Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კორტიზოლი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:სტრესის ჰორმონი
SKU: 1020

Original price was: ₾43.00.Current price is: ₾38.70.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

კორტიზოლი მნიშვნელოვანი გლუკოკორტიკოსტეროიდია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის მრავალი ფუნქციის შესასრულებლად. სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად, კორტიზოლი სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიდამოში. სისხლში, კორტიზოლის 90% უკავშირდება კორტიკოსტეროიდულ შემაკავშირებელ პროტეინს (CBG) და ალბუმინებს. კორტიზოლის მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს თავისუფლად და შეუძლია, რეცეპტორებთან ურთიერთქმედება.

კორტიზოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციებია – სისხლში გლუკოზის დონის მომატება (გლუკონეოგენეზის სტიმულირებით), ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული მოქმედება.

კორტიზოლის სინთეზს და სეკრეციას აკონტროლებენ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმები. თუ კორტიზოლის დონე დაბალია, კორტიკოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი (CRH) გამოიყოფა ჰიპოთალამუსის მიერ, რაც იწვევს ჰიპოფიზის ჯირკვალში ACTH–ის გამოთავისუფლებას. ACTH ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში კორტიზოლის სინთეზს და სეკრეციას. კორტიზოლი თავად მოქმედებს ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსზე უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმის საშუალებით. გარდა ამისა, სტრესი ზრდის კორტიზოლის სეკრეციას.

ჩვეულებრივ, შრატში კორტიზოლის კონცენტრაცია განიცდის დღიურ ცვალებადობას. დილაობით მაქსიმალური კონცენტრაცია (700 ნმოლ/ლ-მდე) შეინიშნება, ხოლო ყველაზე დაბალი კონცენტრაცია (რომლებიც დილის დაახლოებით ნახევარია) – 16:00 – 20:00-სთ-მდე. ამიტომ შედეგების ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია იცოდეთ ტესტის ჩატარების დრო.

ასევე შეიძლება შესრულდეს სტიმულირების ან დათრგუნვის ტესტები. დექსამეტაზონით დათრგუნვის ტესტი (2 ვარიანტი: 1 მგ ან 8 მგ) გამოიყენება ბაზალური კორტიზოლის დონის მომატების მიზეზის დასადგენად.

როდის ჩავიტაროთ ტესტი კორტიზოლზე?

ეს ტესტი ყოველთვის ინიშნება ექიმის რეკომენდაციით, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით.

  • ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის აქტივობის დონის შესაფასებლად;
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი – დაავადების დამახასიათებელი მრავალრიცხოვანი და პროგრესირებადი სიმპტომები (სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, მიოპათია, ჰირსუტიზმი, პლეტორა, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, წითელი სტრიები, კანისა და რბილი ქსოვილების მომატებული ტრავმატიზმი, მენსტრუალური ციკლის მოშლა).
  • პაციენტის ასაკისთვის ატიპური კლინიკური სიმპტომები (ოსტეოპოროზი, არტერიული ჰიპერტენზია);
  • ზრდაში ჩამორჩენა და ჭარბი წონის მქონე ბავშვები;
  • თირკმელზედა ინციდენტალომა, ადენომის ვიზუალური ნიშნებით;
  • პირველადი და მეორეული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დიფერენციალური დიაგნოზი ACTH–ის კვლევასთან ერთად.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტი კეთდება უზმოდ დილის 7-დან 10 საათამდე.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

კორტიზოლის დონე მომატებულია:

  • იცენკო-კუშინგის დაავადება / სინდრომი;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია;
  • ექტოპიური CRH სინდრომი (კორტიკოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი);
  • ექტოპიური ACTH სინდრომი;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • ჰიპოთირეოზი (კატაბოლიზმის დაქვეითება);
  • ჰიპერთირეოიდული მდგომარეობა;
  • ჰიპოგლიკემია;
  • სიმსუქნე;
  • დეპრესია;
  • აივ ინფექცია (მოზრდილებში);
  • ღვიძლის ციროზი (კატაბოლიზმის დაქვეითება);
  • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ორსულობა

კორტიზოლის დონე დაქვეითებულია:

  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • ადისონის დაავადება;
  • მდგომარეობა გლუკოკორტიკოიდების მიღების შემდეგ;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი;
  • ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა (სეკრეციის დაქვეითება);
  • ღვიძლის უკმარისობა – სეკრეციის დაქვეითება (ციროზი, ჰეპატიტი);
  • წონის მკვეთრი კლება.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button