Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ერითროპოეტინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ჰემოპოეტინი
SKU: 704

130.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ერითროპოეტინი გლიკოპროტეინული ჰორმონია, რომელიც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნის ზრდას. მოზრდილებში ერითროპოეტინის დაახლოებით 90% ფორმირდება თირკმლებში, დაახლოებით 10% – ღვიძლში (ემბრიონულ პერიოდში იგი წარმოიქმნება ძირითადად ნაყოფის ღვიძლში).

ერითროპოეტინი არის ერითროპოეზის ფიზიოლოგიური სტიმულატორი, ააქტიურებს მიტოზს და სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) მომწიფებას, ერითროიდული რიგის წინამორბედი უჯრედებისგან. სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება ზრდის ერითროპოეტინის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ძვლის ტვინში ერითროიდული შტოს უჯრედების ფორმირებისა და დიფერენცირების სიჩქარის ზრდას. ამრიგად, ერითროპოეტინი მონაწილეობს სხეულის ფიზიოლოგიურ პასუხში ანემიის და ჰიპოქსიის მიმართ. თუ ჰიპოქსია კომპენსირებულია, ერითროპოეტინის დონე ჩვეულებრივ ნორმალურ ფარგლებშია.

პირველადი პოლიციტემიის დროს, რომელიც ერითროიდული რიგიდან ღეროვანი უჯრედების უკონტროლო ერითროპოეტინ-დამოუკიდებელ წარმოებასთან არის დაკავშირებული, სისხლში ერითროპოეტინის დონე არ არის გაზრდილი.

თირკმლების პათოლოგიას მოსდევს ერითროპოეტინის წარმოქმნის დარღვევა და სისხლში კონცენტრაციის დაქვეითება, რაც ანემიის განვითარების მიზეზია თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს.

თირკმლების კისტოზური და სიმსივნური დაზიანებისას, შეიძლება აღინიშნოს ერითროპოეტინის გადაჭარბებული წარმოება.

თუ ანემიის განვითარება არ არის დაკავშირებული თირკმლების პათოლოგიასთან, აღინიშნება ერითროპოეტინის კონცენტრაციის პროპორციული ზრდა, ნორმალურ დონესთან ათასჯერ მეტი, ჭარბი რაოდენობით.

ერითროპოეტინი იწვევს რკინის, სპილენძის, ვიტამინ B12-ის და ფოლატების ძვლის ტვინის მიერ მოხმარების ზრდას, რაც იწვევს ამ ნივთიერებების შემცირებას სისხლის პლაზმაში, აგრეთვე სატრანსპორტო ცილების – ფერიტინის და ტრანსკობალამინის დაქვეითებას.

თირკმლების მიერ ერითროპოეტინის სეკრეცია გლუკოკორტიკოიდების ზემოქმედებით იმატებს, რაც სტრესულ პირობებში სისხლში ჰემოგლობინის სწრაფი ზრდისა და სისხლში ჟანგბადის მომარაგების უნარის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მექანიზმია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ერითროპოეტინზე?

  • პირველადი (VERA-ნამდვილი) პოლიციტემიის დიფერენცირება მეორეული წარმოშობის პოლიციტემიისგან;
  • გაურკვეველი წარმოშობის ნორმოციტური ანემიის გამოკვლევა;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ადამიანის რეკომბინანტული EPO თერაპიისთვის კანდიდატთა შერჩევა;
  • პაციენტების შეფასება არაადექვატური ჰემატოპოეზური პასუხით, რომელთაც ჩაუტარდათ EPO მკურნალობა;
  • EPO-სეკრეციული სიმსივნეების მქონე პაციენტების მონიტორინგი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პირველადი პოლიციტემიის დროს, EPO-ს მნიშვნელობები დაბალია ან დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა, ხოლო მეორადად განვითარებული ფორმები იძლევა EPO-ს მაღალ მაჩვენებლებს.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანემია თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ერთად, EPO-ს დონე ძალიან დაბალია და შეესაბამება ანემიის ხარისხს, რაც განპირობებულია დაზიანებული თირკმლის შეუძლებლობით წარმოქმნას ერითროპოეტინი.

ასევე, თირკმლების გადანერგვისას, პაციენტებში ორგანოს მოცილების რეაქციას თან ახლავს ერითროპოეტინის დაქვეითება.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რკინადეფიციტური ანემია, თალასემია ან ზურგის ტვინის უკმარისობა, აღინიშნება EPO-ს მაღალი მაჩვენებლები.

ერითროპოეტინის დონის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ერითროპოეტინ-მაპროდუცირებელი თირკმლის სიმსივნეებით ან სიმსივნეებით, რომელთა ზეწოლის შედეგად  ადგილობრად იხშობა სისხლის ნაკადი თირკმლის ქსოვილში, რაც იწვევს ჰიპოქსიას, ანემიის ან ზოგადი ჰიპოქსიის გარეშე.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ცუდი პასუხი ერითროპოეტინით მკურნალობაზე და რომელთა შრატში EPO-ს დონე ნორმალურია ან თუნდაც მომატებული, შეიძლება ჰქონდეთ ანემიის სხვა მიზეზები. ამასთან, თუ სხვა ფაქტორების დადგენა ვერ მოხერხდა, განიხილება ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარების შესაძლებლობა. ამ მდგომარეობას შეიძლება სერიოზული კლინიკური შედეგები მოჰყვეს წითელი უჯრედების შტოს მედულარული აპლაზიის განვითარების რისკის სახით.

ერითროპოეტინის დონის მომატება:

  • მდგომარეობები, რომლებიც უკავშირდება სისხლის ზომიერ კარგვას;
  • ანემია (რკინის, ფოლიუმის და B12 დეფიციტური ანემია, აპლასტიური ანემია);
  • ჰემოგლობინოპათიები;
  • თირკმლების იშემიური დაზიანება ტრავმული შოკშის დროს, უროლითიაზი, თირკმლების პოლიკისტოზური დაავადება, თირკმლების ტრანსპლანტატის მოცილება;
  • ჰიპოქსიური მდგომარეობები (სიმაღლის ჰიპოქსია, ფქოდი, ფილტვის ფიბროზი);
  • ერითროპოეტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნეები (ჰემანგიობლასტომა, ფეოქრომოციტომა, თირკმლის სიმსივნეები);
  • ორსულობა.

ერითროპოეტინის დონის კლება:

  • პირველადი პოლიციტემია;
  • ანემია ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური, ანთებითი დაავადებების დროს;
  • ფართო ოპერაციების შემდეგ (მაგ. ძვლის ტვინის გადანერგვა);
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button