Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ცნობილი როგორც:უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
SKU: 5001

Original price was: ₾85.00.Current price is: ₾76.50.

საკვლევი მასალა: უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ქალებში

კვლევის დროს ხდება საშოსა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ქალის გენიტალური (სასქესო) ტრაქტის ნორმალური ფლორა იცვლება ლორწოვანი გარსის pH-ისა და ესტროგენის კონცენტრაციის მიხედვით. ეს მაჩვენებლები მჭიდრო კავშირშია ასაკთან:

  • პრეპუბერტატულ და პოსტმენოპაუზის  პერიოდში ფლორაში დომინირებს სტაფილოკოკები და კორინებაქტერიები (იგივე ფლორა გვხვდება ეპითელიუმის ზედაპირზე);
  • სქესობრივად აქტიურ ქალებში მიკრობული ფლორის შექმნაში მონაწილეობს: Enterobacteriaceae, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ანაერობული ბაქტერიები (ლაქტობაცილები, ანაერობული ბაცილები, ანაერობული კოკები). ლაქტობაცილები წარმოადგენს ნორმალურ ვაგინალურ მიკრობულ ფლორას.

B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი  ვაგინალურ ფლორაში არსებობის შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს ახალშობილს ნეონატალური გართულებებით.

ქალის გენიტალური ტრაქტის ინფექციების კლასიფიკაცია:

ქალის გენიტალური ინფექციები გინეკოლოგთან კონსულტაციის ერთერთი ხშირი მიზეზია. მათი განვითარების მექანიზმი შემდეგნაირია:

  • ნორმალური ვაგინალური ფლორის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ენდოგენური ინფექციები;
  • ეგზოგენური ინფექციები, გამოწვეული  სქესობრივი გზით გადამდები მიკროორგანიზმებით:

ბაქტერიები (Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis – DK სეროტიპები, მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum))

ვირუსები (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2, პაპილომავირუსი)

პროტოზოები (Trichomonas vaginalis).

გარეთა სასქესო ორგანოების ინფექციებისას ზიანდება  ვულვა, საშო და საშვილოსნოს ყელი – ჩვეულებრივ ვითარდება სქესობრივი კავშირის ან ნორმალური გენიტალური ფლორის დისბალანსის შედეგად.

შიგნითა სასქესო ორგანოების ინფექციების დროს ზიანდება საშვილოსნო, ფალოპის მილები, საკვერცხეები – ხშირად ვითარდება, როგორც გარეთა სასქესო რგანოების გართულება.

ქვედა გენიტალური ინფექციები

ვულვას ინფექციები შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული და შეიძლება განვითარდეს იზოლირებულად ან ვაგინიტთან ერთად.

– ხშირი ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკული, პიოდერმია;

– სპეციფიური ინფექციები: Trichomonas vaginalis, სოკოვანი ინფექციები, Treponema pallidum, მარტივი ჰეპრეს ვირუსი ტიპი 2, პაპილომავირუსი;

ბართოლინიტი (ბართოლინის ჯირკვლების ანთება, რომელიც მდებარეობს ვულვისა და საშოს შეერთების ადგილზე) შეიძლება გამოწვეული იყოს Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis ან ადგილობრივი სასქესო ფლორის დისბალანსით. ანთებითი პროცესით ჯირკვლის სადინრის ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსცესი აერობული და ანაერობული მიკროფლორით.

ვაგინიტი (საშოს ანთება. ყველაზე ხშირად აღწერილია როგორც ვულვო-ვაგინიტი) შეიძლება იყოს:

სპეციფიური: გამომწვევებია – სოკოები, Trichomonas vaginalis, მკრთალი ტრეპონემა, პაპილომავირუსი;

არასპეციფიური: ვითარდება ნორმალური ვაგინალური ფლორის დისბალანსის გამო;

გამოწვეული უცხო სხეულებით (მაგ. კონტრაცეფციული ხელსაწყოები)

ოქროსფერი სტაფილოკოკი (St. Aureus) გვხვდება საშოში ჯანმრთელი ქალების 5-10%-ში; მან შეიძლება გამოიწვიოს ჩირქოვანი გამონადენი და ტოქსიური შოკი მენსტრუაციის დროს ჰიპერაბსორბენტული ტამპონების გამოყენებისას.

ვულვოვაგინიტი შესაძლოა გამოიწვიოს ასევე Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis ან Streptococcus pyogenes-მა.

ვაგინოზი (არაანთებითი სინდრომი) – ვითარდება ნორმალური ლაქტობაცილური ფლორის ანაერობული ბაქტერიებით (Bacteroides spp, Prevotella spp, Porphyromonas spp, Peptostreptococcus spp, Mobiluncus spp) ჩანაცვლების გამო  და ასოცირდება Gardnerella vaginalis-თან. ეს ბაქტერიული სახეობები საშოს ნორმალური ფლორის ნაწილია, მაგრამ ვაგინოზის შემთხვევაში მათი რაოდენობა ნორმალურთან შედარებით 1000-ჯერ მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ძირითადად ვითარდება სექსუალურად აქტიურ პირებში, ის  შესაძლოა განვითარდეს მოზარდებშიც.

ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება)

  • Trichomonas vaginalis, Candida albicans – ინფექციები, რომლებიც ვითარდება ცერვიკო-ვაგინიტის სახით;
  • პაპილომავირუსი (განსაკუთრებით მე-16 და მე-18 ტიპები) – წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზმების ეტიო-პათოგენეზურ ფაქტორს.
  • მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2 – ინფექცია მიმდინარეობს ენდო და ეგზოცერვიკალური წყლულოვანი დაზიანებით.

ურო-გენიტალური ნაცხის კვლევით ძირითადად განისაზღვრება ლაქტობაცილები (Lactobacillus spp.), ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სოკო კანდიდა (Candida spp.).

