
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG) არის გლიკოპროტეინული ჰორმონი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში და შარდში მხოლოდ ორსულობის დროს. იგი სინთეზირდება პლაცენტური ქსოვილის მიერ (დაწყებული პრიმიტიული ტროფობლასტით) და ხელს უშლის ყვითელი სხეულის დესტრუქციას ორსულობის პირველ კვირებში. hCG ან hCG-ის მსგავსი ნივთიერებები ასევე პროდუცირდებიან სხვადასხვა ტროფობლასტური ან არატროფობლასტური სიმსივნეების მიერ.
ინტაქტური hCG შედგება 2 სუბერთეულისგან (ალფა და ბეტა სუბერთეულები), რომლებიც დაკავშირებულნი არიან არაკოვალენტური ბმით. ეს სუბერთეულები ასევე შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ თავისუფალი, შეუკავშირებელი ფორმით. ალფა სუბერთეულს აქვს ჰიპოფიზის გლიკოპროტეინული ჰორმონების (LH, FSH და TSH) ჰომოლოგიური სუბერთეულის იდენტური სტრუქტურა. ბეტა სუბერთეული სპეციფიურია თითოეული ამ ჰორმონისთვის, რაც მათ განსაკუთრებულ ბიოლოგიურ აქტივობას განსაზღვრავს. თუმცა, არსებობს მსგავსება hCG და LH-ის ბეტა სუბერთეულებს შორის, რაც ხსნის ამ ორი ჰორმონის არსებითად იდენტურ ბიოლოგიურ აქტივობას.
hCG-ის თავისუფალი β-სუბერთეულის ფრაქცია წარმოადგენს საერთო ინტაქტური hCG-ის დაახლოებით 1%-ს, ის ბიოლოგიურად არააქტიურია. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ hCG-ის β-სუბერთეულის თავისუფალი ფრაქციის დონეა ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ანეუპლოიდიების არსებობის ყველაზე ზუსტი მარკერი.
თავისუფალი ბეტა-hCG-ის კონცენტრაცია იზრდება:
თავისუფალი ბეტა-hCG-ის კონცენტრაცია მცირდება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |