვევებზე (ჰემატოლოგიური ნეოპლაზმების ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან საჭმლის მომნელებელ ლორწოვანთან ასოცირებულ ლიმფოიდურ ქსოვილში უჯრედების გამრავლებით).
ინფექციის ძირითად რეზერვუარს წარმოადგენენ H. pylori-ის მატარებელი პირები და ინტერპერსონალური კონტაქტი არის გადაცემის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, ძირითადად ადრეულ ბავშვობაში. სხვა გადაცემის გზა შეიძლება იყოს, მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში – წყალი.
ინფექცია ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, კლინიკური გამოვლინებების თანხლებისას პაციენტებს ჩვეულებრივ აღენიშნებათ დისპეფსიური სიმპტომები: დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ღრუს არეში, გულისრევა, წვის შეგრძნება, რეგურგიტაცია და სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ.
ჰელიკობაქტერია პილორიზე ტესტირება გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბაქტერიების გამოვლენის, ინფექციის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით.
არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ტესტი, მათგან ერთ-ერთია, ჰელიკობაქტერია პილორის ანტიგენის განსაზღვრა განავალში.
კვლევა ტარდება მაშინ, როდესაც გაქვთ საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მათ შორის მწვავე, უეცარი, მუდმივი კუჭის ტკივილი; სისხლიანი ან შავი განავალი; სისხლიანი ღებინება ან ღებინება, რომელიც ჰგავს ყავის ნალექს.
კვლევა შეიძლება ასევე დაინიშნოს მკურნალობის კურსის დასრულებიდან 4-6 კვირის შემდეგ, რათა დადასტურდეს, რომ ინფექცია განიკურნა.
საკვლევ მასალას წარმოადგენს განავალი.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. თუმცა, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებით, ანტაციდებით ან ბისმუტის პრეპარატებით მკურნალობისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავის შეკავება ტესტირებამდე 14 დღის განმავლობაში.
კვლევისთვის განავლის შეგროვების წესები
ტესტის დადებითი შედეგი (განავალში აღინიშნება ჰელიკობაქტერია პილორის ანტიგენი) მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ნიშნები და სიმპტომები სავარაუდოდ გამოწვეულია ამ ბაქტერიით გამოწვეული პეპტიური წყლულით.
ტესტის უარყოფითი შედეგი (განავალში არ აღინიშნება ჰელიკობაქტერია პილორის ანტიგენი) ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გქონდეთ H. Pylori ინფექცია და თქვენი ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს სხვა მიზეზით გამოწვეული. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, შეიძლება ჩატარდეს დამატებითი ტესტირება, მათ შორის უფრო ინვაზიური – ქსოვილის ბიოფსია, რათა დარწმუნებით გამოირიცხოს ინფექცია.
რესურსები
https://www.synevo.ro/shop/antigen-helicobacter-pylori-din-materii-fecale/
https://www.testing.com/tests/helicobacter-pylori-h-pylori-testing/
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია