ზოგადი ინფორმაცია
C რეაქტიული ცილა
C რეაქტიული ცილა არის ციკლური, მწვავე ფაზის ცილა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლის მიერ ანთების დროს.
იგი გამოიყენება როგორც ორგანიზმში ანთებითი პროცესის საიმედო მარკერი. იგი იზრდება სწრაფად, მაგრამ არასპეციფიურად ქსოვილის დაზიანებისა და ანთების საპასუხოდ და მეტად მგრძნობიარე და სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე). თუ C რეაქტიული ცილის დონე უკვე მომატებულია, ედს-ის დონე შეიძლება ჯერ კიდევ ნორმალური იყოს.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
- ანთებითი დაავადებების აქტივობის ხარისხის შეფასება;
- ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე პაციენტის სამედიცინო ისტორიის, ობიექტური ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე.
- ეჭვი ინფექციაზე ახალშობილებში
- სეფსისის სიმპტომების არსებობა – ცხელება, შემცივნება, აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა.
- C რეაქტიული ცილით შესაძლებელია კრონის დაავადების (მაღალი CRP) დიფერენცირება წყლულოვანი კოლიტისაგან (დაბალი CRP) და რევმატოიდული ართრიტის დიფერენცირება (მაღალი CRP) გაურთულებელი წითელი მგლურას დაავადებისგან (დაბალი CRP);
- პოსტოპერაციული გართულებების ადრეული გამოვლენა (თუ CRP დონე რჩება მაღალი ოპერაციის მესამე დღის შემდეგაც, შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ ინფექციის არსებობაზე);
- ტრანსპლანტანტის უარყოფის გამოვლენა;
- მემბრანების ნაადრევ რღვევასთან დაკავშირებული საშვილოსნოსშიდა ინფექციების გამოვლენა;
- ინფარქტის გაფართოების ან რეინფარქტის შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;
- ბაქტერიული ინფექციების დროს ანტიბიოტიკოთერაპიის მონიტორინგი;
- რევმატული დაავადებების დროს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის მონიტორინგი.
C რეაქტიული ცილა არის ღირებული მარკერი მწვავე ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტების მონიტორინგისთვის, განსაკუთრებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და მცირეწლოვან ბავშვებში.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
C რეაქტიული ცილის კონცენტრაცია იზრდება:
- ანთება, ქსოვილის ნეკროზი, ტრავმა;
- მიოკარდიული ინფარქტი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- გრაფტის უარყოფის რეაქცია;
- ავთვისებიანი სიმსივნეები;
- მეორადი ამილოიდოზი;
- სისტემური რევმატოიდული დაავადებები;
- ახალშობილთა სეფსისი;
- მენინგიტი;
- ტუბერკულოზი;
- პოსტოპერაციული გართულებები;
- ნეიტროპენია.
საცნობარო მნიშვნელობები
C რეაქტიული ცილის ფიზიოლოგიური როლი კომპლექსურია:
- კალციუმზე დამოკიდებული მექანიზმით ის უკავშირდება მრავალი ფოსფოლიპიდის, განსაკუთრებით პნეუმოკოკური C პოლისაქარიდის, ფოსფორილ-ქოლინურ ნარჩენებს (აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდება);
- უკავშირდება ქრომატინს და ჰისტონს და მონაწილეობს უჯრედის ნარჩენებისგან გაწმენდაში;
- უკავშირდება ფაგოციტებს და აჩქარებს ანტიგენებისა და მიკროორგანიზმების ფაგოციტოზს;
- მონაწილეობს კომპლემენტის კლასიკური გზით გააქტიურებაში;
- უკავშირდება LDL ლიპოპროტეინებს და სავარაუდოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქიდან მათ მოცილებაში.
- CRP თავისთავად არის ანთების „გამომწვევი“, რადგან ის ასტიმულირებს IL-1, IL-6 და TNF-α -ს წარმოქმნას მონოციტების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ CRP-ის ძირითადი წყარო არის ღვიძლი, ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ არტერიულ ქსოვილს შეუძლია გამოიმუშაოს როგორც CRP, ასევე პროტეინები, რომლებიც მიეკუთვნება კომპლემენტის სისტემას. CRP-ის დონე შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს (100-ჯერ ან მეტი) მძიმე ტრავმის, ბაქტერიული ინფექციების, ანთების, ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
გაიგე მეტი