ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾470.00
ქლამიდია უჯრედშიდა, პროკარიოტული (უბირთვო,) ერთუჯრედიანი, 0.2-1ნმ ზომის პარაზიტია, რომელიც ხასიათდება როგორც ბაქტერიის, ისე ვირუსის დამახასიათებელი თვისებებით:
ბაქტერიის დამახასიათებელი თვისებები:
ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებები:
კლასიფიკაციით გამოყოფენ ქლამიდიის 4 ოჯახს, რომელთაგანაც ადამიანისთვის პათოგენურობით გამოირჩევა ოჯახი Chlamydiaceae. გამოყოფენ ამ ოჯახის 2 გვარს:
ფსიტაკოზი (ასევე ცნობილია როგორც ორნითოზი) – ინფექციაა, რომელსაც C. psittaci იწვევს. ინფექციის ძირითადი წყაროა ფრინველები, განსაკუთრებით თუთიყუში და ასევე შინაური ცხოველები. ინფექციის გადაცემა ადამიანზე ხდება დასნებოვნებული ცხოველის ან ფრინველის რესპირატორული გამონაყოფების და ექსკრემენტების მეშვეობით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია და ამ შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ფსიტაკოზი პროფესიული დაავადებაა ზოოპარკებსა და ზოო-მაღაზიებში მომუშავე პერსონალისთვის, ფერმერებისთვის.
ფსიტაკოზის (ორნითოზის) ინკუბაციური პერიოდი 5-14 დღეა (ძალიან იშვიათად შესაძლოა თვეზე მეტი გაგრძელდეს).
დაავადების სამი კლინიკური ფორმა ვითარდება:
ფსიტაკოზის დიაგნოზი ისმება ეპიდემიოლოგიური, კლინიკური, რადიოლოგიური და ლაბორატორიული- სეროლოგიური მონაცემების საფუძველზე.
ლაბორატორიული კვლევის ჩატარებისას რეკომენდებულია ორი ნიმუშის გამოკვლევა: ერთი – აღებული მწვავე ფაზაში. მეორე – 2-3 კვირის ინტერვალით.
პაციენტის მომზადება – უმჯობესია კვლევა ჩატარდეს უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
ფსიტაკოზის სეროლოგიური დიაგნოსტიკა მოითხოვს IgG ანტისხეულების ტიტრის მატებას ან კონვერსიას უარყოფითიდან პოზიტიურზე – მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის.
IgG ანტისხეულების ნაკლებობა მიუთითებს ბაქტერიული აგენტის საპასუხოდ არასაკმარის იმუნურ პასუხზე.
IgM ანტისხეულების აღმოჩენა როგორც წესი მწვავე პროცესზე მიუთიტებს, თუმცა, IgM ანტისხეულები ხასიათდება ჯვარედინი აქტივობით C. Pneumoniae-თან და C. Trachomatis-თან, ამიტომ აუცილებელია სამივე ტიპის ანტისხეულის – IgG, IgM, IgA -განსაზღვრა და მაჩვენებლების ინტერპრეტაცია კლინიკურ მონაცემებთან ერთად დინამიკაში.
ანტისხეულების უარყოფითი მაჩვენებელი არ გამორიცხავს დაავადებას, არამედ შესაძლოა იმუნოდეფიციტზე მიუთითებდეს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები