ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾155.00
ერითროპოეტინი გლიკოპროტეინული ჰორმონია, რომელიც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნის ზრდას. მოზრდილებში ერითროპოეტინის დაახლოებით 90% ფორმირდება თირკმლებში, დაახლოებით 10% – ღვიძლში (ემბრიონულ პერიოდში იგი წარმოიქმნება ძირითადად ნაყოფის ღვიძლში).
ერითროპოეტინი არის ერითროპოეზის ფიზიოლოგიური სტიმულატორი, ააქტიურებს მიტოზს და სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) მომწიფებას, ერითროიდული რიგის წინამორბედი უჯრედებისგან. სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება ზრდის ერითროპოეტინის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ძვლის ტვინში ერითროიდული შტოს უჯრედების ფორმირებისა და დიფერენცირების სიჩქარის ზრდას. ამრიგად, ერითროპოეტინი მონაწილეობს სხეულის ფიზიოლოგიურ პასუხში ანემიის და ჰიპოქსიის მიმართ. თუ ჰიპოქსია კომპენსირებულია, ერითროპოეტინის დონე ჩვეულებრივ ნორმალურ ფარგლებშია.
პირველადი პოლიციტემიის დროს, რომელიც ერითროიდული რიგიდან ღეროვანი უჯრედების უკონტროლო ერითროპოეტინ-დამოუკიდებელ წარმოებასთან არის დაკავშირებული, სისხლში ერითროპოეტინის დონე არ არის გაზრდილი.
თირკმლების პათოლოგიას მოსდევს ერითროპოეტინის წარმოქმნის დარღვევა და სისხლში კონცენტრაციის დაქვეითება, რაც ანემიის განვითარების მიზეზია თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს.
თირკმლების კისტოზური და სიმსივნური დაზიანებისას, შეიძლება აღინიშნოს ერითროპოეტინის გადაჭარბებული წარმოება.
თუ ანემიის განვითარება არ არის დაკავშირებული თირკმლების პათოლოგიასთან, აღინიშნება ერითროპოეტინის კონცენტრაციის პროპორციული ზრდა, ნორმალურ დონესთან ათასჯერ მეტი, ჭარბი რაოდენობით.
ერითროპოეტინი იწვევს რკინის, სპილენძის, ვიტამინ B12-ის და ფოლატების ძვლის ტვინის მიერ მოხმარების ზრდას, რაც იწვევს ამ ნივთიერებების შემცირებას სისხლის პლაზმაში, აგრეთვე სატრანსპორტო ცილების – ფერიტინის და ტრანსკობალამინის დაქვეითებას.
თირკმლების მიერ ერითროპოეტინის სეკრეცია გლუკოკორტიკოიდების ზემოქმედებით იმატებს, რაც სტრესულ პირობებში სისხლში ჰემოგლობინის სწრაფი ზრდისა და სისხლში ჟანგბადის მომარაგების უნარის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მექანიზმია.
ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია უზმოდ.
ვენური სისხლი
პირველადი პოლიციტემიის დროს, EPO-ს მნიშვნელობები დაბალია ან დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა, ხოლო მეორადად განვითარებული ფორმები იძლევა EPO-ს მაღალ მაჩვენებლებს.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანემია თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ერთად, EPO-ს დონე ძალიან დაბალია და შეესაბამება ანემიის ხარისხს, რაც განპირობებულია დაზიანებული თირკმლის შეუძლებლობით წარმოქმნას ერითროპოეტინი.
ასევე, თირკმლების გადანერგვისას, პაციენტებში ორგანოს მოცილების რეაქციას თან ახლავს ერითროპოეტინის დაქვეითება.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რკინადეფიციტური ანემია, თალასემია ან ზურგის ტვინის უკმარისობა, აღინიშნება EPO-ს მაღალი მაჩვენებლები.
ერითროპოეტინის დონის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ერითროპოეტინ-მაპროდუცირებელი თირკმლის სიმსივნეებით ან სიმსივნეებით, რომელთა ზეწოლის შედეგად ადგილობრად იხშობა სისხლის ნაკადი თირკმლის ქსოვილში, რაც იწვევს ჰიპოქსიას, ანემიის ან ზოგადი ჰიპოქსიის გარეშე.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ცუდი პასუხი ერითროპოეტინით მკურნალობაზე და რომელთა შრატში EPO-ს დონე ნორმალურია ან თუნდაც მომატებული, შეიძლება ჰქონდეთ ანემიის სხვა მიზეზები. ამასთან, თუ სხვა ფაქტორების დადგენა ვერ მოხერხდა, განიხილება ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარების შესაძლებლობა. ამ მდგომარეობას შეიძლება სერიოზული კლინიკური შედეგები მოჰყვეს წითელი უჯრედების შტოს მედულარული აპლაზიის განვითარების რისკის სახით.
ერითროპოეტინის დონის მომატება:
ერითროპოეტინის დონის კლება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები