ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾210.00
დესმოგლეინი 1 და დესმოგლეინი 3 დესმოსომების შემადგენელი ადჰეზიური (შემაკავშირებელი) გლიკოპროტეინებია, რომლებიც უჯრედებს შორის მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფს. დესმოგლეინი 1 და დესმოგლეინი 3 წარმოადგენს ქსოვილოვან სამიზნეს, რომელთა მიმართ ვითარდება აუტოანტისხეულები დაავადება პემფიგუსის დროს.
პემფიგუსი კანის აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც დესმოგლეინი 1 და დესმოგლეინი 3 ანტისხეულები ვითარდება. დაავადებას კანის ბუშტუკოვანი დაზიანება ახასიათებს. „ფოთლისებრი“ პემფიგუსი კანის ზედაპირულ შრეებს აზიანებს. ამ დროს ვითარდება უპირატესად დესმოგლეინი 1 ანტისხეულები. ვულგარული პემფიგუსის დროს კანი ბევრად ღრმა შრეებამდე ზიანდება. დაავადების ამ ფორმას ახასიათებს კანის ეროზიები და ბუშტები. ვულგარული პემფიგუსისთვის დესმოგლეინი 3 ანტისხეულებია მეტად დამახასიათებელი.
კვლევებით დადასტურებულია, რომ დესმოგლეინ 1 და 3 ანტისხეულების არსებობა-არასებობით განისაზღვრება პემფიგუსის დიაგნოსტიკა. ასევე ანტისხეულების ტიპის შესაბამისად ისმება ფოთლოვანი ან ბუშტუკოვანი (ვულგარული) პემფიგუსის დიაგნოზი.
დესმოგლეინ 3 აუტოანტისხეულების განსაზღვრა სკრინინგული ტესტია, პემფიგუსის სადიაგნოსტიკოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერენტული საზღვრები
დესმოგლეინ 1
<14.0 ერთ – უარუოფითი
14.0-20.0 ერთ – ორაზროვანი პასუხი
>20.0 ერთ – დადებითი
დესმოგლეინ 3
<9.0 ერთ – უარყოფითი
9.0-20.0 ერთ – ორაზროვანი პასუხი
>20.0 ერთ – დადებითი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები