Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პანკრეასის ელასტაზა (განავალი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Pancreatic elastase (feces)
SKU: 270

117.00

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ელასტაზა არის პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ეგზოკრინული ქსოვილის მიერ. ტესტის დროს განისაზღვრება ელასტაზას რაოდენობა განავალში, რათა შეფასდეს თუ რამდენად კარგად ფუნციონირებს ადამიანის პანკრეასი.

პანკრეასი მდებარეობს მუცლის ღრუში და შედგება ორი სახის – ეგზოკრინული და ენდოკრინული ქსოვილისგან. ეგზოკრინული პანკრეასი პასუხისმგებელია ელასტაზას გამომუშავებაზე სხვა ფერმენტებთან ერთად, რომლებიც ტრანსპორტირდებიან წვრილ ნაწლავში ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების დასაშლელად, როგორც საკვების მონელების ნაწილი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი ტარდება მაშინ, როდესაც გაქვთ ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ტკივილი (სპაზმები), წონაში კლება, მალაბსორბცია, დაგვიანებული ზრდა (ბავშვებში) და ცხიმიანი, უსიამოვნო სუნის მქონე განავალი.

ტესტი ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • პანკრეასის კარცინომა;
  • I ტიპის დიაბეტი;
  • შვაჩმან-დიამონდის სინდრომი;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის პანკრეასის უკმარისობა.

ელასტაზას გამოკვლევა განავალში ასევე გამოიყენება ადრე დიაგნოსტირებული პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მკურნალობის მონიტორინგისთვის.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ჯანმრთელი ადამიანის განავალში განისაზღვრება ელასტაზას ნორმალური რაოდენობა.

განავლის ელასტაზას შემცირებული რაოდენობა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პაციენტს აქვს პანკრეასის უკმარისობა. ტესტის ამ შედეგით საბოლოო დიაგნოზი არ ისმევა, თუმცა იგი მიუთითებს შემდგომი ტესტირების საჭიროებაზე.

პროდუქტის აღწერა

ელასტაზა წარმოადგენს პანკრეასის მიერ გამოყოფილი მთლიანი ფერმენტების 6%-ს. ის თორმეტგოჯა ნაწლავში ტრიფსინის მიერ აქტიურდება, დეგრადაციის გარეშე გაივლის წვრილ ნაწლავში და კონცენტრირდება განავალში (ორგანიზმიდან გამოიყოფა განავლით).

ელასტაზას აღმოჩენა და განსაზღვრა შესაძლებელია განავალში, როდესაც ადამიანის პანკრეასი ნორმალურად ფუნქციონირებს. განავალში მისი დონე მცირდება მაშინ, როდესაც პანკრეასის ეგზოკრინული ქსოვილები არ აწარმოებენ საკმარის ელასტაზას და სხვა საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს. ამ მდგომარეობას ეწოდება ეგზოკრინული პანკრეასის უკმარისობა.

ეგზოკრინული პანკრეასის უკმარისობა ვითარდება მაშინ, როდესაც გამოთავისუფლებული და წვრილ ნაწლავში ტრანსპორტირებული ფერმენტების რაოდენობა არასაკმარისია საკვების სათანადო მონელებისა და საკვები ნივთიერებების ათვისებისთვის. ნებისმიერმა მდგომარეობამ, რომელიც ბლოკავს პანკრეასის სადინრებს ან აზიანებს ან ანადგურებს უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ელასტაზას, შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის უკმარისობა. ის ხშირად გვხვდება ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა ქრონიკული პანკრეატიტი და ზოგჯერ პანკრეასის კიბო. ბავშვებში ის ყველაზე ხშირად ასოცირდება ცისტურ ფიბროზთან (CF) ან შვაჩმან-დიამონდის სინდრომთან (SDS). I ტიპის დიაბეტის დროს ელასტაზას კონცენტრაციის დაქვეითება აღინიშნება 50%-ზე მეტ შემთხვევაში, ხოლო II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მხოლოდ 35%-ს აქვს ფერმენტების დაბალი დონე.

იმის გამო, რომ ელასტაზას ტესტის სპეციფიურობა არის 90-100% და მგრძნობელობა – 93-98%, ეს გამოკვლევა სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები

საკვლევ მასალას წარმოადგენს განავალი, რომელიც გამოიყოფა დღის ნებისმიერ დროს.

  • თუ თქვენ იღებთ პანკრეასის ფერმენტებს, შეიძლება ექიმმა მოგთხოვოთ მათი შეწყვეტა განავლის შეგროვებამდე 5 დღით ადრე.

კვლევისთვის განავლის შეგროვების წესები

  • კვლევისთვის განავლის შეგროვებამდე, ჯერ უნდა შეიძინოთ სპეციალური კონტეინერი.
  • განავლის ნიმუში გროვდება სუფთა კონტეინერში.
  • ნიმუში უნდა იყოს ჩამოყალიბებული (არა წყლიანი) და არ უნდა იყოს დაბინძურებული შარდით ან წყლით (განავლის შეგროვებამდე უნდა მოშარდოთ).
  • ნიმუშების აღება ხდება ფეკალური მასის შუა ნაწილიდან კოვზით, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ ჭურჭელში ფეკალური მასალის შესაგროვებლად. ანალიზისთვის საკმარისია ჭურჭლის მოცულობის 1/3 ან 10-15გ განავალი.
  • კონტეინერი დაუყოვნებლივ უნდა მიიტანოთ ლაბორატორიაში.

 

 

 

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button