ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00 Original price was: ₾45.00.₾40.50Current price is: ₾40.50.
ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) არის ყველგან გავრცელებული ლიმფოტროპული ჰერპესის ვირუსი, რომელიც აინფიცირებს მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს მოზრდილობამდე. ის არის ინფექციური მონონუკლეოზის ეტიოლოგიური აგენტი და ასევე მონაწილეობს ბერკიტის ლიმფომის, ცხვირ-ხახის კარცინომის, X ქრომოსომასთან შეჭიდული ლიმფოპროლიფერაციული სინდრომისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებაში.
ვირუსის ძირითადადი გადაცემის გზაა ინფიცირებულ ოროფარინგეალურ სეკრეტთან კონტაქტი. EBV-ს რეპლიკაცია ხდება ოროფარინგეალურ ეპითელიუმში, რის შედეგადაც ხდება ვირიონების გამოთავისუფლება ინფიცირებული ლიმფოციტებიდან და მათი გამოყოფა ნერწყვში.
ბავშვებში ინფექცია ხშირად ასიმპტომურია. ინფექციური მონონუკლეოზი ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში, რომლებსაც ანამნეზში არ აღენიშნებათ EBV ვირუსული ინფექცია. პირველადი ინფექციის შემდეგ, EBV ორგანიზმში რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ლატენტურ მდგომარეობაში.
ლატენტურად ინფიცირებული B ლიმფოციტები იმყოფებიან T ლიმფოციტების კონტროლის ქვეშ, ამიტომ რეაქტივირებული ინფექციების უმეტესობა სუბკლინიკურ მდგომარეობაში რჩება. შიდსით დაავადებულ პაციენტებში კი ინფიცირებული, შენარჩუნებული B-უჯრედების კლონისგან შეიძლება ლიმფომა განვითარდეს.
სხვა პათოგენებმა, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი (CMV), ტოქსოპლაზმა გონდი, ჰეპატიტის ვირუსები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) – შეიძლება გამოიწვიონ ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი კლინიკური და ჰემატოლოგიური გამოვლინებები (მონონუკლეოზის სინდრომი).
ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს (ცხელება, ფარინგიტი, ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია), პერიფერიული სისხლის ნაცხის გამოკვლევას (ატიპიური ლიმფომონოციტები) და სეროლოგიურ ტესტებს (ჰეტეროფილური ანტისხეულები და/ან ანტისხეულები სპეციფიური EBV ცილების მიმართ).
მწვავე EBV ინფექციის დიაგნოზის დადასტურება ჩვეულებრივ ხდება შრატში ჰეტეროფილური ანტისხეულების არსებობის დემონსტრირებით. თუმცა, დიაგნოსტიკური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჰეტეროფილური ანტისხეულები არ არის სახეზე და კლინიკური გამოვლინებები ატიპურია.
ჰეტეროფილური ანტისხეულები არ აღინიშნება მოზრდილებში ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევათა 10-20%-ში, პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია აშკარა ინფექციის მქონე ბავშვებში. ამ სიტუაციებში დიაგნოზის დადასტურება ხდება სპეციფიური EBV ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის საფუძველზე: ვირუსული კაფსიდური ანტიგენის (VCA) და ადრეული დიფუზური ანტიგენის [EA (D)] საწინააღმდეგო ანტისხეულები.
პირველადი EBV ინფექცია სეროლოგიურად განისაზღვრება VCA-IgM ანტისხეულების ადრეული გამოჩენით, შესაძლოა კლინიკურ სიმპტომებამდეც კი.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები (VCA-IgG) იშვიათად ვლინდება დაავადების მწვავე ფაზაში. იგი ჩნდება გამოჯანმრთელების პერიოდში (დაავადების დაწყებიდან 3-12 თვე) და შეიძლება შენარჩუნდეს დაავადების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში.
არსებობს EBV ანტისხეულების კიდევ ერთი კატეგორია EBV-ს ბირთვული ანტიგენის (EBNA) წინააღმდეგ, რომლებიც ჩნდება მიმოქცევაში დაავადების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში და ნარჩუნდება დიდი ხნის ან თუნდაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უსიმპტომო ინფექციის მქონე პაციენტებში, EBNA-IgG-ის გამოვლენა VCA-IgG და IgM ანტისხეულებთან ერთად სასარგებლოა ინფექციური მონონუკლეოზის გამოჯანმრთელების ადრეული სტადიის დიფერენცირებისთვის ინფექციის მწვავე ფაზისგან.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
თუ არსებობს კლინიკური ეჭვი EBV ინფექციაზე, ხელახალი ტესტირება რეკომენდებულია 10-14 დღის შემდეგ.
https://www.synevo.ro/shop/virus-epstein-barr-ebv-anticorpi-vca-igg/
https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/virus-ebshtein-bar.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია