Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სრული თირეოიდული პროფილი (დიაგნოსტიკური პროფილი)

ცნობილი როგორც: Complete thyroid profile (diagnostic profile)
SKU: 293

Original price was: ₾170.00.Current price is: ₾115.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ისინი აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის, აგრეთვე ტვინისა და ნერვების ფუნქციის მომწიფებისა და შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან სხეულის სითბოს წარმოქმნასა და ჟანგბადის მოხმარებაზე. მათ აქვთ კონკრეტული მოქმედება ცალკეულ ორგანოებზე – გულზე, ღვიძლზე, თირკმლებზე, ჩონჩხის კუნთებსა და კანზე.

ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის და აუტოიმუნური დაზიანების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად რეკომენდებულია ფარისებრი ჰორმონების FT3, FT4 და TSH და თიროიდული ანტისხეულების Anti TG, Anti TPO ერთდროული შესწავლა ანუ სრული თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) პროფილი – ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური პროფილი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში:

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ნიშნები:

  • წონაში კლება ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
  • აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
  • ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
  • კანკალი
  • უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
  • თვალების წინ წამოწევა
  • ხშირი შარდვა ან დიარეა

ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:

  • წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
  • გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
  • ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
  • დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
  • ყაბზობა
  • წარბების გათხელება ან თმის ცვენა
  • სიცივის მუდმივი შეგრძნება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების არსებობა სისხლით ნათესავებში.

ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევისას პათოლოგიური კერების აღმოჩენისას

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

პროდუქტის აღწერა

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button