Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავისუფალი ტესტოსტერონი

ცნობილი როგორც:free testosterone
SKU: 9205

36.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 2****
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ტესტოსტერონი არის ანდროგენი, რომელიც მამაკაცებში სინთეზირდება სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში, LH–ის (მალუთეინიზირებელი ჰორმონი) ზეგავლენით, ხოლო მცირე ნაწილი წარმოიქმნება ანდროსტენედიონის პერიფერული გარდაქმნით. ქალებში, შრატის ტესტოსტერონის 50%-ზე მეტი იქმნება ანდროსტენდიონის პერიფერიული კონვერტაციის შედეგად, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქსა და საკვერცხეებში სინთეზირდება, ხოლო დანარჩენი ამავე ორგანოებში სეკრეტირდება. ჩვეულებრივ, მოცირკულირე ტესტოსტერონის დაახლოებით 60% დაკავშირებულია სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინთან, რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო დარჩენილი რაოდენობა დაკავშირებულია ალბუმინთან (ქსოვილებში ტესტოსტერონი ცილდება ალბუმინს და სწრაფად ვრცელდება ქსოვილებში) და 1-2% ცირკულირებს თავისუფალი ფრაქციის სახით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

მამაკაცებში: სათესლეების ფუნქციის შეფასება კლინიკური მდგომარეობების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო ცილების ცვლილებებთან (სიმსუქნე, ციროზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება).

ქალებში: ჰირსუტიზმი ან ვირილიზაცია.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია იზრდება:

  • ჰირსუტიზმი;
  • ვირილიზაციით მოიმდინარე თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • ანდროგენების მიმართ რეზისტენტობა.

თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია მცირდება:

  • ჰიპოგონადიზმი;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ალცჰაიმერის დაავადება;
  • ანტიდეპრესანტებით თერაპია;
  • ციტოქრომ P450-ის დეფიციტი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ორივე ფრაქცია – თავისუფალი და ალბუმინთან შეკავშირებული – გვხვდება ქსოვილებში და ბიოლოგიურად აქტიურია, ხოლო სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინi (SHBG) ეფექტურად აფერხებს ტესტოსტერონის მოქმედებას.

ტესტოსტერონის თავისუფალი წილი უფრო მაღალია მამაკაცებში, რაც განპირობებულია ანდროგენების  მაინჰიბირებელი მოქმედებით SHBG-ის სინთეზზე.

ქალებში, თავისუფალი ტესტოსტერონის წილი დაბალია SHBG-ის სინთეზის მაღალი დონის გამო, რაც სტიმულირდება ესტროგენებით.

ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია შრატში ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის რაოდენობრივი განსაზღვრა.

მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე მცირდება ჰიპოგონადიზმის დროს. თავისუფალი ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებლები შეინიშნება ხანდაზმულ მამაკაცებში.

თუ პაციენტი მკურნალობს კორტიზონის ან სხვადასხვა წარმოშობის სტეროიდული პრეპარატებით (ბუნებრივი ან სინთეზური), ტესტოსტერონის მაჩვენებლები ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ.

ქალებში, თავისუფალი ტესტოსტერონის დონე იზრდება ჰირსუტიზმის შემთხვევებში, პოლიკისტოზური საკვერცხეებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

 

**** ტესტი – კეთდება კვირაში ერთხელ – პარასკევს

 

 

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button