
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾160.00
ბრუცელა – ანტისხეულების ტესტი (IgG, IgM) გამოიყენება ბრუცელოზის დიაგნოსტიკისთვის. ბრუცელოზი ზოონოზური ინფექციაა, რომელიც ადაიანზე გადადის ძირითადად ცხოველებიდან (ძროხა, ცხვარი, თხა) და იწვევს ხანგრძლივ ცხელებას, ართრალგიასა და ზოგად სისუსტეს.
ბრუცელა გრამ-უარყოფითი კოკობაქტერიაა, რომელიც არ იკეთებს კაფსულას და არ წარმოქმნის სპორებს. ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება – ბრუცელოზი – ზოონოზია, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზეც გავრცელდეს.
ბრუცელით ინფიცირდება თხა (Brucella melitensis), რქოსანი პირუტყვი (Brucella abortus), ღორი (Brucella suis), ძაღლი (Brucella canis ), ცხვარი (Brucella ovis) და სხვა.
ადამიანისთვის პათოგენურია შემდეგი სახეობები:
ინფექციის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე რამდენიმე გზით ხდება:
ბრუცელა ინტრაცელულური (უჯრედშიდა) ბაქტერიაა, რომელსაც არსებობა და გამრავლება შეუძლია მხოლოდ მასპინძლის ფაგოციტებში. მონოციტებსა და მაკროფაგებში განთავსებული ბაქტერია, აღწევს რეტიკულო-ენდოთელური სისტემის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში: ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და ძვლის ტვინში.
ადამიანის ბრუცელოზი მწვავე სისტემური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს:
ტულარემიისა და ქოლერი გამომწვევზე აცრილ პირებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ცრუ დადებითი სეროლოგიური მონაცემები ბრუცელოზის კვლევისას.
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
