ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (ACE)

ცნობილი როგორც:ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი
SKU: 131

65.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში – მოცირკულირე სისხლის მოცულობის რეგულაციის გზით.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი

იგივე კინაზა II ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია, რომელიც  უჯრედის მემბრანაშია განლაგებული. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის 90% ქსოვილებთან ბმული სახითაა და მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს პლაზმაში თავისუფლად. ის ძირითადად წარმოიქმნება ფილტვის ენდოთელიუმში.

ფერმენტი მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის რეაქციათა კასკადში. ჰიპოვოლემიის (არტერიული წნევის დაქვეითების) საპასუხოდ ჰორმონ ანგიოტენზინ I გარდაქმნის აქტიურ ანგიოტენზინ II-ად, რომელიც ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი აქვს). ამგვარად ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი არაპირდაპირი გზით ზრდის არტერიულ წნევას. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი ასევე აინჰიბირებს (ბლოკავს) ბრადიკინინს (კალიკრეინ-კინინების სისტემა).

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის – ფილტვების დაზიანებით მიმდინარე სისტემური გრანულომატოზური დაავადების დროს. სარკოიდოზის დროს ანგიოტენინ გარდამქმნელი ფერმენტი აქტიურად წარმოიქმნება არამარტო ფილტვის ეპითელიუმში, არამედ მაკროფაგებშიც. ტუბერკულოზის ან ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებს, რომელთაც სარკოიდოზის მსგავსი რადიოლოგიური სურათი აქვთ განვითარებული, არ აღენიშნებათ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება, რაც დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის სიმძიმის პირდაპირპროპორციულია: დაავადების პირველ სტადიაზე ტესტი პოზიტიური შემთხვევათა 68%-ში, მეორე სტადიაზე 86%-ში, ხოლო მესამე სტადიაზე 91%-ში. როდესაც დაავადება პროგრესირებს ფილტვის ფიბროზის მიმართულებით, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის კონცენტრაციაც მცირდება. კორტიკოსტეროიდებით მიღწეული რემისიის პერიოდშიც ფერმენტის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის შეფასება ასევე ინფორმატიულია ციტოსტატიკებით (სიმსივნის და სხვა პროცესების საწინააღმდეგო ციტოტოქსიური მედიკამენტები) მკურნალობის ჩატარების შემდეგ.

 

 

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სარკოიდოზზე ეჭვის მიტანისას
  • სარკოიდოზის სიმძიმის და აქტივობის შესაფასებლად
  • კორტიკოსტეროიდული თერაპიის საპასუხოდ სარკოიდოზის აქტივობის შესაფასებლად

წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც უზმოდ, ისე კვების შემდეგ. არ არის რეკომენდებული კვლევის ჩატარება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს (კაპტოპრილი, ენალაპრილი და სხვა).

საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მომატება, რადიოლოგიური მონაცემებით ფილტვის ინფილტრატების, ადენოპათიის და გრანულომების არსებობასთან ერთად ადასტურებს სარკოიდოზის დიაგნოზს.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის საპასუხოდ დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზზე მიუთითებს.

გარდა სარკოიდოზისა, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მომატება ან დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მდგომარეობებთან:

 

მომატება

დაქვეითება

  • სარკოიდოზი
  • გოშეს დაავადება
  • გარეგანი ალერგიული ალვეოლიტი
  • კოკციდიომიკოზები
  • სილიკოზი
  • ბერილიოზი
  • აზბესტოზი
  • ამილოიდოზი
  • ჰისტოპლაზმოზი
  • ალკოჰოლური ციროზი
  • პირველადი ბილიარული ციროზი
  • არანამკურნალები თირეოტოქსიკოზი
  • ჰიპერპარათიროიდიზმი
  • ონკოგენური ჰიპერკალცემია
  • ფსორიაზი
  • ნაადრევი ახალშობილები რესპირატორული დისტრეს სინდრომით
  • შაქრიანი დიაბეტი
  • კეთრი
  • მიელომა
  • მელკერსონ-როზენტალის სინდრომი
  • სარკოიდოზის სტეროიდოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
  • ნევროზული ანორექსია
  • ჰიპოთირეოზი
  • ფილტვის ნეოპლაზმების პროგრესირებული სტადია
  • ბრონქოგენული კარცინომა

 

საცნობარო მნიშვნელობები

ჯანმრთელი ზრდასრული პოპულაციის დაახლებით 5% შესაძლოა აღენიშნებოდეს  ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მატება აღინიშნება სხვა გრანულომატოზური დაავადებების დროსაც, შესაბამისად კვლევა იზოლირებულად არ გამოიყენება სარკოიდოზის სადიაგნოსტიკოდ.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის მაჩვენებლები ბავშვებში შესაძლოა 50%-ით მაღალი იყოს, ზრდასრულების ნორმებთან შედარებით.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა მწეველებში დაახლოებით 30%-ით დაბალია.

ჰემოლიზური და ჰიპერლიპემიური სისხლის ნიმუში – კვლევის არასწორ შედეგს იძლევა

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
powered by Google
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button