 

უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მამაკაცებში

ტარდება  შარდსადენის  ნაცხის, პროსტატის სეკრეტისა და სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

მამაკაცის სასქესო ტრაქტი  ჩვეულებრივ სტერილურია, რასაც  უზრუნველყოფს შარდისა და ეაკულატის  მექანიკური ზემოქმედება და ასევე პროსტატის მიერ გამოყოფილი ანტიბაქტერიული თვისებების მქონე პოლიპეპტიდი.   აღმავალი ინფექციის წყაროს, როგორც წესი,  წარმოადგენს  მამაკაცის შარდსადენი.

მამაკაცის სასქესო ტრაქტის ინფექციების კლასიფიკაცია

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მამაკაცის გენიტალური ინფექციები იყოფა: ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი და ორქიტი.

ურეთრიტი (შარდსადენი მილის ანთება)

გონოკოკური ურეთრიტი – შემთხვევათა 70%-ზე მეტში აღინიშნება მწვავე მიმდინარეობა, გამოხატულია დიზურია და ხშირად ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან, ხოლო დაახლოებით 5-10%-ში ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. არანამკურნალევი გონორეა გადაიზრდება ქრონიკულ ინფექციაში და შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

გონოკოკური ურეთრიტი ასევე შეიძლება გამოვლინდეს ორმაგი ინფექციის სახით (მაგ. გონოკოკი + C. trachomatis ან U. urealyticum). ასევე,  ურეთრიტი შეიძლება განვითარდეს Cryptococcus neoformans-ით ინფიცირების შედეგად.

არაგონოკოკური ურეთრიტის  ეტიოლოგიური  ფაქტორებიდან აღსანიშნავია C. trachomatis (50%), Ureaplasma urealyticum, Mycoplasma hominis, Trichomonas vaginalis და მარიტივი ჰერპესის ვირუსი. ჩივილები ნაკლებინტენსიურია.  გრამ-უარყოფითი მიკროფლორით განპირობებული ანთებითი პროცესები წარმოადგენს  ურეთრის სტრიქტურების ან ფიმოზის განვითარების რისკფაქტორს.

პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება)

ბაქტერიული პროსტატიტი:

მწვავე: ყველაზე ხშირად იწვევს N. gonorrhoeae;

ქრონიკული: უფრო ხშირი გამომწვევებია – C. trachomatis, Enterobacteriaceae, ფსევდომონადები, ენტეროკოკები; იშვიათად იწვევს Staphylococcus saprophyticus, Trichomonas vaginalis.

არაბაქტერიული პროსტატიტის გამომწვევი იშვიათად შეიძლება იყოს Candida spp.

ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება)

ვლინდება, როგორც პროსტატიტის ან ურეთრიტის გართულების  შედეგად განვითარებული აღმავალი ინფექცია. ანთებითი პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი ტრავმები განსაკუთრებით ბაქტერიურიის პირობებში.

არასპეციფიური ბაქტერიული ეპიდიდიმიტი: ყველაზე ხშირად გამოწვეული Enterobacteriaceae-ით, ფსევდომონადებითა და ზოგჯერ გრამ-დადებითი კოკებით;

სქესობრივი გზით გადამდები ეპიდიდიმიტი: გამოწვეული C. Trachomatis-ითა და N. Gonorrhoeae-ით;

ეპიდიდიმიტი სისტემურ დაავადებებში: იშვიათად გვხვდება ტუბერკულოზის, ბლასტომიკოზის დროს.

ორქიტს (სათესლე ჯირკვლის ანთება) იწვევენ:

– ვირუსები: Urlian virus და კოქსაკის ვირუსი, რომელიც აინფიცირებს სათესლე ჯირკვლებს ცალმხრივ ან ორმხრივ, ჰემატოგენურად;

– ბაქტერიები: ინფექცია ვითარდება ეპიდიდიმისის მიმდებარედ.

ანთებითი პროცესის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმის მდგომარეობა, ინფექციური პროცესის მიმდინარეობის სიმძიმე და გამომწვევის ვირულენტობა.

გამოკვლევის შემდეგ ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით.

როდის ჩავიტაროთ უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა?

  •  უროგენიტალური ტრაქტის ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას
  • მკურნალობის შემდგომი მონიტორინგისთვის (ანტიბაქტერიული, იმუნობიოლოგიური პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 7-14 დღის შემდეგ).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • საკვლევი მასალა უნდა შეგროვდეს ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის დამთავრებიდან არა უადრეს 7-10 დღისა
  • საკვლევი მასალის აღებამდე 3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია  სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება
  • ქალებისთვის: მასალის შეგროვებამდე სამი დღის განმავლობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ვაგინალური დუშირება,   სუპოზიტორიები, მალამოები, ტამპონები.
  • მამაკაცებისთვის: მასალის შეგროვებამდე 3 დღის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ეაკულაცია
  • მასალის შეგროვება ლაბორატორიულ ცენტრში არ ხორციელდება (საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ).

საკვლევი მასალა

ქალებში: საშოს ნაცხი, საშვილოსნოს ყელის ნაცხი.

მამაკაცებში: ურეთრის ნაცხი, პროსტატის სეკრეტი, სპერმა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ნაცხში პათოგენური მიკროფლორის ან სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების გამოყენება, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს. გამოკვლევების შედეგების, კლინიკური სურათის და სხვა ანამნეზური მონაცემების გათვალისწინებით, სწორედ ექიმ-სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის დანიშვნაზე.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/cultura-secretie-uretrala-cu-antibiograma-dupa-caz/

https://www.synevo.ro/shop/cultura-secretii-vaginale-cu-antibiograma-dupa-caz/

https://spravochnik.synevo.ua/ru/bacteriologia/id1771.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button