Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) | ანტისხეულები VCA-IgG (შრატი)

ცნობილი როგორც:ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) | ას VCA-IgG
SKU: 2071

Original price was: ₾45.00.Current price is: ₾40.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) არის ყველგან გავრცელებული ლიმფოტროპული ჰერპესის ვირუსი, რომელიც აინფიცირებს მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს მოზრდილობამდე. ის არის ინფექციური მონონუკლეოზის ეტიოლოგიური აგენტი და ასევე მონაწილეობს ბერკიტის ლიმფომის, ცხვირ-ხახის კარცინომის, X ქრომოსომასთან შეჭიდული ლიმფოპროლიფერაციული სინდრომისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებაში.

ვირუსის ძირითადადი გადაცემის გზაა ინფიცირებულ ოროფარინგეალურ სეკრეტთან კონტაქტი. EBV-ს რეპლიკაცია ხდება ოროფარინგეალურ ეპითელიუმში, რის შედეგადაც ხდება ვირიონების გამოთავისუფლება ინფიცირებული ლიმფოციტებიდან და მათი გამოყოფა ნერწყვში.

ბავშვებში ინფექცია ხშირად ასიმპტომურია. ინფექციური მონონუკლეოზი ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში, რომლებსაც ანამნეზში არ აღენიშნებათ EBV ვირუსული ინფექცია. პირველადი ინფექციის შემდეგ, EBV ორგანიზმში რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ლატენტურ მდგომარეობაში.

ლატენტურად ინფიცირებული B ლიმფოციტები იმყოფებიან T ლიმფოციტების კონტროლის ქვეშ, ამიტომ რეაქტივირებული ინფექციების უმეტესობა სუბკლინიკურ მდგომარეობაში რჩება. შიდსით დაავადებულ პაციენტებში კი ინფიცირებული, შენარჩუნებული B-უჯრედების კლონისგან შეიძლება ლიმფომა განვითარდეს.

სხვა პათოგენებმა, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი (CMV), ტოქსოპლაზმა გონდი, ჰეპატიტის ვირუსები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) – შეიძლება გამოიწვიონ ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი კლინიკური და ჰემატოლოგიური გამოვლინებები (მონონუკლეოზის სინდრომი).

ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს (ცხელება, ფარინგიტი, ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია), პერიფერიული სისხლის ნაცხის გამოკვლევას (ატიპიური ლიმფომონოციტები) და სეროლოგიურ ტესტებს (ჰეტეროფილური ანტისხეულები და/ან ანტისხეულები სპეციფიური EBV ცილების მიმართ).

მწვავე EBV ინფექციის დიაგნოზის დადასტურება ჩვეულებრივ ხდება შრატში ჰეტეროფილური ანტისხეულების არსებობის დემონსტრირებით. თუმცა, დიაგნოსტიკური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჰეტეროფილური ანტისხეულები არ არის სახეზე და კლინიკური გამოვლინებები ატიპურია.

ჰეტეროფილური ანტისხეულები არ აღინიშნება მოზრდილებში ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევათა 10-20%-ში, პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია აშკარა ინფექციის მქონე ბავშვებში. ამ სიტუაციებში დიაგნოზის დადასტურება ხდება სპეციფიური EBV ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის საფუძველზე: ვირუსული კაფსიდური ანტიგენის (VCA) და ადრეული დიფუზური ანტიგენის [EA (D)] საწინააღმდეგო ანტისხეულები.

პირველადი EBV ინფექცია სეროლოგიურად განისაზღვრება VCA-IgM ანტისხეულების ადრეული გამოჩენით, შესაძლოა კლინიკურ სიმპტომებამდეც კი.

ეპშტეინ-ბარის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო IgG  ანტისხეულები (VCA-IgG) იშვიათად ვლინდება დაავადების მწვავე ფაზაში. იგი ჩნდება გამოჯანმრთელების პერიოდში (დაავადების დაწყებიდან 3-12 თვე) და შეიძლება შენარჩუნდეს დაავადების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში.

არსებობს EBV ანტისხეულების კიდევ ერთი კატეგორია EBV-ს ბირთვული ანტიგენის (EBNA) წინააღმდეგ, რომლებიც ჩნდება მიმოქცევაში დაავადების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში და ნარჩუნდება დიდი ხნის ან თუნდაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უსიმპტომო ინფექციის მქონე პაციენტებში, EBNA-IgG-ის გამოვლენა VCA-IgG და IgM ანტისხეულებთან ერთად სასარგებლოა ინფექციური მონონუკლეოზის გამოჯანმრთელების ადრეული სტადიის დიფერენცირებისთვის ინფექციის მწვავე ფაზისგან.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ეპშტეინ-ბარის საწინააღმდეგო IgG-ზე?

  • წარსულში გადატანილი EBV ინფექცია;
  • ინფექციური პროცესის სტადიის ყოვლისმომცველი შეფასება (VCA, EBNA-IgM და IgG ანტისხეულების განსაზღვრით);
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსთან დაკავშირებული ლიმფოპროლიფერაციული და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • მწვავე, მიმდინარე EBV ინფექცია;
  • წარსულში არსებული ინფექცია;
  • ქრონიკული EBV ინფექცია

უარყოფითი შედეგი:

  • EBV მწვავე ინფექციის ადრეული ფაზა;
  • წარსულში ინფექციის არარსებობა.

თუ არსებობს კლინიკური ეჭვი EBV ინფექციაზე, ხელახალი ტესტირება რეკომენდებულია 10-14 დღის შემდეგ.

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/virus-epstein-barr-ebv-anticorpi-vca-igg/

https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/virus-ebshtein-bar.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button