
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
პლაზმის ესტრონის განსაზღვრა რეკომენდებულია: სქესობრივი მომწიფების დაყოვნების მონიტორინგის და დიაგნოსტიკისათვის (ძირითადად გოგონებში), სასქესო ჰორმონების დარღვევების დიაგნოსტიკისთვის, პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში – მოტეხილობების რისკის შესაფასებლად, ვაგინალური სისხლდების დიაგნოსტიკისთვის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროების განსასაზღვრად, ანტიესტროგენული თერაპიის მონიტორინგისთვის.
ესტრონი (E1) ესტროგენული ჰორმონების ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც მონაწილეობს მდედრობითი ფენოტიპის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, სასქესო უჯრედების მომწიფებაში ორსულობისას. ისინი ასევე ჩართულია ნერვული სისტემის განვითარების პროცესში, ძვლების მეტაბოლიზმში, სისხლძარღვების ენდოთელიუმის გამართულ ფუნქციონირებაში. ზრდასრული ქალის ორგანიზმში (არაორსულობისას) ესტროგენები წარმოდგენილია: ესტრონით (E1) და ესტრადიოლით (E2). მესამე ესტროგენი – ესტრიოლი (E3) – ძირითადად წარმოდგენილია ორსულობისას. მენოპაუზის შემდეგ E1 (ესტრონი) წარმოადგენს მთავარ ესტროგენს, E2 და E3 დონე კი საგრძნობლად მცირდება.
ესტრადიოლი ძირითადად წარმოიქმნება საკვერცხეებსა და სათესლეებში ტესტოსტერონის არომატიზაციის გზით. მცირე ოდენობით წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში და პერიფერიულ ცხიმოვან ქსოვილში.
ამის საპირისპიროდ ესტრონის ძირითადი ნაწილი წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში ანდროსტენდიონის არომატიზაციის გზით. ესტრონი და ესტრადიოლი შესაძლებელია ერთმანეთში გარდაიქმნას და ასევე შესაძლებელია ორივე მათგანის ინაქტივაცია ჰიდროქსილირების და კონიუგაციის გზით. ესტრადიოლის მოცირკულირე რაოდენობა არამენოპაუზაში მყოფი, არაორსული ქალების სისხლში 1,5-4-ჯერ მაღალია ესტრონთან შედარებით.
ესტრადიოლის დონე მამაკაცებში და პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში ბევრად დაბალია, მაშინ როცა ესტრონის დონე ნაკლებად იცვლება და ეს იწვევს სხვადასხვა პერიოდში ესტრადიოლ/ესტრონის თანაფარდობის მაჩვენებლის ცვლილებას.
ესტრადიოლის დონე მენოპაუზამდელ ქალებში იცვლება მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით. ადრეფოლიკულურ ფაზაში მისი დონე დაბალია, ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე იწყებს მატებას და სწრაფად იმატებს ოვულაციისას და მაქსიმალურ მაჩვებელს აღწევს მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკამდე. ამას მოსდევს ნელი სემცირება ოვულაციის განმავლობაში. ამის შემდეგ ლუთეინური ფაზის შუა პერიოდამდე კვლავ იმატებს ესტრადიოლი და შემდეგ მინიმუმადე ეცემა მაჩვენებელი, შემდეგ ფოლიკულურ ფაზამდე.
ესტრადიოლის განსაზღვრა ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასების, უნაყოფობის, ოლიგო-ამენორეის და მენოპაუზის შეფასების აუცილებელი ნაწილია. ის ასევე გამოიყენება ოვულაციის მონიტორინგისთვის ინ ვიტრო ფერტილიზაციისათვის მზადებისას.
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფებისას (უპირატესად გოგონებში)
სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევებისას
მოტეხილობის რისკის შესაფასებლად პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგისას
ანტი-ესტროგენული თერაპიის მონიტორინიგისას
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ინტერპრეტაცია
არარეგულარული ციკლი ან ციკლის არარსებობა ესტრადიოლის ნორმალური ან მაღალი მაჩვენებლით და ესტრონის დონის მატებით, შესაძლოა მიუთითებდეს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომზე, ანდროგენ-მაპროდუცირებელ სიმსივნეებზე, ესტროგენ-მაპროვოცირებელ სიმსივნეებზე.
გინეკომასტია, ან ფემინიზაციის სხვა გამოვლინებები მამაკაცებში, ესტროგენების აბსოლუტური ან შეფარდებითი სიჭარბის შედეგია ანდროგენებთან მიმართებაში. ესტრონისა და ესტრადიოლის მომატების მიზეზები შესაძლოა იყოს:
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |