ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾470.00
იმუნოლოგიური კვლევა, რომელიც განსაზღვრავს Chlamydia psittaci-ის მიმართ გამომუშავებულ IgG, IgA და IgM კლასის ანტისხეულებს. აღნიშნული ბაქტერია იწვევს ფსიტაკოზს — ინფექციას, რომელიც ადამიანზე ძირითადად ინფიცირებულ ფრინველებთან ან მათი გამონაყოფების შემცველ მტვერთან კონტაქტით გადადის.
ქლამიდია უჯრედშიდა, პროკარიოტული (უბირთვო,) ერთუჯრედიანი, 0.2-1ნმ ზომის პარაზიტია, რომელიც ხასიათდება როგორც ბაქტერიის, ისე ვირუსის დამახასიათებელი თვისებებით.
ფსიტაკოზის სეროლოგიური დიაგნოსტიკა მოითხოვს IgG ანტისხეულების ტიტრის მატებას ან კონვერსიას უარყოფითიდან პოზიტიურზე – მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის.
IgG ანტისხეულების ნაკლებობა მიუთითებს ბაქტერიული აგენტის საპასუხოდ არასაკმარის იმუნურ პასუხზე.
IgM ანტისხეულების აღმოჩენა როგორც წესი მწვავე პროცესზე მიუთიტებს, თუმცა, IgM ანტისხეულები ხასიათდება ჯვარედინი აქტივობით C. Pneumoniae-თან და C. Trachomatis-თან, ამიტომ აუცილებელია სამივე ტიპის ანტისხეულის – IgG, IgM, IgA -განსაზღვრა და მაჩვენებლების ინტერპრეტაცია კლინიკურ მონაცემებთან ერთად დინამიკაში.
ანტისხეულების უარყოფითი მაჩვენებელი არ გამორიცხავს დაავადებას, არამედ შესაძლოა იმუნოდეფიციტზე მიუთითებდეს.

ფსიტაკოზი (ასევე ცნობილია როგორც ორნითოზი) – ინფექციაა, რომელსაც C. psittaci იწვევს. ინფექციის ძირითადი წყაროა ფრინველები, განსაკუთრებით თუთიყუში და ასევე შინაური ცხოველები. ინფექციის გადაცემა ადამიანზე ხდება დასნებოვნებული ცხოველის ან ფრინველის რესპირატორული გამონაყოფების და ექსკრემენტების მეშვეობით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია და ამ შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
საკვლევი მასალა –ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები

ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |