Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქლამიდია ტრაქომატის | ას IgA

ცნობილი როგორც:ქლამიდია ტრაქომატის | ას IgA
SKU: 2036

Original price was: ₾30.00.Current price is: ₾27.00.

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ქლამიდია არის გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია. გვარი Chlamydia აერთიანებს ოთხ სახეობას: C. trachomatis, C. pneumoniae, C. psitttaci და C. pecorum.

ბოლო კლასიფიკაციები ქლამიდიას ყოფს 4 ოჯახად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია  ოჯახი Chlamydiaceae, რომელიც მოიცავს ორ გვარს:

  • გვარი Chlamydia – ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია C. trachomatis;
  • გვარი Chlamydophila – C. pneumoniae, C. psittaci, C. pecorum, C. abortus და სხვ.

მათგან მნშვნელოვან, Chlamydia trachomatis-ს შეუძლია სხვადასხვა დაავადების გამოწვევა.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – A, B და C – იწვევენ ტრაქომას – სერიოზულ დაავადებას, რომელიც აზიანებს თვალებს, იწვევს მძიმე კონიუნქტივიტს და ზრდის მხედველობის დაკარგვის რისკს. ტრაქომა არის შეძენილი სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მსოფლიოში. გადაცემა ხდება უშუალო და ინფიცირებულის თვალის ან ცხვირის სეკრეტთან კონტაქტით.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპი DK – იწვევს შარდსასქესო ტრაქტის ინფექციებს.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციები ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი –  შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).

ინფექცია ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურად მიმდინარეობს, რაც აფერხებს სამედიცინო დახმარების მიღების პროცესს და ზრდის პარტნიორზე გადაცემის რისკს სქესობრივი აქტის დროს. ინფექციის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, ტკივილი შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, რეაქტიული ართრიტი (რეიტერის სინდრომის ნაწილი, კონიუნქტივიტთან და ურეთრიტთან ერთად), მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, მენჯის ქრონიკული ტკივილი და საშვილოსნოსგარე ორსულობა.

Chlamydia trachomatis გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. ქლამიდიური ინფექციით დაავადებული დედების ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა კონიუნქტივიტი, პნევმონია და სხვა.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – L1-L3 – იწვევენ ვენერიულ ლიმფოგრანულომას – დაავადებას, რომელსაც ახასიათებს უმტკივნეულო გენიტალური წყლულები, რომლებიც სპონტანურად ხორცდებიან. რამდენიმე კვირის შემდეგ, საზარდულის ლიმფური კვანძები, რომლებიც შეიძლება დაჩირქდნენ, ზომაში იზრდებიან.

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

ის ძირითადად გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში.

ქლამიდიურ ინფექციებს მკურნალობენ მაკროლიდების, ტეტრაციკლინებისა და ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებებით. არანამკურნალევმა ქლამიდიურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სეროლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური და სხვა კვლევის მეთოდები.

ქლამიდიის გვარით გამოწვეულ ნებისმიერ ინფექციას თან ახლავს ანტისხეულების სწრაფი ფორმირება გვარის სპეციფიური ლიპოპოლისაქარიდის ანტიგენის მიმართ. ქლამიდიით გამოწვეული ყველა ინფექციისას პირველ რიგში ჩნდება IgM და IgA ანტისხეულები. IgA ანტისხეულების არსებობა მიუთითებს აქტიურ ინფექციაზე, იქნება ეს პირველადი, ქრონიკული ინფექცია თუ მისი რეაქტივაცია.

დადებით სეროლოგიას აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა სალპინგიტის, მექანიკური უნაყოფობის, პერიჰეპატიტის, ეპიდიდიმიტის, რეაქტიული ართრიტის დროს.

დადგინდა, რომ ლაპაროსკოპიულად დადასტურებული სალპინგიტის მქონე ქალებში, IgA ანტისხეულები C. Trachomatis-ით გამოწვეული აქტიური ინფექციის მარკერია, თუნდაც მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციის არარსებობის შემთხვევაში, კულტივაციის ან იმუნოფერმენტული მეთოდებით.

აუცილებელია გავითვალისწინოთ მწვავე ფაზის ანტისხეულების განსაზღვრის ცრუ დადებითი შედეგების არსებობის შესაძლებლობა, რაც განპირობებულია ქლამიდიის სახეობებს შორის ჯვარედინი რეაქციით. საეჭვო შედეგების შემთხვევაში აუცილებელია IgG-ის არსებობის შეფასება და დინამიკაში კვლევის განმეორება 7-14 დღის შემდეგ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ქლამიდია ტრაქომატისის საწინააღმდეგო IgA-ზე?

IgA ანტისხეულები განისაზღვრება:

  • სხვა მარკერებთან ერთად, Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციის მწვავე სტადიის დადასტურების მიზნით ცერვიციტის, სალპინგიტის, ენდომეტრიტის (ქალებში), ეპიდიდიმიტის (მამაკაცებში), ურეთრიტის, პროქტიტის, რეიტერის სინდრომის, ართრიტის, კონიუნქტივიტის, ტრაქომის კლინიკის დროს;
  • ახალშობილებში და სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვებში კონიუნქტივიტით და პნევმონიით;

კვლევა ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • გენიტალური გამონადენი;
  • გენიტალური წყლულები;
  • საზარდულის გადიდებული ლიმფური კვანძები;
  • სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, რომელსაც დაუდგინდა ქლამიდიური ინფექცია;
  • მენჯის ქრონიკული ტკივილი;
  • უნაყოფობა;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • ეპიდიდიმიტი;
  • პროსტატიტი;
  • რეაქტიული ართრიტის დიაგნოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

ინფექციის მწვავე სტადია (პირველადი ან ქრონიკული რეაქტივაცია).

უარყოფითი შედეგი:

  • არ აღინიშნება ინფექცია;
  • ინფექციის მწვავე სტადიის (პირველადი ან ქრონიკული რეაქტივაცია) არარსებობა.

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/chlamydia-trachomatis-anticorpi-ig-g/

https://www.synevo.bg/chlamydia-trachomatis/

https://spravochnik.synevo.ua/ru/urogenitalnie-infektcii/id1093.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button