Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დიაბეტის მონიტორინგის პროფილი 2

ცნობილი როგორც: დიაბეტის მონიტორინგის პროფილი
SKU: PL220502

109.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

დიაბეტის მონიტორინგის პროფილი 2 მოიცავს 4 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, შაქრიანი დიაბეტისა და თერაპიის მონიტორინგი და ხელახლა შეფასება უნდა განხორციელდეს 3 თვეში ერთხელ.

პერიოდული მონიტორინგის მეშვეობით, პაციენტების 30-40%-ი დიაბეტს კარგად აკონტროლებს.

პროფილური კვლევით ვლინდება ის არანორმალური მნიშვნელობები, რომლებმაც შეიძლება მიგვითითონ დიაბეტის გართულებებზე ან თერაპიული კურსის ცვლილების აუცილებლობაზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი ტარდება შაქრიანი დიაბეტის მონიტორინგის მიზნით, ექიმის რეკომდენაციით.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდები ან დიაბეტის თერაპიული კურსის ცვლილება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს ან შეცვლის მიმდინარე თერაპიის კურსს.

დამატებითი ინფორმაცია

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებას.

ჩვეულებრივ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის დონე მატულობს, საპასუხოდ პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ინსულინს, რომელიც მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, თქვენი ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან ვერ გამოიყენებს მის მიერ წარმოქმნილ ინსულინს ეფექტურად. როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი ინსულინი ან უჯრედები წყვეტენ ინსულინზე რეაგირებას, სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა რჩება.

სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს ორგანოებსა და ქსოვილებს მთელს სხეულში. რაც უფრო მაღალია სისხლში შაქრის დონე და რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება ის, მით მეტია ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი, როგორიცაა გულის დაავადება, მხედველობის პრობლემები და თირკმლების დაავადება.

სწორედ ამ გართულებების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია დიაბეტის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი.

შაქრიანი დიაბეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – შაქრიანი დიაბეტი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

რეკომენდებულია კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button