ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი III & პარაზიტოლოგია

ცნობილი როგორც:Child Health Profile III & Parasitology
SKU: 998

Original price was: ₾115.00.Current price is: ₾80.00.

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: სისხლი | განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი III & პარაზიტოლოგია წარმოადგენს კომპლექსურ კვლევას, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და გამოვლინდეს პარაზიტული ინფექციები, რომლებიც ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებულია.

 

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი III & პარაზიტოლოგია

ბავშვთა ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით, იძლევა ინფორმაციას ზრდის პროცესში განვითარებულ პრობლემებზე, როგორიცაა რკინისდეფიციტი (ანემია), ანთებითი და ინფექციური პროცესები, სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია და მისი გართულებები, რევმატიული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემები (დიაბეტი), შესაძლო ალერგიული რეაქცია და სხვა საყურადღებო მდგომარეობები.

ბავშვთა პროფილი მოიცავს შემდეგ 9 კვლევას:

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • პროფილური კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აღენიშნება ანემიისთვის, ანთებითი და ინფექციური პროცესებისთვის, სტრეპტოკოკული ინფექციისა და მისი გართულებებისთვის, რევმატიული დაავადებებისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემებისთვის (დიაბეტი), კალციუმის დეფიციტისთვის (რაქიტი), შესაძლო ალერგიული რეაქციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
  • კვლევა ტარდება პროფილაქტიკის – ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების– მიზნით

 

რომელი სიმპტომების არსებობისას არის რეკომენდებული კვლევა?

  • მუცლის ტკივილის, შებერილობის ან მონელების დარღვევების დროს;
  • მადის დაქვეითების ან წონის არასაკმარისი მატების შემთხვევაში;
  • ანემიის მიზეზის დასადგენად;
  • კანის ალერგიული გამოვლინებებისა და ქავილის დროს;
  • ხშირი დაღლილობისა და სისუსტის შემთხვევაში;
  • საბავშვო ბაღში, სკოლაში ან კოლექტივში პარაზიტული ინფექციის გავრცელებისას;
  • პროფილაქტიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

საცნობარო მნიშვნელობები

პროფილი მოიცავს ბავშვის ჯანმრთელობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან ლაბორატორიულ მაჩვენებლებს, ხოლო პარაზიტოლოგიური კვლევები ხელს უწყობს ნაწლავური პარაზიტების დროულ გამოვლენას და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას.

პარაზიტული ინფექციების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდის, განვითარების და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

სისხლის საერთო ანალიზი & ედს

ანალიზი შეიძლება ჩატარდეს, როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი პრობლემების გამოსავლენად ან იმის გამო, რომ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დონეს შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთება და სხვა.

სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელიც ატარებს ჟანგბადს სხეულის ქსოვილებში და უზრუნველყოფს სისხლის წითელ ფერს. როდესაც ჰემოგლობინის დონე დაბალია, ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და აწუხებდეს ადვილად დაღლა, მისი გულისცემა და სუნთქვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

თრომბოციტებიწარმოქმნიან თრომბებს, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში. როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, სისხლდენა ადვილად ვითარდება. თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მქონე ბავშვს შეიძლება ადვილად განუვითარდეს სისხლჩაქცევები ან ხშირად ჰქონდეს ცხვირიდან სისხლდენა. სისხლი განავალში და შარდში ნაკლებად ხშირია.

სისხლის თეთრი უჯრედები

ნეიტროფილებიებრძვიან სოკოებით და ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს. ნეიტროპენია (რაოდენობის შემცირება) შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან დაავადებებით, დარღვევებით ან ინფექციებით, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედიკამენტმა ან მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია.

ლიმფოციტები იცავენ ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგანაც. ლიმფოციტოპენია შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი სინდრომით, ასოცირებული იყოს გარკვეულ დაავადებებთან ან იყოს მედიკამენტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტი.

მონოციტები ხელს უწყობენ მკვდარი ან დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებას. ინფექციებმა, სიმსივნურმა პროცესებმა, აუტოიმუნურმა დაავადებებმა და სხვა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს მონოციტების რაოდენობის გაზრდა. რაოდენობის შემცირება შეიძლება იყოს ტოქსინების, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების შედეგი.

ეოზინოფილია (ეოზინოფილების რაოდენობის მატება) შეიძლება გამოწვეული იყოს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციით ან პარაზიტული ინფექციით.

ბაზოფილების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით ან ინფექციით. გაზრდილი რაოდენობა შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან სხვა დარღვევებით.

