
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾3,255.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშები ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00-მდე
აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics–ისსაერთაშორისო აკრედიტაციის მქონე გენეტიკურ ლაბორატორიაში.
ტესტის პასუხები ხელმისაწვდომია ნიმუშის აღებიდან 20 სამუშაო დღეში. პასუხი გადაიგზავნება ექიმისა ან/და პაციენტის ელ. ფოსტაზე. ასევე შესაძლებელია მიღება ადგილზე ლაბორატორიულ ცენტრში.
ForeSENTIA საბაზისო სოლიდური სიმსივნეების პანელი სიმსივნის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილირების პანელია, რომელიც აფასებს 80 გენში არსებულ ერთნუკლეოტიდურ ვარიანტებს (SNV), ჩასმებსა და დელეციებს (INDEL), ასლების რაოდენობის ცვლილებებს (CNV) და გენეტიკურ გადაწყობებს. კვლევა ხელს უწყობს სოლიდურ სიმსივნეებთან დაკავშირებული გენეტიკური ცვლილებების გამოვლენას, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდეს სიმსივნის განვითარებაში ან მკურნალობისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბებაში.
პანელში შემავალი გენების კლინიკური მნიშვნელობა ხაზგასმულია საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების, მათ შორის NCCN-ისა და ESMO-ს რეკომენდაციებში. სიმსივნის ტიპისა და გამოვლენილი გენეტიკური ცვლილებების მიხედვით, კვლევის შედეგები შეიძლება დაეხმაროს მკურნალობის შესაძლო ვარიანტების შეფასებას, მათ შორის FDA-ისა და EMA-ის მიერ დამტკიცებული პრეპარატებისა და შესაბამისი კლინიკური კვლევების შერჩევას.
მიკროსატელიტური არასტაბილურობა (MSI)
პანელი ასევე მოიცავს მიკროსატელიტური არასტაბილურობის (MSI) შეფასებას, რომელიც იმუნოთერაპიის შერჩევისთვის მნიშვნელოვანი ბიომარკერია. სიმსივნის ტიპის მიხედვით, MSI-H (მაღალი მიკროსატელიტური არასტაბილურობის) მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა განიხილებოდეს FDA-ისა და EMA-ის მიერ დამტკიცებული იმუნოთერაპიული პრეპარატების გამოყენება, მათ შორის პემბროლიზუმაბის. მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კლინიკური ჩვენებებისა და მოქმედი რეგულატორული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
საკვლევი მასალა: კვლევისთვის გამოიყენება ბიოფსიის ან ოპერაციის შედეგად მიღებული სიმსივნური ქსოვილის პარაფინის ბლოკები (FFPE) ან პარაფინის ბლოკის მზა ანათალები
მკურნალობის დაწყებამდე — მიზნობრივი თერაპიისა და სხვა შესაძლო სამკურნალო მიდგომების შერჩევისთვის
სტანდარტული მკურნალობა არაეფექტურობისას — მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების შესარჩევად
დაავადების პროგრესირების ან რეციდივის დროს — სიმსივნის მოლეკულური მახასიათებლების შესაფასებლად და შემდგომი მკურნალობის დასაგეგმად
მკურნალობის სტანდარტული შესაძლებლობების უეფექტობისას — დამატებითი თერაპიული ვარიანტების გამოსავლენად
მიზნობრივი თერაპიის შესაბამისობის შეფასებისთვის — სიმსივნეში არსებული პოტენციურად სამიზნე გენეტიკური ცვლილებების გამოსავლენად
ForeSENTIA საბაზისო – სოლიდური სიმსივნეების პანელი იკვლევს 80 გენს:
AKT1, ALK, APC, AR, ARAF, ATM, ATRX, BARD1, BRAF, BRCA1, BRCA2, BRIP1, CDH1, CDKN2A, CHEK2, CIC, CTNNB1, DDR2, DICER1, EGFR, ERBB2, ERBB3, ERBB4, ESR1, FBXW7, FGFR1, FGFR2, FGFR3, FLT3, FOXA1, FOXL2, FUBP1, GATA3, GNA11, GNAQ, GNAS, H3F3A, IDH1, IDH2, JAK2, KEAP1, KIT, KRAS, MAP2K1, MAP3K1, MET, MLH1, MRE11, MSH2, MSH6, MTOR, MYC, MYCN, NBN, NF1, NPM1, NRAS, NTRK1, NTRK2, NTRK3, PALB2, PDGFRA, PIK3CA, PIK3CB, PMS2, POLE, PTEN, RAD51C, RAD51D, RAF1, RB1, RET, ROS1, RUNX1, SMAD4, SPOP, STK11, TERT, TMPRSS2, TP53.
ForeSENTIA-ს ნიმუშის შეგროვებისა და ტრანსპორტირების ნაკრები განკუთვნილია კიბოს მოლეკულური პროფილირებისთვის საჭირო ნიმუშების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.
ნაკრებში შემავალი მასალები:
ორი (2) სინჯარა ბიოფსიური ქსოვილის ანათლებისთვის
ერთი (1) ჰერმეტულად დასახური პაკეტი ბიოლოგიურად საშიში ნიმუშებისთვის
ერთი (1) გელის პაკეტი
ერთი (1) ვერცხლისფერი ფოლგის დამცავი, ბუშტუკოვანი შეფუთვა
ერთი (1) უსაფრთხოების დალუქვის სტიკერი
თანდართული დოკუმენტაცია:
ერთი (1) შტრიხკოდების ბარათი (3 შტრიხკოდის ეტიკეტით)
ნიმუშის საინფორმაციო ფორმა (SIF )
პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა
ლაბორატორიაში წარმოდგენილი ინდა იყოს ბიოფსიური ქსოვილის პარაფინის ბლოკების მზა ანათლები. ლაბორატორიულ ცენტრებში ანათლების მომზადება არ ხორციელდება!
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
Luchini C, Bibeau F, Ligtenberg MJL, Singh N, Nottegar A, Bosse T, et al. ESMO recommendations on microsatellite instability testing for immunotherapy in cancer, and its relationship with PD-1/PD-L1 expression and tumour mutational burden: a systematic review-based approach. Ann Oncol. 2019;30(8):1232-43. doi:10.1093/annonc/mdz116. PMID: 31056702.
