Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანდროსტენედიონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ანდროსტენდიონი
SKU: 1119

90.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ანდროსტენედიონი მნიშვნელოვანი წინამორბედია ანდროგენული და ესტროგენული ჰორმონების ბიოსინთეზისთვის. ჰორმონი გამოიყოფა ძირითადად თირკმელზედა ჯირკვლის მიერ (წარმოება კონტროლდება ნაწილობრივ ACTH-ით) და აგრეთვე სათესლეებისა და საკვერცხეების მიერ (ACTH-სგან დამოუკიდებლად). ახასიათებს კონცენტრაციის დღიური ცვლილებები, მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება დილის 7-10 საათზე და მინიმუმი დღის 16.00 საათზე.

თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენული ჰორმონების მომატებული კონცენტრაცია გამოწვეულია დეჰიდროეპიანდროსტერონის (DHEA) და ანდროსტენედიონის გადაჭარბებული წარმოებით, რომელიც გარდაიქმნება ტესტოსტერონად პერიფერიულ ქსოვილებში, რაც იწვევს ვირილიზაციის სიმპტომებს.

ანდროსტენდიონის მომატებული დონე ქალებში იწვევს ჰიპერანდროგენიზმის სიმპტომებს; მამაკაცებში, როგორც წესი, მიმდინარეობს ასიმპტომურად, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გინეკომასტია ანდროგენების პერიფერიული გარდაქმნის გამო ესტროგენად.

ანდროგენული სიჭარბის კლინიკური გამოვლინებებია: ჰირსუტიზმი (ქალებში ზედმეტი თმის განვითარება მამაკაცური ტიპით), ოლიგომენორეა, აკნე და ვირილიზაციის სხვა ნიშნები (მამაკაცის სხეულის ფორმა, კუნთების განვითარება, ხმის გაუხეშება, ალოპეცია, კლიტორომეგალია).

ანდროგენული ჰორმონების სიჭარბე შეიძლება ასოცირდებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის სხვა ჰორმონების ცვალებად სეკრეციასთან და, შესაბამისად, შეიძლება გამოვლიდეს როგორც ”სუფთა”, ისე ”შერეული” ვირლიზაციის სინდრომი, რომელიც ასოცირდება გლუკოკორტიკოიდული სეკრეციის გაზრდასთან და კუშინგის სინდრომთან.

ანდროსტენდიონი მატულობს ჰირსუტიზმის, შტეინ-ლევენტალის სინდრომის, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის (ადრენოგენიტალური სინდრომის) შემთხვევებში, კუშინგის სინდრომის, ექტოპიური ACTH-ის მაპროდუცირებელი სიმსივნეების, თირკმელზედა ჯირკვლის ადენომების ან კარცინომის, საკვერცხეების ჰიპერპლაზიის, ქალებში ოსტეოპოროზის დროს. ქალებში ჰირსუტიზმის შემთხვევების დაახლოებით 60%-ს ახასიათებს ანდროსტენედიონის დონის ზრდა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ანდროსტენედიონზე?

  • ჰიპერანდროგენიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი (სხვა სასქესო ჰორმონების ტესტირებასთან ერთად);
  • ანდროგენიტალური სინდრომის დიაგნოზი თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის თანდაყოლილი დეფექტების დროს (17-OH პროგესტერონისა და კორტიზოლის შესწავლასთან ერთად);
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დიაგნოზი და მონიტორინგი;
  • ქალებში ჰირსუტიზმის, ვირილიზმის და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი.

რეკომენდებულია ანდროსტენედიონის ტესტირება კლინიკური სიმპტომების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ანდროგენების მომატებულ დონესთან:

  • ჰირსუტიზმი (ქალებში თმის ზრდა მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ადგილებში – სახე, ზურგი, გულმკერდი);
  • ვირილიზმი (ჭარბი თმის ზრდა, მამაკაცებისთვის დამახასიათებელი სასქესო ნიშნების გამოჩენა ქალებში);
  • ოლიგომენორეა, მენსტრუალური პრობლემები;
  • აკნე;
  • უხეში, დაბალი ხმა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ჰორმონის დონე იცვლება დღის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დილის 07:00 საათზე და ყველაზე დაბალი – 16:00 საათზე, შესაბამისად ტესტის ჩატარება რეკომენდებულია დილის საათებში უზმოდ.

ქალებში რეკომენდებულია ტესტის გაკეთება მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ან მის შემდეგ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შედეგების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანდროსტენედიონის ზრდა შეინიშნება პუბერტატის შემდეგ, რაც მაქსიმუმს აღწევს 20 წლისთვის. ქალებში მენოპაუზის შემდეგ ჰორმონის დონე მცირდება.

ანდროსტენედიონის გაზრდილი მაჩვენებლები მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლისმიერი ან გონადური წარმოშობის ანდროგენების ჭარბ წარმოებაზე.

ზომიერი მომატება შეიძლება იყოს იდიოპათიური, ქალებში პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის შედეგი, ან სტეროიდული დანამატების გამოყენება ორივე სქესის შემთხვევაში.

5 ნგ / მლ-ზე ზემოთ დონის აწევა შეიძლება იყოს ანდროგენ-სეკრეტორული თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების ნიშანი.

5 ნგ / მლ-ზე ზემოთ ანდროსტენდიონის ზრდა დაფიქსირდა თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების 90% -ში.

ანდროგენ-სეკრეტორულმა კარცინომამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ანდროსტენედიონის მატება, მაგრამ უფრო მეტად ახასიათებს 17-OH პროგესტერონის და DHEA-S მაღალი შემცველობა.

ანდროსტენედიონის დონის მომატება იწვევს ქალებში ჰიპერანდროგენიზმის სიმპტომებს.

ქალებში ჰირსუტიზმის შემთხვევების 60%-ზე მეტს თან ახლავს ანდროსტენედიონის დონის მომატება.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button