რკინა

ბავშვებში რკინა წარმოადგენს აუცილებელ საკვებ ნივთიერებას მრავალი ორგანოსა და სისტემის ზრდისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის, ძირითადად კი ერითროპოეზისთვის. ის უნდა იქნას მიღებული საკვებიდან და მისი შეწოვა ხდება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. როდესაც რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, და როდესაც მისი რაოდენობა არასაკმარისია ერითროციტების წარმოების სრულად მხარდასაჭერად, მდგომარეობას რკინის დეფიციტს უწოდებენ. შემთხვევების 30%-ში, მკურნალობის გარეშე, შეიძლება განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს ანემიის ყველაზე ხშირ ფორმას ბავშვებში.

რკინის დეფიციტის მიზეზები მრავალრიცხოვანია, მაგრამ ბავშვებში ეს ძირითადად გამოწვეულია ოთხი მიზეზით: დაბადებისას რეზერვების შემცირება, საკვებიდან რკინის არაადექვატური მიღება, ნაწლავში შეწოვის შემცირება ან სისხლის ქრონიკული კარგვა.

რკინის დეფიციტის ნიშნები:

  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;
  • მადის დაქვეითება;
  • თამაშის სურვილის ნაკლებობა;
  • გაღიზიანება;
  • ასთენია;
  • უძილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვა;
  • ყურადღების, ინტელექტუალური, მეხსიერების, მოტორული უნარებისა და საუბრის გამართულობის დეფიციტი;
  • გლოსიტი;
  • დისფაგია;
  • კუჭის მჟავიანობის დაქვეითება;
  • ფრჩილების დისტროფია;
  • თმების მტვრევადობა;
  • ამენორეა;
  • ზრდის შეფერხება;
  • ინფექციებისადმი მიდრეკილება და სხვ.

იმუნოგლობულინიE (IgE)

IgE ანტისხეულები ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი რაოდენობა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სხეული ზედმეტად რეაგირებს ალერგენებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

IgE დონე ასევე შეიძლება იყოს მაღალი, როდესაც ორგანიზმი ებრძვის პარაზიტულ ინფექციას ან სახეზეა იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა.

შესაბამისად IgE ანტისხეულის განსაზღვრა გვეხმარება დავადგინოთ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია, იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა ან პარაზიტული ინფექცია.

პარაზიტოლოგიური გამოკვლევა (განავალი)

განავლის ნიმუშის გამოკვლევას შეუძლია მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია კუჭის, ნაწლავების, სწორი ნაწლავის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა ნაწილების პრობლემების შესახებ.

კვლევა განსაკუთრებით მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აქვს შესაძლო პარაზიტული ინფექციისსიმპტომები, როგორიცაა დიარეა დიდი ხნის განმავლობაში, სისხლი ან ლორწო განავალში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი ან ცხელება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნებოდა პარაზიტული დაავადების გავრცელება სკოლაში ან საბავშვო ბაღში, თუ ბავშვმა ცოტა ხნის წინ დალია დაბინძურებული წყალი, ან იმოგზაურა განვითარებად ქვეყანაში.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები

სისხლის ნიმუშის აღება, პროფილური კვლევებისთვის,  აუცილებელია დილით უზმოდ

განავლის პარაზიტოლოგიურ გამოკვლევამდე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვლევის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის:

  • ბარიუმის ფაფით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კონტრასტული გამოკვლევიდან 10 დღის გასვლამდე;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან თერაპიიდან 14 დღის განმავლობაში;
  • მინერალური ზეთების, ბისმუტის, დიარეის საწინააღმდეგო და საფაღარათო საშუალებების მიღებისას ან მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.

კვლევისთვის განავლის შეგროვების წესები

  • კვლევისთვის განავლის შეგროვებამდე, ჯერ უნდა შეიძინოთ სპეციალური კონტეინერი.
  • განავლის შეგროვებამდე ბავშვმა უნდა მოშარდოს (გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში). კვლევისთვის, განავალი არ უნდა შეიცავდეს მინარევებს, როგორიცაა შარდი.
  • განავალი უნდა შეგროვდეს სპეციალურად მომზადებულ ჭურჭელში თვითდეფეკაციით.
  • ნიმუშების აღება ხდება ფეკალური მასის შუა ნაწილიდან კოვზით, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ ჭურჭელში ფეკალური მასალის შესაგროვებლად. ანალიზისთვის საკმარისია ჭურჭლის მოცულობის 1/3 ან 10-15გ. განავალი.
  • კონტეინერი უნდა იყოს მჭიდროდ დახურული, მოთავსდეს სუფთა ჩანთაში და მიეწოდოს ლაბორატორიულ ცენტრს.
  • დაუშვებელია კლიზმის, სუპოზიტორების, აბუსალათინის ან ვაზელინის ზეთის გამოყენების შემდეგ მიღებული განავლის მიწოდება ლაბორატორიისთვის, გამოსაკვლევად.

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

http://synevo.ro

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
powered by Google
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button