ზოგადი ინფორმაცია
ელექტროლიტები არის ელექტრულად დამუხტული მინერალები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში სითხის დონის,მჟავებისა და ფუძეების ბალანსის კონტროლს. ისინი ასევე ხელს უწყობენ კუნთების და ნერვული სისტემის აქტივობას, გულისცემის და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლს. ელექტროლიტური პანელი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შრატის ელექტროლიტური ტესტი, არის სისხლის ტესტი, რომელიც ზომავს ორგანიზმში ძირითადი ელექტროლიტების დონეს:
-
-
- ნატრიუმი – ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის კონტროლს და უზრუნველყოფს კუნთებისა და ნერვების გამართულ მუშაობას.
- კალიუმი -კალიუმი აუცილებელია გულის მუშაობის რეგულაციისთვის. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილებისა და კუნთების სწორ მუშაობას.
- ფოსფატი – გადამწყვეტ როლს თამაშობს უჯრედებიდან ნაერთებისა და მოლეკულების გადაადგილებაში.
- მაგნიუმი – აუმჯობესებს ტვინისა და კუნთების მუშაობას, ეხმარება უჯრედებს ენერგიის გამომუშავებაში.
- ქლორიდი – სასიცოცხლო როლს ასრულებს სითხის ბალანსის შენარჩუნებაში უჯრედის სტრუქტურის შიგნით და გარეთ.
- კალციუმი- კალციუმის იონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვაში, გულის მუშაობასა და კოაგულაციის პროცესებში.
ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაერღვეს, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს რისკის ფაქტორებს ხსენებული პათოლოგიის განვითარებისთვის. ესენია:
-
-
- ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;
- ციროზი;
- გულის შეგუბებითი უკმარისობა;
- თირკმლის დაავადებები;
- კვების დარღვევები – ანორექსია, ბულიმია;
- ტრავმა – მძიმე დამწვრობა ან ძვლების მოტეხილობა;
- თირეოიდული და პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქცია;
- თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია
პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.
აქციის ფარგლებში ელექტროლიტების მოკლე პანელის ფასია 51ლარი, ნაცვლად 64 ლარისა, რომელშიც შედის მხოლოდ 3 პარამეტრი კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.
სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.
რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
ელექტროლიტური დისბალანსი და მასთან დაკავშირებული დაავადებები , ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის ფუნქციონირებისთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ელექტროლიტების უფრო მაღალი ან დაბალი დონის გამო.
- ჰიპერკალიემია. სისხლში კალიუმის ჭარბი რაოდენობა იწვევს არითმიას, კუნთების სისუსტეს და დაბნეულობას.
- ჰიპოკალიემია. კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, მათ შორის თირკმელების დაზიანება.
- ჰიპერკალციემია. სისხლში კალციუმის მაღალი დონის არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გულზე, ტვინზე და თირკმელებზე. ასევე იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტების დაზიანებას და სახსრების ტკივილს.
- ჰიპერნატრიემია. სისხლში ჭარბი ნატრიუმი იწვევს ქცევის პრობლემებს, კომას ან კრუნჩხვებს.
- ჰიპონატრიემია. სისხლში ნატრიუმის არასაკმარისი დონე იწვევს კრუნჩხვებს, კომას, დაბნეულობას და სუსტ რეფლექსებს.
რესურსები
https://medlineplus.gov/lab-tests/electrolyte-panel/
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/22358-electrolyte-panel
- MedlinePlus. Fluids and Electrolyte Balance. (https://medlineplus.gov/fluidandelectrolytebalance.html) Accessed 8/11/2021.
- Merck Manual (Consumer Version). Overview of Electrolytes. (https://www.merckmanuals.com/home/hormonal-and-metabolic-disorders/electrolyte-balance/overview-of-electrolytes?query=electrolyte) Accessed 8/11/2021.
- Merck Manual (Consumer Version). Overview of Minerals. (https://www.merckmanuals.com/home/disorders-of-nutrition/minerals/overview-of-minerals) Accessed 8/11/2021.
- Shrimanker I, Bhattarai S. Electrolytes. (https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK541123/) [Updated 2020 Sep 12]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2021 Jan-.
Accessed 8/11/2021.