
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00 Original price was: ₾90.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც გამოიყენება ყურის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირებისთვის.
ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის სანდო მეთოდი ინფექციის გამომწვევის დასადგენად და სწორი მკურნალობის შესარჩევად.
შუა ყურის ოტიტის ძირითადი გამომწვევებია: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis
გახანგრძლივებული ვირუსული ინფექციების დროს
ყურიდან სითხის ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას
სმენის დაქვეითების დროს, რომელიც ახლავს ინფექციურ პროცესს
ყურის დაგუბების შეგრძნების დროს, რომელიც 2-3 დღეზე მეტად ხანგრძლივდება
შუა ყურის ანთების დროს, როდესაც საკვლევი მასალა მიღებულია ტიმპანოცენტეზის პროცედურით – მიკროფლორა როგორც წესი ერთი გამომწვევითაა წარმოდგენილი და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარება მარტივია.
გარეთა ოტიტის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოგრამის საკითხი გართულებულია, რადგან კანის ზედაპირზე გამოყოფილი ანთებითი ექსუდატი, როგორც წესი რამდენიმე ტიპის მიკროფლორითაა წარმოდგენილი.
გარეთა ყურის საპროფიტული ფლორა წარმოდგენილია:
– კორინებაქტერიებით და გოაგულაზ-ნეგატიური სტაფილოკოკით.
– ნაკლებად დამახასიათებელი ბაქტერიული კულტურებია: მიკროკოკები, საპროფიტული ნეისერია.
– სოკოები: ალტერნარია, პენიცილინები და კანდიდა (არა albicans).
გარეთა ყურის ანთებას კანის ინფექციების ნიშნები ახასიათებს. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს:
– ბასრი ან ბლაგვი საგნებით მექანიკური დაზიანებით
– Streptococcus pyogenes -ის შეჭრისას
– გარეთა სასმენ მილში წყლის შეჭრტისას, შესაძლებელია კანის ზედაპირის მაცერაცია და ისეთი გამომწვევების შეჭრა, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa (მტკნარ წყალში ბანაობისას) და Vibrio alginolyticus (ოკეანის წყალში ბანაობისას)
– ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ხშირია სოკოვანი მიკროფლორის განვითარება, როგორიცაა: Candida albicans და Aspergillus.
შუა ყურის ანთება ანატომიურ-ფიზიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით ხშირია ბავშვებში 3 თვიდან 3 წლამდე.
შუა ყური, ისევე როგორც შიგნითა ყური სტერილური გარემოა და ინფექციური აგენტების შეჭრა შესაძლოა მოხდეს მიმდებარე ან მეზობელი ანატომიური სტრუქტურებიდან გავრცელების გზით.
– შუა ყურის ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი ცხვირ-ხახის ინფექციები, რომლის დროსაც ევსტაქის ლულის (ცხვირ-ხახის და შუა ყურის დამაკავშირებელი მილია) შეგუბებით ფერხდება შუა ყურის დრენაჟი და ლოკალური მიკროფლორის გავრცელებით ვითარდება ანთება.
– ბავშვებში ტონზილიტი და ფარინგიტი ხშირად რთულდება შუა ყურის ანთებით, რასაც ხელს უწყობს ასაკობრივი ანატომიური თავისებურება – ტრაქეის (სასულის) ჰორიზონტალური მდებარეობა.
– ადენოიდური ნაზარდები ხელს უწყობს შუა ყურის ანთების განვითარებას, მათში ქრონიკული ანთებითი ინფექციური პროცესის მიმდინარეობის გამო.
გარეთა და შუა ყურის ქრონიკული ანთების დროს, ანაერობული მიკროფლორიდან ჭარბობს: Peptostreptococcus spp., Bacteroides fragilis, Prevotella melaninogenica, Porphyromonas, რასაც შესაძლოა ახლდეს Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa და სხვა გრამ-უარყოფითი ბაქტერიები.
საკვლევი ნიმუში:
გარეთა ოტიტის დროს საკვლევ მასალას წარმოადგენს გარეთა სასმენი ლულის ან ყურის ნიჟარის ზედაპირიდან გამოყოფილი ექსუდატი. შუა ყურის ანტებისას კი საკვლევი მასალაა ტიმპანოცენტეზის (დაფის აპკის ჩხვლეტის) ან დაფის აპკის სპონტანური პერფორაციის შედეგად მიღებული ექსუდატი.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
