
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾70.00
აპოლიპოპროტეინი E სისხლში არსებული ლიპოპროტეინების (მაგ: ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებზე (VLDL), ქილომიკრონებზე, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებზე (HDL) და სხვა) ზედაპირზეა განლაგებული. შესაბამისად აპოლიპოპროტეინი E გავლენას ახდენს შრატის ლიპიდების მაჩვენებლებზე.
აპოლიპოპროტეინი E ძირითადი ნაწილი ღვიძლში სინთეზირდება, თუმცა მცირე ნაწილი წარმოიქმნება ფილთვებში, ელენთაში,კუნთებსა და თავის ტვინში.
ნერვულ სისტემაში აპილიპოპროტეინი E მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიპიდების განაწილებაში, ნერვული ბოჭკოების ზრდის და განახლების პროცესში.
აპოლიპოპროტეინი E-ს ბიოლოგიურ აქტივობაზე გავლენას ახდენს მათი სტრუქტურის და რაოდენობის ცვლილება. სტრუქტურული ცვლილება ძირითადად განპირობებულია მე-19 ქრომოსომის გრძელ მხარზე განლაგებული ApoE გენით. გენს სამი ალელი (ასლი) გააჩნია, რომლებიც აპოლიპოპროტეინი E-ს სამ იზოფორმას წარმოქმნის, რომლებიც დისლიპიდემიების სხვადასხვა ფორმებს იწვევს.
აპოლიპოპროტეინი E-ს გენეტიკური ხასიათის დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლიპიდების მეტაბოლიზმზე და ასევე მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების და დემენციის განვითარების რისკს.
თუმცა, გარდა გენეტიკური პოლიმორფიზმისა, შრატის აპოლიპოპროტეინი E-ს კონცენტრაცია დაკავშირებულია ქოლესტერინის დონესთან.
გარდა ამისა, დადასტურებულია რომ აპოლიპოპროტეინი E მონაწილეობს იმუნური ანტებითი პროცესების განვითარებაში – ლიპიდური ანტიგენების იმუნურ სისტემასტან წარდგენის გზით. ორივე ფაქტორი – ლიპიდები და ანტებითი პროცესი აქტიურადაა ჩართული ათეროსკლეროზის პათოგენეზში.
პროსპექტული კვლევებით დადგენილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ აპოლიპოპროტეინი E-ს მაჩვენებლის მომატება პლაზმაში, უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების და სიკვდილიანობის რისკი, მიუხედავად სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის ან არარსებობისა (თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია და სხვა). აპოლიპოპროტეინი E-ს მომატებული კონცენტრაცია ასევე იწვევს C რეაქტიული ცილის მომატებას.
როდის ტარდება კვლევა?
კარდიოვასკულური რისკის შეფასება ლიპიდების მეტაბოლიზმის და ანთების სხვა მარკერებთან ერთად
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ბოლო კვებიდან 12-14 საათში
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
აპოლიპოპროტეინ E-ს კონცენტრაციის მომატება შესაძლებელია: ორსულობისას, სანაღვლე გზების დახშობის, ჰიპერლიპოპროტეინემიის, გაფანტული სკლეროზის რემისიის, დექსამეტაზონის მიღების დროს.
აპოლიპოპროტეინ E-ს კონცენტრაციის დაქვეითება ვლინდება: ApoE გენეტიკური დეფიციტისას, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღებისას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |