
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾65.00
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში – მოცირკულირე სისხლის მოცულობის რეგულაციის გზით.
იგივე კინაზა II ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია, რომელიც უჯრედის მემბრანაშია განლაგებული. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის 90% ქსოვილებთან ბმული სახითაა და მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს პლაზმაში თავისუფლად. ის ძირითადად წარმოიქმნება ფილტვის ენდოთელიუმში.
ფერმენტი მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის რეაქციათა კასკადში. ჰიპოვოლემიის (არტერიული წნევის დაქვეითების) საპასუხოდ ჰორმონ ანგიოტენზინ I გარდაქმნის აქტიურ ანგიოტენზინ II-ად, რომელიც ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი აქვს). ამგვარად ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი არაპირდაპირი გზით ზრდის არტერიულ წნევას. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი ასევე აინჰიბირებს (ბლოკავს) ბრადიკინინს (კალიკრეინ-კინინების სისტემა).
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის – ფილტვების დაზიანებით მიმდინარე სისტემური გრანულომატოზური დაავადების დროს. სარკოიდოზის დროს ანგიოტენინ გარდამქმნელი ფერმენტი აქტიურად წარმოიქმნება არამარტო ფილტვის ეპითელიუმში, არამედ მაკროფაგებშიც. ტუბერკულოზის ან ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებს, რომელთაც სარკოიდოზის მსგავსი რადიოლოგიური სურათი აქვთ განვითარებული, არ აღენიშნებათ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება, რაც დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის სიმძიმის პირდაპირპროპორციულია: დაავადების პირველ სტადიაზე ტესტი პოზიტიური შემთხვევათა 68%-ში, მეორე სტადიაზე 86%-ში, ხოლო მესამე სტადიაზე 91%-ში. როდესაც დაავადება პროგრესირებს ფილტვის ფიბროზის მიმართულებით, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის კონცენტრაციაც მცირდება. კორტიკოსტეროიდებით მიღწეული რემისიის პერიოდშიც ფერმენტის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის შეფასება ასევე ინფორმატიულია ციტოსტატიკებით (სიმსივნის და სხვა პროცესების საწინააღმდეგო ციტოტოქსიური მედიკამენტები) მკურნალობის ჩატარების შემდეგ.
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც უზმოდ, ისე კვების შემდეგ. არ არის რეკომენდებული კვლევის ჩატარება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს (კაპტოპრილი, ენალაპრილი და სხვა).
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მომატება, რადიოლოგიური მონაცემებით ფილტვის ინფილტრატების, ადენოპათიის და გრანულომების არსებობასთან ერთად ადასტურებს სარკოიდოზის დიაგნოზს.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის საპასუხოდ დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზზე მიუთითებს.
გარდა სარკოიდოზისა, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მომატება ან დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მდგომარეობებთან:
|
მომატება |
დაქვეითება |
|
|
ჯანმრთელი ზრდასრული პოპულაციის დაახლებით 5% შესაძლოა აღენიშნებოდეს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მატება აღინიშნება სხვა გრანულომატოზური დაავადებების დროსაც, შესაბამისად კვლევა იზოლირებულად არ გამოიყენება სარკოიდოზის სადიაგნოსტიკოდ.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის მაჩვენებლები ბავშვებში შესაძლოა 50%-ით მაღალი იყოს, ზრდასრულების ნორმებთან შედარებით.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა მწეველებში დაახლოებით 30%-ით დაბალია.
ჰემოლიზური და ჰიპერლიპემიური სისხლის ნიმუში – კვლევის არასწორ შედეგს იძლევა
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
